როცა სისტემური ფაილის ჩანაცვლება ანუ თავზე გადაწერა გჭირდებათ, თქვენ როგორც “სისტემის ადმინისტრატორს” მაინც არ გაქვთ იმის დაშვება რომ ეს მოქმედება განახორციეოთ. ძირითად შემთხვევაში იღებთ ესეთ შეტყობინებას  “Access denied: You need permission to perform this action.” ვინაიდან სისტემური ფაილები დაცულია TrustedInstaller-ის მიერ და შესაბამისად ის არ გაძლევთ დაშვებას ამ მოქმედების შესასრულებლად.

თუმცა რა თქმა უნდა არსებობს გზა რითაც მოიპოვებთ ფაილებზე ზემოქმედების უფლებას.

მაშ, ასე – ასეთი შეზღუდვებისას ვიქცევით შემდეგნაირად:

1. ვხსნით CMD-ს ადმინისტრატორის უფლებებით (სტარტ მენიუში ვწერთ  cmdმარჯვენა კლიკი  cmd.exe-ზე და ვირჩევთ Run as administrator.)

2. ახლა უნდა მოვიპოვოთ კონკრეტულ ფაილზე “მფლობელის” უფლება. ამისათვის CMD-ში ვწერთ შემდეგ ბრძანებას

takeown /f C:\Windows\System32\wmpeffects.dll და შემდეგ Enter (ჩაანაცვლეთ C:\Windows\System32\wmpeffects.dll თქვენი კონკრეტული ფაილის მისამართით)

თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა ვიღებთ ესეთ შედეგს

3. ახლა კი უშუალოდ ფაილზე დაშვება შემდეგი ბრძანებით:

cacls C:\Windows\System32\wmpeffects.dll /G Jessica:F (ჩაანაცვლეთ Jessica თქვენი სისტემის მომხმარებლის სახელით) და რა თქმა უნდა Enter-ი.

მორჩა. ახლა უკვე ადვილად გადააწერთ კონკრეტულ სისტემურ ფაილს თავზე რაიმე ახალს.

Comments

comments

2 კომენტარი
  1. ra uazroa ragc ari..
    magas tu giwers caslis dros eg nisnavs rom eg faili cartuli gaqvt magalitad video casla gindat da romm awvebit magas agdebs magas nisnavs rom eg faili sadgac gaxsnili ari an cartuli gaqvt an kide operati tvirtavt da kide ragacebia……

    • საკმაოდ აზრიანი რამეა. სისტემური ფაილი რა თქმა უნდა “ჩართული” იქნება და ამ სტატიაში წერია ზუსტად როგორ გამორთო ის სისტემური ფაილი. ვიდეოს გამორთვა ყველამ იცის, ოპერასიც..

კომენტარები დახურულია