თუკი კომპიუტერში გაქვთ ფაილი რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია მაგრამ ამავდროულად საეჭვოა დავირუსებულია თუ არა იგი, ამ დროს საუკეთესო ვარიანტია გამოვიყენოთ ანტივირუსი ამ ეჭვის მოსაშორებლად.

მაგრამ ზოგჯერ ხდება ისე რომ ერთი ანტივირუსი კონკრეტულ ფაილს აღიქვამს ვირუსად ხოლო მეორეს კი რეაქცია არააქვს საერთოდ ამ ფაილზე. ამ დროს ეჭვს კიარ ვიშორებთ არამედ ვიორმაგებთ კიდეც..

გამოსავალი ერთია, გადავამოწმოთ ფაილი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ანტივირუსებით და შემდგომ გავაკეთოთ შედეგების ანალიზი. მაგრამ აქაც ერთი პრობლემაა, ჩვენ ხომ ყველა ანტივირუსს ვერ გადმოვწერთ, დავაყენებთ და გავუშვებთ სათითაოდ სკანირებაზე. ეს დიდ დროს და რესურსებს მოითხოვს..

სწორედ აქ არის ამ სტატიის საკვანძო მომენტი. საქმე იმაშია რომ ამ პრობლემის გადაჭრაზე თავის დროზე იფიქრეს სპეციალისტებმა და გადაწყვიტეს შეექმნათ სპეციალური სერვისი სადაც გაგზავნილი ფაილი მძლავრ სერვერზე ერთდროულად რამდენიმე ანტივირუსით შემოწმდება, რათქმაუნდა ბაზების უკანასკნელი განახლებებით.

აი ეს სერვისიც რომელიც საიტის სახით გვევლინება. http://virustotal.com – საიტი რომელიც დაგეხმარებათ დაასკანეროთ კონკრეტული ფაილი ერთდროულად 36 პოპულარული ანტივირუსით.

მისი მოხმარება ძალზედ მარტივია, შედიხართ საიტზე და Browse ველში უთითებთ თქვენს კომპიუტერში არსებულ საეჭვო ფაილს. შემდეგ აწვებით Send File-ს და ელოდებით სკანირების შედეგებს.

შეგიძლიათ საქმე კიდევ უფრო გაიმარტივოთ. გადმოწერეთ VirusTotal Uploader-ი და პირდაპირ კონტექსტური მენიუდან გააგზავნეთ ფაილი VirusTotal-ის სკანირებაზე.