ეს პოსტი განკუთვნილია Realtek-ის ქსელის კარტის მფლობელებისათვის.

 

შეიძლება თქვენს PC-ზე წააწყდეთ ესეთ პრობლემას:

ცოტა ხნის წინ პირდაპირ დაკეცილი ლეპტოპი (ან დაძინებული დესკი) ჩართოთ და ძილის რეჟიმიდან გამოსული სისტემით ინტერნეტში ვეღარ შეხვიდეთ. არც კაბელის ქსელის კარტაში შერჭობას ქონდეს რეაქცია და არც თავად ჯეკის შესარჭობთან არსებული ნათურა ციმციმებდეს.

პანიკას არ აყვეთ, ჩემს მიერ აღწერილი შემთხვევის მიხედვით მაგ დროს ყველაფერი კარგადაა. პრობლემა იწყება მაშინ როდესაც თქვენი ლეპტოპი ძილის რეჟიმში გადადის. ამ დროს სისტემა სხვა მოწყობილობებთან ერთად “იძინებს”, შესაბამისად კი ხდება ყველა მათგანის გათიშვა. მათ შორის კი ითიშება ქსელის ადაპტერიც რომელიც სისტემის არც ჩართვისას და არც გადატვირთვის შემდგომ “ღრმა ძილიდან გამოსვლას” ვეღარ ახერხებს.

თუკი მაგ დროს ცდით ქსელის კარტის დრაივერის დაყენებას, ინსტალატორი ამოგიგდებთ შემდეგ შეტყობინებას:

The RealTek Network Adapter/Controller was not found.
If Deep Sleep Mode enabled Please Plug the Cable

სადაც ბოლო წინადადება სიტყვასიტყვიტ ნიშნავს: თუ ღრმა ძილის რეჟიმია ჩართული გთხოვთ შეართოთ კაბელი.

სამწუხაროდ უბრალოდ კვების კაბელის შეერთება არ შველის და ამ დროს ბევრად “საჩალიჩოდაა” საქმე.

იმისათვის რომ თქვენი ქსელის ადაპტერი ღრმა ძილიდან გამოიყვანოთ:

1. ყველაზე კარგი საშუალებაა დაარესეტოთ თქვენი ლეპტოპის მაზერბორდი. მაზერბორდის დარესეტების ყველაზე კარგი საშუალება კი RAM-ის (იგივე ოპერატიულების) ამოღება 1-2 წუთით.  ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება 10 წუთით ამოღებაც იყოს საჭირო.

2. ამ პროცედურის დროს სასურველია გამოიღოთ ლეპტოპის ბატარეაც, და შემდგომ დააწვეთ ჩართვის ღილაკს. დესკებზე შეიძლება კვება გამოაძროთ და ისე ჩართოთ კომპიუტერი განსამუხტავად.

3. თუკი “ჩხირკედელაობა” გეზარებათ ან არ გეხერხებათ, ერთერთი მშველელი ფაქტორი შეიძლება “გარე ვინჩესტერიც” (იგივე ექსტერნალ დრაივი) იყოს.  მისი შეერთებით კომპიუტერში სისტემა რთავს დამატებით მოწყობილობებსაც და შეიძლება მათ სიაში თქვენი ქსელის კარტაც მოხვდეს.

მას შემდეგ რაც თქვენს ქსელის კარტას გამოაღვიძებთ

იმისათვის რომ თქვენმა ქსელის კარტამ აღარასოდეს დაიძინოს (ახალი სისტემის დაყენებამდე)

1. დააკლიკეთ My Computer-ს მარჯვენა ღილაკით

შემდეგ დააჭირეთ Manage-ს და აირჩიეთ Device Manager

2. სიაში მოძებნეთ და ჩამოშალეთ Network Adapters (ქსელის ადაპტერები)

ორმაგი წკაპი Realtek-ის ადაპტერზე და გაიხსნება ახალი ფანჯარა

3. გადადით Power Management-ის ტაბზე

და მონახეთ წარწერა  “Allow the computer to turn off this device to save power”

(მიეცი ნება კომპიუტერს გამორთოს ეს მოწყობილობა ენერგიის ეკონომიის მიზნით)

რომელსაც ე.წ. სკვინჩა (პწიჩკა) უნდა მოუხსნათ.

დაამახსოვრეთ OK-თ ცვლილებები და vuala! ყველაფერი მზადაა.