თუ თქვენი კომპიუტერიდან ბევრი ადამიანი შედის სკაიპიში (ასე ძირითადად ოფისებში ხდება), Skype-ს ჩართვისას Skype Name ველში მათი აუარებელი ჩამონათვალი გამოჩნდება.

არც თუ ისე სასიამოვნო სანახავია უაზროდ ჩაყრილი სხვადასხვა ნიკი.

როგორ შეიძლება მოვიშოროთ ზედმეტი სახელები ამ სიიდან?

მოკლედ დავიწყოთ:

  1. გათიშეთ სკაიპი (ვიცი რომ ძალიან გიჭირთ თქვენს მეგობრებთან განშორება მაგრამ 5 წუთით მაინც მოასვენეთ ეგ პროგრამა),
  2. შემდეგ გახსენით Run ველი სტარტ მენიუდან და ჩაწერეთ შემდეგი: %AppData%Skype
  3. დააჭირეთ ‎Enter-ს და გამოვა სკაიპის სპეციალური ფოლდერი რომელშიც ჩვენი Skype Name-ბია ჩაყრილი.

მოკლედ თითოეულ Skype Name-ს აქვს თავისი ფოლდერი ასე რომ რომელიც ზედმეტია მხოლოდ ის მონიშნეთ და ჩვენებური Delete მიჰგვარეთ.

ჩართეთ Skype, ამიერიდან ჩვენი Drop Down List-ი სუფთა უნდა იყოს ყოველგარი ზედმეტი ნიკებისაგან.

თუ ასე არ მოხდა ე.ი. სისტემის გადატვირთვაა საჭირო და ჩართვის შემდეგ ყველაფერი რიგზე იქნება.