ორგანიზაციებში ძირითადად ელექტრონული ფოსტის გამოყენება ხდება ე.წ. საფოსტო კლიენტების გამოყენებით, ესენი შეიძლება იყოს Microsoft Outlook, Outlook Express, Mozzila Thunderbird და ა.შ.

ხშირად მენეჯერებს, აღმასრულებელ დირექტორებს თუ სხვა თანამდებობის პირებს, ვისაც ბევრ ხალხთან აქვს ურთიერთობა, უწევს დიდი რაოდენობით წერილების გაგზავნა სხვადასხვა მისამართებზე. შესაძლებელია იყოს ასობით მეილზე დასაგზავნი მოსაწვევი  ან სხვ. ყველა ამ შემთხვევაში თქვენი საფოსტო კლიენტი უკავშირდება სერვერს და აწვდის ამ წერილების დასტას რომელიც შემდეგ სერვერმა უნდა დაგზავნოს მითითებულ მისამართებზე. სწორედ მაშინ როდესაც თქვენ ამდენ წერილს გადასცემთ ერთდროულად, სრულიად შესაძლებელია რომ სერვერმა ეს ყველაფერი აღიქვას სპამერობად და თქვენი საფოსტო მისამართი (რითაც აგზავნით წერილს) შეიტანოს შავ სიაში..

ამის შემდეგ თქვენი საფოსტო კლიენტი იწყებს შეცდომის ამოგდებას და გიწერთ რომ თქვენ სპამერთა სიაში ხართ შეყვანილი.
შეცდომის ნომერია 550 და არის დაახლოებით შემდეგი შინაარსის:

The message could not be sent because one of the recipients was rejected by the server. The rejected e-mail address was ‘test@test.com. Subject “TEST”, Account: ‘mai.test.ge’, Server: ‘mail.pcmania.ge”, Protocol: SMTP, Server Response: ‘550 5.7.1 : Sender address rejected: Your address is blocked because of spammer activity at 2010/10/26′, Port: 25, Secure(SSL): No, Server Error: 550, Error Number: 0x800CCC79

ასეთ შემთხვევაში უბრალოდ რეკავთ (ან სწერთ)  იმ პროვაიდერთან რომელიც მართავს თქვენს სერვერს. კავკასუს ონლაინის შემთხვევაში უკავშირდებით ოპერატორს და სთხოვთ რომ გადაგრთოთ მეილების განყოფილებაში.. აქ კი ვინც გიპასუხებთ სთხოვთ რომ თქვენი საფოსტო მისამართი ამოიღოს სპამერთა სიიდან. უკარნახებთ საჭირო მისამართს და მორჩა. : ) წერილები ისევ თავისუფლად გაიგზავნება..

Comments

comments

2 კომენტარი
  1. pop3 sami aris Shemomavali serveri da unda miutito im e-mailis misamrti saidanac unda shemovides mailebi. shens shemtxvevashi pop.gmail.com

    da SMTP aris gamgzavni serveri saidanac unda gaagzavno e-maili im serveris misamartia sachiroo.. aqac smtp.gmail.com

    kovelive amis shemdeg unda gaascoro portebic da gascordeba..

  2. მე საერთოდ ვერ ვიყენებ ამ ფუქციას.არ ვიცი როცა Outlook Express–ში ვარეგისტრირებ ჩემს მაილ@რუს ან გმაილ.ცომ–ს ყოველთვის მეუბნება:გთხოვთ შეიყვანოთ გამავალი და შემომავალი პორტი,ასევე სერვერებიო,როგორც შემოომავალი ასევე გამავალი.

    კარგს იზამს ის ვინც მიუძღვნის ამ იმელის,რეგისტრაციას ჩვენს ოპერაციულ სისტემაში ჩამონტაჟებული ექსპრესის მეშვეობით.გთხოვთ განგვიმარტოთ.

კომენტარები დახურულია