უკვე არაერთი კითხვა შემოვიდა იმის შესახებ თუ როგორ გავხსნათ რამდენიმე Skype ერთდროულად. ამ პოსტით მინდა სამუდამოდ გადავჭრა თქვენი პრობლემა 🙂 და ვისაც კიდევ ეს კითხვა გაუჩნდება უბრალოდ ურჩიეთ რომ წაიკითხონ სწორედ ეს პოსტი..

ერთდროულად რამდენიმე Skype გასახსნელად არსებობს სამი ხერხი. თქვენთვის რომელიც უფრო მოსახერხებელი იქნება ის გამოიყენეთ 🙂

1. ყველასათვის ცნობილია რომ არსებობს სპეციალური პროგრამა Skype Launcher-ი რომელიც ერთი დაწკაპუნებით გეხმარება გახსნა კიდევ ერთი Skype-ს ფანჯარა. მაგრამ ამ პროგრამას ერთი პრობლემა აქვს, სამქუხაროდ კორექტულად ვეღარ მუშაობს Skype-ის ახალ ვერსიებთან და პროგრამის შემდგომი ვერსიაც მოუხერხებელი გახდა… თუმცა ვისაც გაწყობთ ეს უკანასკნელი ამაზე დევს ჩვენთან ცაკლე პოსტი რომელიც შეგიძლიათ ნახოთ აქ

2. არსებობს კიდევ ერთი ცოტათი “საჩალიჩო” ხერხიც.. იმისათვის რომ მეორე Skype-ც გავხსნათ (და არა უამრავი) საჭიროა:

  • შევქმნათ ახალი User Account-ი ჩვენს Windows-ში..
  • მარჯვენა კლიკით სკაიპის ღილაკზე ავირჩიოთ [Run as…]
  • ახალ ფანჯარაში “The following user:”-ში ვირჩევთ მეორე User Account-ს რომელიც აუცილებლად ჩართულ მდგომარეობაში უნდა იყოს (ანუ log off-ი არ უნდა ჰქონდეს გაკეთებული მეორე იუსერს)
  • შედეგად გაიხსნება ახალი სკაიპი რომელშიც შეგიძლიათ სხვა Username-ით შეხვიდეთ.

3. მესამე და გაცილებით მარტივი ხერხი დაეხმარება Skype-ს ახალი (მე-4) ვერსიის მომხმარებლებს.

  • მარჯვენა კლიკით Desktop-ზე ვქმნით ახალ Shortcut-ს
  • მისამართად ვუთითებთ სკაიპის გამშვები ფაილის მისამართს. (რომელიც იმ შემთხვევაში თუ ჩვეულებრივად დააყენეთ მოთავსებული იქნება მისამართზე C:/Program Files/Skype/Phone/Skype.exe, თუ სხვა დირექტორიაში გაუკეთეთ ინსტალაცია მაშინ იმ დირექტორიის მისამართი მიუთითეთ )
  • ხოლო Target ველში კი ჩაწერეთ  შემდეგი “C:/Program Files/Skype/Phone/Skype.exe” /secondary  (ანუ [Skype-ს გამშვები ფაილის მისამართი] + [/ Secondary]
  • OK

ამის შემდეგ Shortcut-ის ყოველი გახსნისას Skype-ის ახალი ფანჯარა გაიხსნება..

    იმედია გამოსადეგი სტატია აღმოჩნდა 🙂

    წარმატებულ ჩატს გისურვებთ..

    პატივისცემით DEVI

    Comments

    comments

    18 კომენტარი
    1. ნუ პრობლემა რავი
      skypes ლოგო გამოჩნდა მაგრამ 4.1 ზე არაქვს რეაქცია. რაც გახსნილია იგივეს ხსნის

    2. მე 3 ვერ დავამუღამე აქ როგორც ხსნიტ ეს ჩაწერეთო მასე არაფერს არ შება 🙂 იქნება ცოტა გასაგებად დადოთ 🙂
      გმადლობთ

      • კონკრეტულად სად გაქ პრობლემა დაწერე და შევეცდები დაგეხმარო..

    3. ეგ Target-ი რაა? რუსული ვინდოვსი მაქვს და ვერ ვხვდები

    კომენტარები დახურულია