მაშ ასე.. ჩვენს საყვარელ მესენჯერს უკვე მოეხსნა BETA ვერსიის სტატუსი და გამოვიდა მისი სრული ვერსია, Skype 4.0! გამოსწორდა ყველა ის შეცდომა რაც ბეტა ვერსიის ტესტირებებისას იქნა აღმოჩენილი.

რა შეიცვალა:

მეგობრების პოვნის პრობლემა

ახლა უკვე 340 მილიონზე მეტი რეგისტრირებული მომხარებლიდან თავისუფლად შეძლებთ ნებისმიერი მათგანის პოვნას.

მოწყობილობების დაყენების პრობლემა

სრულ ვერსიაში ნაბიჯ-ნაბიჯ შეგიძლიათ დააყენოთ ახალი მოწყობილობები ყოველგვარი პრობლემების გარეშე.

არ იყო კარგი ხმა

ახლა ის უკვე კრისტალურად სუფთაა + დამხმარე მოდული რომელიც მაშინვე დაგეხმარებათ ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში.

გართულებული ნავიგაცია

ახლა უკვე დიდი და თვალსაჩინო ღილაკების წყალობით ნავიგაცია ძალიან მარტივია

უფასო თუ ფასიანი?

ამიერიდან იმისთვის რომ არ შეგექმათ რაიმე პრობლემა თვალსაჩინოდ იქნება ნაჩვენები ფასიანი და უფასო სერვისები სკაიპიში.

ალბათ გვიხარია და ერთი სული გვაქ როდის გადმოვწერთ! მაშინ რას ველოდებით? ლინკს ხო? ქვევით ნახეთ 😉

Skype 4.0 for WindowsSkype 4.0 for Windows