Viber1

პოპულარული მესენჯერი აპლიკაცია Viber-ი თურმე ანდროიდის მომხმარებლებისათვის საკმაოდ პრობლემატური გადმოსაწერია საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც ჩანს თავად Google-ის Play Store-ს ადევს შეზღუდვა საქართველოს რეგიონზე. მიუხედავად ამისა Viber-ი რეგიონში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და აბსოლიტურად გამართულადაც ფუნქციონირებს.

ამ მოკლე პოსტით მინდა აგიხსნათ Viber-ის ინსტალაციის მეთოდი Play Store-ის რეგიონალურ შეზღუდვაზე თავის არიდებით.

პირველ რიგში გაითვალისწინეთ რომ თქვენი ტელეფონის (ან ტაბლეტის) ანდროიდის ვერსია უნდა იყოს 2.2.3 ან უფრო ახალი.

Viber-ის ინსტალაცია ხდება შემდეგნაირად:

  1. შედით Setting-ში
  2. გახსენით Security განყოფილება და ჩართეთ (მონიშნეთ) Unknown Sources ფუნქცია
  3. გახსენით ბროუზერი აპლიკაცია და შედით მისამართზე http://download.viber.com/viber.apk  (ამ მისამართზე ყოველთვის უახლესი ვერსია იდება)
  4. გადმოიწერეთ apk ფაილი და გადმოწერის დასრულების შემდეგ გახსენით
  5. მიყევით საინსტალაციო ინსტრუქციას (შეიყვანეთ სახელი, ტელეფონი, ნომერზე მოსული აქტვიაციის კოდი და ა.შ.)

გაფრთხილება: უსაფრთხოების მიზნით ინსტალაციის დასრულების შემდეგ Unknown Source-ს ფუნქცია კვლავ გამორთეთ. ამით თავიდან აირიდებთ უცხო წყაროებიდან სისტემისთვის პოტენციურად მავნებელი აპლიკაციების ინსტალაციას ტელეფონზე.

სულ ესაა. ამიერიდან თქვენს ანდროიდ სმარტფონზე გექნებათ სხვა Viber კონტაქტებთან ინტერნეტ-ზარების განხორციელების და მესიჯების გაგზავნის საშუალება. ალბათ სტიკერებითაც ბევრს გაერთობით.

P.S. თუ ტელეფონის ბროუზერით ვერ იწერთ საინსტალაციო ფაილს, სცადეთ დესკტოპ კომპიუტერიდან ელექტრონული ფოსტით გადაუგზავნოთ თქვენს თავს და სმარტფონიდან გახსნათ მიღებული ფაილი. ან სმარტფონის მეხსიერებაში USB კაბელის საშუალებით გადაწერეთ ფაილი.

 

Comments

comments

ერთი კომენტარი
  1. გთხოვთ გადაიღოთ ვიდეო თუ როგორ შევქმნა საკუთარი გუგლი რომ დავდო ფოტოები და საიძიებო ველზე მარიამ წურგულიას აკრეფით ნახონ ფოტოები და ინფორმავცები რათქმაუნდა ჩემი და გამომიგზავნოთ ფეისბუკზე ქართული შრიფტით მარიამ ჭურღულია. ძალიან გთხოვთ

კომენტარები დახურულია