Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

RSSAll Entries Tagged With: "ფიზიკა"

შავი ხვრელი

შავი ხვრელი

შავი ხვრელი — რეგიონი სივრცეში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, ძალუძს მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა მისი მოქმედების არეალში მოხვდრისას. შავი ხვრელი სავარაუდოდ წარმოიქმნება მაშინ, როდესაც გიგანტური ვარსკვლავი ამოწურავს მთელ თავის ენერგიას და კვდომას იწყებს.

ლაზერი

ლაზერი

ლაზერი, ანუ ოპტიკური ქვანტური გენერატორი, არის მონოქრომატული კოჰერენტული გამოსხივების  წყარო, რომელსაც მთელი რიგი უნიკალური თვისებები გააჩნია. ლაზერის შექმნა გასული საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელმაც განაპირობა რევოლუციური ცვლილებები ტექნიკის სხვადასხა დარგში. ლაზერების სიმძლავერე ფართო დიაპაზონში იცვლება: ვატის მემილიონედი ნაწილიდან 1012–1013 ვატამდე.

სუპერმაგნიტი ანუ ნიობიმური მაგნიტი

სუპერმაგნიტი ანუ ნიობიმური მაგნიტი

მე-20 საუკუნის 80-იან წლებში მიიღეს მუდმივი მაგნიტები რეკორდული მაგნიტური მონაცემებით: ნარჩენი მაგნიტური თვიებებით (”მაგნიტის ძალა”) და კოერციტული ძალით (”გნმაგნიტებისადმი წინაღობა”). რამდენიმე სანტიმეტრის ზომის ორი მაგნტის ხელებით დაშორებას ვერ შეძლებს თვით შვარცენეგერი. ხოლო ისინი თავის ”მაგნიტურ ძალას” 100 წელიწადში კარგავენ მხოლოდ 1%-ს. მათ ნიობიმურ მაგნიტებს უწოდებენ, რადგან შენადნობი დამზადებულია ნიობიუმის (Nb), რკინისა (Fe) და ბორისაგან (B).

ნივთიერების მეოთხე მდგომარეობა – "პლაზმა"

ნივთიერების მეოთხე მდგომარეობა – "პლაზმა"

სანამ ნივთიერებას დედამიწის ზედაპირისთვის ჩვეულებრივი ტემპერატურების პირობებში ვიკვლევდით. ამ ნივთიერების ნაწილაკებად შეიძლება ჩაგვეთვალა მოლეკულები და ატომები . მაგრამ ატომსაც აქვს შინაგანი აგებულება.ის შედგება დადებითი ელექტრობით დამუხტული ბირთვისა და უარყოფი თად დამუხტული ელექტრონებისაგან თუ ნებისმიერ ნივთიერებას ძალიან მაღალ ტემპერატურაზე გავათბობთ, ან მასში ძლიერ ელექტრულ დენს გავატარებთ, მისი ელექტრონები ატომებს მოწყდებიან.

ნივთიერების მეშვიდე  მდგომარეობა – ფიზიკური ვაკუუმი

ნივთიერების მეშვიდე მდგომარეობა – ფიზიკური ვაკუუმი

თუ ვილაპარაკებთ არა მარტო ნივთიერებაზე, არამად, საერთოდ, მატერიაზე, ამ უკანასკნელის მდგომარეობათა რიცხვს ცარიელი სივრცე უნდა მივაკუთვნოთ. მეცნიერების განვითარებას იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ სივრცეს გარკვეული ფიზიკური თვისებები აქვს და ყოველი სხეული ცვლის მის გარშემო მყოფი სივრცის თვისებებს. მაგალითად, სივრცის ასეთი ცვლილება გამოვლინდება მაშინ, როდესაც სხვადასხვა სხეული მიიზიდება და განიზიდება.

ნივთიერების მეექვსე მდგომარეობა – ანტინივთიერება და ეპიპლაზმა

ნივთიერების მეექვსე მდგომარეობა – ანტინივთიერება და ეპიპლაზმა

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო მეტი ენერგიაა ნივთიერებაში, მით უფრო უჩვეულო მდგომარეობებს იღებს ეს ნივთირება. საინტერესოა, რა მოხდება ენერგიის ყველაზე მაღალი სიმკვრივის დროს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასეთ პირობებში ნაწილაკების ყოველი შეჯახება წყვილს წარმოშობს. ყოველი ასეთი წყვილი უნდა შედგებოდეს ნაწილაკისა და ანტინაწილაკისაგან, რომლებიც ერთმანეთს ისე ჰგვანან, როგორც საგანი თავის სარკულ გამოსახულებას, მაგრამ თუ მათ მუხტი აქვთ, [...]