რედაქტორის გვერდი

 

დევი ფირცხალაიშვილიმოგესალმები მკითხველო!

პირველ რიგში მადლობა რომ PCMania-ს სტუმრობ.

საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ მსოფლიოში. ეკონომიკა, მედიცინა და სხვა მოწინავე სფეორები მთლიანად დამოკიდებული არიან კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე, კომუნიკაციის სისტემებზე და რესურსებზე.

განვითარების ტემპებმა ბოლო ათწლეულებში გემეტრიული პროგრესიით დაიწყო სვლა. ყოველდღიურ ცხოვრებაში მკვეთრად ვამჩნევთ ინტერნეტის და თანამედროვე ტექნოლოგიების როლს და ჩვენს დამოკიდებულებას მათზე. ჩვენი კარიერული წინსვლა და განათლებაც მეტწილად უკვე დაყრდნობილია კომპიუტერული ტექნოლოგიების უნარ-ჩვევებზე.

2007 წლიდან ამ ბლოგის სხვა ავტორებთან ერთად ვცდილობ ვიყოთ მკითხველის მეგზური ტექნოლოგიების სწრაფად ცვლილებად სამყაროში. ჯერ კიდევ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში მოსწავლეობის დროს, 14 წლის ასაკში, ამ საკითხებით დაინტერესებულმა გადავწყვიტე შემექმნა საგანმანათლებლო შემეცნებითი ვებ-რესურსი. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და PCMania-მაც ბევრი ცვლილება განიცადა, თუმცა მთავარი იდეა – ცოდნისა და კომპიუტერული უნარჩვევების გავრცელება – ყოველთვის ჩვენს მისიად დარჩა. პერიოდულად კვლავ ვახერხებ PCMania-ს მკითხველებისთვის წერას და მცდელობას – პროექტი დავაწიო ტექნოლოგიებს უსასრულოდ განვითარებად სივრცეს.

ქ. ბუქარესტში საინფორმაციო ტექნოლოგიების პროექტების ოლიმპიადაზე მიღებული ვერცხლის მედალი. მარცხნიდან მარჯვნივ - ჩემი თანაგუნდელი და ამჟამად FX-ის აქტიური წევრი რეზი ყუფარაძე და მე. 2010 წ.

2010 წელი ქ. ბუქარესტში საინფორმაციო ტექნოლოგიების პროექტების ოლიმპიადაზე მიღებული ვერცხლის მედალი – პროექტისთვის PCMania – Knowledge for Freedom. მარცხნიდან – თანაგუნდელი და 𝒇𝔁-ის წევრი  – რეზი ყუფარაძე და პროექტის ავტორი დევი ფირცხალაიშვილი.

 

2011 წელს, სამეცნიერო-ტექნოლოგიური საკითხებით დაინტერესებულმა პარტნიორებმა ახალ სოციალური საწარმოს ტიპის ორგანიზაციას ჩავუყარეთ საფუძველი. 2012-2017 წლებში ორგანიზაცია “𝒇𝔁”-მა არაერთ საინტერესო პიროვნება გააერთიანა სამეცნიერო-ტექნოლოგიური საგანმანათლებლო პროექტების გარშემო. PCMania-ც ამ ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ მოექცა.

 

დევი ფირცხალაიშვილი,
მთავარი რედაქტორი