ეს უკვე მერამდენედ წავაწყდი განცხადებებსა თუ სხვადასხვა ტექსტებში ასეთ შეცდომებს “ოპერატიული სისტემა”, “ოპერაციული მეხსიერება” და ა.შ. როგორც ხედავთ ქართველ კომპ-იუზერებს ხშირად ეშლებათ “ც” და “ტ” ერთმანეთში და საერთო ჯამში არასწორი წინადადება გამოსდით, ამასობაში კი შეცდომით ნათქვამი ტერმინები ნელნელა მკვიდრდება ახალბედა იუზერებშიც და შემდგომში უფრო ხშირად ხდება მათი გამოყენება… მოკლედ ამ პოსტის მიზანია ავუხსნათ ასეთი შეცდომების მოყვარულ ადამიანებს რატომ  არის “ოპერაციული სისტემა” და “ოპერატიული მეხსიერება”…

ოპერაციული სისტემა

დავიწყოთ ოპერაციული სისტემით, ამ ქართულ ტექნიკურ ტერმინს საფუძვლად უდევს ინგლისური “OS” an ” O/S” რაც აბრევიატურაა და იშიფრება შემდეგნაირად: Operating system – ქართულად “ოპერაციული სისტემა”

რა არის ოპერაციული სისტემა?

უფრო გასაგები რომ იყოს რატომ უნდა ვიხმაროთ ტერმინი “ოპერაციული სისტემა” შევეცდები ზოგადად ჩამოვაყალიბო მისი ცნება: ოპერაციული სისტემა ეს არის კომპიუტერის სპეციალური პროგრამული ნაწილი, კომპონენტი რომელიც მართავს ურთიერთობას სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამებს (software), ასევე კომპიუტერის  შემადგენელ მოწყობილობასა (hardware) და ამ სისტემის მომხარებელს შორის. იგი გვაძლევს საშუალებას ვმართოთ აპარატურული ნაწილი, ვიმუშავოთ სხვადასხვა ფაილებთან და საქაღალდეებთან, მოვახდინოთ ინფორმაციის შეტანა გამოტანა ბევრი სხვა მოქმედება შევასრულოთ.. მოკლედ ყველა ეს მოქმედება (ფაილებთან მუშაობა, ინფორმაციის შეტანა გამოტანა…. და ა.შ. ) გარკვეული ოპერაციაა რომელსაც მოცემული სისტემის საშუალებით ვასრულებთ. მაშასადამე ჩვენ ამ მოქმედებების შესასრულებლად ვიყენებთ “ოპერაციულ სისტემას”!

ოპერატიული მეხსიერება

ნებისმიერი პროგრამა თუ ოპერაციული სისტემა, სამუშაოდ საჭირო ფაილებს აგროვებს ოპერატიულ მეხსიერებაში.. როდესაც პროგრამას გარკვეული ოპერაციის შესასრულებლად სასწრაფოდ დასჭირდება რაიმე ფაილი იგი მყარ დისკზე აღარ დაიწყებს მის ძებნას და სწრაფად (ოპერატიულად) ამოიღებს ოპერატიული მეხსიერებიდან.. ოპერატიული მეხსიერება გაცილებით სწრაფია ჩვეულებრივ მეხსიერებასთან (ე.წ. მყარ დისკთან) შედარებით. სწორედ აქედან წარმოსდგება მისი სახელი. იგი სწრაფია ანუ ოპერატიულია და ამავდროულად მისი დანიშნულებაა ინფორმაციის დროებით დამახსოვრებაა. საერთო ჯამში კი გამოდის რომ ის “ოპერატიული მეხსიერებაა”.

 

7 კომენტარი
  1. მაკა კაი იდია მომაწოდე ამ წამს წავიკიტხ და ამ დგეებსჰი ალბათ ყველა ნაწილის დანიშნულებას და მნიშვნელობას დავწერ და განვიხილავ 😉

  2. აუ რა მაინტერესებს იცი. სიტყვაზე 1 gb ოპერატიული მაქ და 67% ვიყენებ აზრი ააქვს კიდევ 1 gb იანის ჩადგმას?

კომენტარები დახურულია