დაკვირვებიხართ როგორ ახერხებენ ინტერნეტის საშუალებით გიგანტი კომპანიები თავიანთ მომხმარებლებთან მუდმივ კონტაქტში ყოფნას? როგორ ავრცელებენ მომხმარებელთა მთელ ქსელში ერთი ხელის დაჭერით ინფორმაციას? როგორ აგროვებენ თავიანთი მომსახურებისა თუ პროდუქტის ირგვლივ მიზნობრივ აუდიტორიას?

რა თქმა უნდა, ინტერნეტში არსებული ისეთი  მძლავრი ბერკეტებით როგორიციაა ინტერნეტ რეკლამა, სოციალური ქსელები, მეილ დაგზავნა და ა.შ.

ამათგან ერთერთი და საკმაოდ მსხვილი იარაღი კი გახლავთ თავად კომპანიის კორპორატიული ბლოგი, რომელიც არსებობს ორი სახის: გარე და შიდა მოხმარების.

შიდა მოხმარების ბლოგები მხოლოდ თქვენი კომპანიის თანამშრომლებისთვის ჩანს და გეხმარებათ შიდა საკითხების გავრცელებაში და ლოკალურად განხილვაში.

უფრო პოპულარული კი გახლავთ გარე ტიპის კორპორატიული ბლოგები რომელიც ძირითადად კომპანიის ვებსაიტთან ერთად არსებობს და მომხმარებლებში, კომპანიის შესახებ ინფორმაციის ერთერთ მთავარ წყაროდ მოიაზრება. აქედან ვიზიტორს საშუალება აქვს მიიღოს მეტი ინფორმაცია თქვენი კომპანიის, შეთავაზებული მომსახურებებისა და პროდუქტების შესახებ. გაეცნოს სიახლეებს და გეურთიერთოთ ონლაინ რეჟიმში.

შეხედეთ Google-ს ოფიციალურ ბლოგს: წერენ თავიანთი პროდუქტების შესახებ (chromebook), გეხმარებიან უკეთესი მომსახურების მიღებაში (getbackyourgoogle), განახებენ თავიანთ შიდა სამზარეულოს (Google datacenters).

გადავიდეთ Adobe-ს ბლოგზე: აქ გვატყობინებენ მათ ერთერთ ყველაზე პოპულარულ პროდუქტში ცვლილებების შესახებ (Heads Up: Photoshop System Requirement Changes), გიწვევენ მონაწილეობის მისაღებად მათ ახალ კონკურსში (Take part in a new Adobe contest: “No App Is an Island”), ყვებიან მათი აღმასრულებელი დირექტორის მიერ მიცემული ინტერვიუს შესახებ (Shantanu @ Wall Street Journal Viewpoints)

ესეც Facebook-ის კორპორატიული ბლოგი! გაცნობენ ახალ აპლიკაციებს (Introducing New Apps for Timeline), გთავაზობენ თავიანთ პროდუქტს თქვენსავე სმარტფონზე (A Faster Facebook for Android), თავად მარკ ცუკენბერგი გესაუბრებათ თქვენსა და კომპანიას შორის ურთიერთობებზე (Our Commitment to the Facebook Community).

ყველა მათგანზე კი გაქვთ საშუალება დატოვოთ კომენტარები, დასვათ კითხვები და ამომწურავად მიიღოთ ინფორმაცია მიდმინარე მოვლენების შესახებ.

მაშ ასე, დასკვნა ერთია, კორპორატიული ბლოგი ძალიან საჭირო რესურსია მომხმარებელთან ურთიერთობისათვის. თუმცა როგორც ყველაფერს მასაც გააჩნია გარკვეული რეცეპტი თუ როგორი უნდა იყოს ის, რომ წარმატება მოგვიტანოს.

კორპორატიული ბლოგი

1)      უნდა იყოს დახვეწილი დიზაინის და ამასთან ერგებოდეს თქვენი კომპანიის ვებსაიტს და სტილს.

2)      უნდა ხდებოდეს კონტენტის მუდმივი შევსება, განახლება და რაც მთავარია განთავსებული ინფორმაცია უნდა იყოს მომხმარებლისათვის ნამდვილად ღირებული.

3)      უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და ოპტიმიზირებული საძიებო სისტემების მიმართ, რათა მიზნობრივმა აუდიტორიამ ადვილად შეძლოს თქვენი პოვნა.

4)      თქვენს მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ადვილად დაამყაროს თქვენთან კონტაქტი კომენტარის, წერილის ფორმის ან სხვა სახით. და ამასთან რაც შეიძლება სწრაფად უნდა ხდებოდეს მათთან გამოხმაურება კომპანიის მხრიდან.

შეიძლება გვაფიქრებს ფაქტი რომ  გიგანტი კომპანიებს უადვილდებათ ასეთი რამის კეთება, ჩვენ კი თითქოს გვერთულება მუდმივი შრომა ამ ყველაფრისთვის, ან არ გვაქვს საკმარისი სურვილი და რესურსები დავიქირავოთ პროფესიონალი ბლოგერი ვინც ამ ყველაფერს გაუძღვება, ან თითქოს პროდუქტებზე მოსაყოლიც ბევრი არაფერი გვაქვს და კომპანიის შიდა სამზარეულოც დიდად არ გვინდა გამოვამზეუროთ.

მესმის თქვენი სიფრთხილის რისკების მიმართ, თუმცა მინდა გითხრათ, მსოფლიო პრაქტიკამ კარგად დაგვანახა რომ კორპორატიული ბლოგი საკმაოდ ადვილი და ამავდროულად მძლავრი იარაღია თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის. პროფესიონალი ბლოგერი კი თავად შეძლებს შექმნას ისეთი კონტენტი რომელიც აუცილებლად მოიზიდავს თქვენი სეგმენტის მომხმარებელს.

ფაქტობრივად კორპორატილი ბლოგი:

–         გაძლევთ საშუალებას მუდმივად და ერთდროულად იქონიოთ დიალოგი თქვენს მომხმარებლებთან.

–         უკეთესად აცნობს მომხმარებელს თქვენს კომპანიას, მის ტრადიციებს, მასში მიმდინარე მოვლენებს და სურვილს უჩენს მუდმივად დაბრუნდეს თქვენს ბლოგზე სიახლეების გასაგებად.

–         ზრდის თქვენს ხილვადობას საძიებო სისტემებში და ამასთან ერთად ცნობადობას ინტერნეტსივრცეში.

–         წარმოადგენს ხელმისაწვდომ წყაროს პრესისათვის.

–         საჭიროებს მცირედ ინვესტიციას და სამაგიეროდ გაძლევთ ძვირად ღირებულ შედეგს.

დღესდღეობით საქართველოში კორპორატიული ბლოგების ტრადიცია ჯერ კიდევ იკიდებს ფეხს. თუმცა გეტყვით რომ ნამდვილად ღირს თქვენც გახდეთ ერთერთი პიონერი და ჩადგეთ ისეთი პროექტების, კომპანიების და ორგანიზაციების რიგში როგორიცაა

საქართველოს ბანკი http://blog.bog.ge

პიარ სკოლა http://prschool.wordpress.com

საქ-აერო-ნავიგაცია  http://airnav.wordpress.com/

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის, ელსა-ს ბლოგი http://blog.elsa.ge/

ნატახტარი http://natakhtari.wordpress.com

USA2Georgia  http://blog.usa2georgia.com/

Singular-ი http://singular.ge/blog/

და სხვები.

ყველა მათგანს ყავს თავისი მომხარებლები და ზოგჯერ ვიზიტორთა რაოდენობა დღეში 1000-საც კი აღწევს.

ასე რომ ღირს დაფიქრება გსურთ თუ არა ფლობდეთ ასეთ მძლავრ მარკეტინგულ იარაღს და აუდიტორიას რომელიც პირდაპირ აისახება თქვენი ბიზნესის გაყიდვებზე, ცნობადობაზე და ლოილური მომხმარებლების რაოდენობაზე.