გავიცნოთ Twitter-ი..
მოდით დავიწყოთ თვითონ სახელწოდებიდან…
სიტყვა Twitter ნიშნავს “მოჭიკჭიკე”, “მოჭღურტულე”…
Twitter.com-ი იგივე Twitter-ი არის ონლაინ აპლიკაცია/სერვისი რომელიც ნაწილობრივ ბლოგია, ნაწილობრივ სოციალური ქსელი და ზოგჯერ მესენჯერის ფუნქციასაც თავისუფლად ასრულებს.
სერვისი იმისთვის შეიქმნა რომ უპასუხოთ ასე ხშირად დასმულ კითხვას “რას შვები?”
ანუ ძირითადი არსი სერვისისა არის ის რომ ონლაინ რეჟიმში, მოკლე შეტყობინებებით შენს მეგობრებს შეატყობინო თუ რას აკეთებ ამწუთას რომელიც უნდა ჩაატიოთ 140 სიმბოლოში (მსგავსად SMS-ისა).
ტვიტები და მათი შინაარსი..
ამ მოკლე შეტყობინებების გაგზავნის პროცესს ეწოდება დატვივტვა რომელიც როგორც ტერმინი ფართოდაა გავრცელებული სოციალურ მედიაში..
დატვიტულ შეტყობინებებს ტვიტებს (tweets) უწოდებენ.
როდესაც თქვენ ტვიტავთ (ანუ აგზავნით Twitter-ით მოკლე შეტყობინებას) თქვენს შეტყობინებას ხედავს და კითხულობს ყველა ის ადამიანი რომელიც თქვენი კონტაქტების/მეგობრების სიაშია შეყვანილი, ანუ ტვიტერის ენაზე “ის ადამიანები რომლებიც თვქენი Follower-ები არიან (Follow – გამოყოლა, აკიდება – ანუ თქვენს ტვიტერს აკიდებული), ასევე ეს ტვიტები (თუ ნებადართულია კონფიგურაციაში მასობრივი გავრცელება) თქვენი პროფილის გვერდზეც ჩანს.
და რათქმაუნდა პირიქით, თქვენი Twitter-ის მთავარ გვერდზე ხედავთ იმ ადამიანების მესიჯებს/ტვიტებს რომლებზეც თავად ხართ ადევნებული ანუ რომელთა Follower-იც ხართ…
ტვიტები ძირითადად გვამცნობენ თუ რას აკეთებს, რა სურს ან რას აპირებს იმ მომენტში თავად ტვიტის ავტორი.. თუმცა ამავდროულად არსებული ტვიტების უმრავლესობა არის რომელიმე საწყისი შეტყობინების პასუხები.
მაგ:
@მომხმარებელი#1 – ტვიტი#1 – “დიდი სიამოვნებით მივირთმევდი ცხელ ყავას”
@მომხმარებელი#2 – ტვიტი #2 – “აუ მეც ძალიან მინდა..”
@მომხმარებელი#3 – ტვიტი #3 – “მე ვერ ვსვავ ყავას, ბევრი კოფეინია :)”
ან
@მომხმარებელი#1 – ტვიტი#1 – “კონცერტის ბილეთი ვიყიდე.. ხვალ მივდივარ : )”
@მომხმარებელი#2 – ტვიტი #2 – “მეც მივდივარ, გუშინ მაჩუქეს 2 ბილეთი..”
@მომხმარებელი#3 – ტვიტი #3 – “რომელ საათზე იწყება?”
@მომხმარებელი#2 – ტვიტი #4 – “7-ზე მაგრამ რიგები იქნება და ცოტა ადრე მოდი…”
ამ შემთხვევაში საწყისი შეტყობინება იყო ტვიტი#1, ხოლო არსებული ტვიტების უმრავლესობა (ანუ დანარჩენი 2) იყო მასზე ან მის შემდგომზე პასუხი..
ამის გარდა ხშირად ტვიტები ატარებენ სხვადასხვა სახის შინაარსს, რაც შეიძლება იყოს რომელიმე ვებსაიტის ფოტოს ან ვიდეოს ლინკი, მოსაზრება რაიმე საკითხზე, რაიმე გლობალური სიახლე ან კითხვა რაიმე თემის გარშემო..
სწორედ ასე მარტივად და უცბად წამოსროლილი მოსაზრებებისა და სხვადასხვა მესიჯების გამო – ამ პროცესს ეწოდა დატვიტვა (ანუ თუ ვთარგმნით გამოვა წაჭიკჭიკება, წაჟღურტულება) – ხოლო სერვისს მოჭიკჭიკე ანუ Twitter.
ვინ იყენებს Twitter-ს..
მიუხედავად იმისა რომ ტვიტერი 2006 წლის მარტში გაიხსნა, 2007 წლის შუა პერიოდისთვის უკვე არნახული პოპულარობა ხვდა წილად. მას შემდეგ უამრავი ადამიანი ლაპარაკობს Twitter-ის შესახებ, მათი უმრავლესობა უკვე Twitter-ის მომხმარებელი გახდა, დაწყებული კოლეჯის სტუდენტებიდან დათავრებული ყველაზე ცნობადი ფიგურებით და პრეზიდენტებით.. ( Barack Obama , Britney Spears , Lady Gaga , Justin Timberlake , Shakira , Cristiano Ronaldo , Ronaldinho ). ყველა ცნობილი ადამიანის ტვიტერი მოცემულია ვებგვერდზე http://twitaholic.com/
ზოგჯერ Twitter-ი არ ეკუთვნის მხოლოდ ერთ პიროვნებას, არამედ ის შეიძლება წარმოადგენდეს მთელ ორგანიზაციას, კომპანიას, საინიციატივო ჯგუფს ან სხვ.
Reuters, Wall Street Journal, Dell და უამრავი ცნობილი ორგანიზაცია/კომპანია აქტიურად იყენებს Twitter-ს თავიანთ მომხმარებლებთან საურთიერთოდ..
ერთერთი კარგი თვისება რაც Twitter-ს გააჩნია არის ის რომ შეგიძლიათ პირველმა გაიგოთ ინფორმაცია პირდაპირი წყაროდან სანამ ის მედიაში გავრცელდება და “ტელევიზორში გამოაცხადებენ” : ) ასე გაიგო ჩემმა მეგობარმა Sweety-მ ჯექსონის სიკვდილის შესახებ თავად Twitter-იდან…
მაინც ვერ გავიგე რა არის Twitter-ი..
არაუშავს, რადგან თავად ავტორებმაც ვერ გაიგეს მისი დანიშნულება ბოლომდე : ) მაგრამ ფაქტი ერთია, Twitter-ი არის უნივერსალური სერვისი რომელიც ნებისმიერ საქმიანობას შეიძლება მოარგო..
მე მაინც ვეცდები მაგალითებიდან მიგახვედროთ მისი დანიშნულებებიდან ერთერთი მაინც..
მაგ #1 – Yahoo Messenger
თუ თქვენ Yahoo Messenger-ის აქტიური მომხმარებელი ხართ ისიც გეცოდინებათ როგორ გაგზავნოთ Yahoo-ში All-ი (ვინც არ იცის, All-ის გაგზავნა გულისხმობს თქვენს კონტაქტების სიაში არსებული ყველა მომხმარებლისთვის ერთდროულად რაიმე შეტყობინების გაგზავნას)
Twitter-ში დატვიტვა იგივეა რაც Yahoo-ში All-ის გაგზავნა, რადგან თქვენი დატვიტული შეტყობინება მისდის ყველა თქვენს მომყოლს (Follower-ს) რომელიც თქვენი Twitter-ის კონტაქტების სიაშია შეყვანილი…
მაგ #2 – სამსახური
წარმოიდგინეთ რომ თქვენ ერთერთი კომპანიის რიგითი თანამშრომელი ხართ (შეიძლება ასეცაა). უეცრად თქვენმა უფროსმა თქვენს ზემდგომი თანამდებობის პირებს დაუნიშნა დახურული თათბირი. ამ დროს გაგიმართლათ და იქ შემსვლელთაგან ერთერთი თქვენი და თქვენი თანამშრომლების კარგი მეგობარია, მასაც თქვენსავით და თქვენი თანამშრომლებისავით აქვს Twitter-ი და პლიუს საკონფერენციო ოთახში ლეპტოპი უდგას ინტერნეტთან კავშირით..
თქვენ და თქვენს თანამშრომლებს ძალიან გაინტერესებთ რა ხდება შიგნით და რაზეა საუბარი… სწორედ ამ დროს რას შვრება თქვენი მეგობარი?!
დიახ დიახ.. შეხედეთ ეკრანს და დაინახავთ როგორ ტვიტავს თქვენი მეგობარი და გატყობინებთ თუ რაზეა საუბარი შიგნით..
@თქვენი_მეგობარი – “ხელფასების მომატებაზეა საუბარი… “
ეს ტვიტი ყველა იმ თანამშრომელმა წაიკითხა რომელიც თქვენი მეგობრის Twitter-ში კონტაქტების სიაში იყო შეყვანილი ან სულაც მის პროფილზე იყო შესული (გააჩნია როგორ კონფიგურაცია ექნება).
ყველას უხარია და ყველა მომღიმარი სახით ზის კომპიუტერთან, არავინ იმჩნევს თუმცა Twitter-ის საშუალებით უკვე გაიგეს რომ მალე უფრო დიდი ხელფასი ექნებათ : )
მაგ #3 – უნივერსიტეტი
დღეს თქვენმა ლექტორმა რაღაც რთული საკითხი ახსნა.. ფაქტობრივად ვერაფერი გაიგეთ მაგრამ ლექტორი დაგპირდათ მთელ აუდიტორიას რომ დამატებით მასალებს ერთ არქივად მოგაწვდით კომპიუტერის საშუალებით..
წარმოიდგინეთ მას მოუწევს ყველა თქვენგანისთვის ელექტრონული ფოსტის მისამართის გამორთმევა, შემდეგ მათი ჩამოწერა და ბოლოს ერთ სრულ დაგზავნაში არქივის გავრცელება…
არ ჯობს თქვენი ლექტორი დამატებული გყავდეთ Twitter-ში, რომელიც ატვირთავს ამ არქივს ინტერნეტში და დატვიტავს..
არქივის მისამართს ყველა თქვენი თანაკურსელი დაინახავს : )
Twitter-ის უცნაურობები..
კიდევ აურაცხელი მაგალითის მოყვანა შეიძლება Twitter-ის გამოყენებასთან დაკავშირებით.. შეიძლება ტვიტერი მიამაგროთ თქვენს სიგნალიზაციის სისტემას და ყოველი განგაშისას Twitter-ში დაიგზავნოს შეტყობინება რომ სიგნალიზაცია ჩაირთო “SOS”, შეიძლება კომპიუტერი კარებს მიაერთოთ და ყოველი გაღება – დაკეტვისას Twitter-ში გაგიგზავნოს შეტყობინება “სახლიდან გავედი.. “, “მოვედი.. “. როგორც ერთმა მეგობარმა მაგალითი მომიყვანა, შეიძლება ბებომ თავის კატას კისერზე მიაბას მოწყობილობა რომელიც ყოველ დაკნავლებაზე დატვიტავს და ა.შ. : )))
მაგ #1 – მცენარეების მორწყვა
თქვენ ხედავთ მოწყობილობას რომელიც მცენარის მორწყვისას Twitter-ზე ტვიტავს: “მადლობა მორწყვისთვის!” : ))
მაგ #2 – რა ცხვება ამ წუთას? : )
აი მოწყობილობა რომელიც ტვიტავს თუ რა ცხვება ამ წუთას ღუმელში : )
BakerTweet from POKE on Vimeo.
მაგ #3 – ტვიტერის ჩიტიანი (უფრო გუგულიანი) საათი 🙂
საათი უკაბელოდ უერთდება ინტერნეტს და ყოველ ახალ შემოსულ ტვიტს გუგული გამცნობთ..
ქვევით არის დამონტაჟებული თაჩ-სქრინი სადაც თავად შემოსული ტვიტის წაკითხვა შეგიძლიათ..
Twitwee Clock from Haroon Baig on Vimeo.
ყველა სხვა მაგალითი შეგიძლიათ ნახოთ აქ: http://tweethacking.com/category/twitter-hacks/
მომეწონა Twitter-ი, რითი დავიწყო?
რათქმაუნდა რეგისტრაციით
შეავსეთ ყველა შესაბამისი ველი და დააწექით ნაჩვენებ ღილაკს..
დარეგისტრირების შემდეგ შედით თქვენს განყოფილებაში
კონფიგურირება
პროფილის სურათის დასაყენებლად ზედა მენიუში მონახეთ Settings ხოლო გამოსულ გვერდზე Profile. შემდეგ დააწექით Change Picture-ს და აირჩიეთ ახალი სურათი.
თქვენი Twitter-ის გვერდის დიზაინის შესაცვლელად შედით Design განყოფილებაში..
აქ შეგიძლიათ აირჩიოთ მზა დიზაინი, ატვირთოთ სურათი ფონად ან უბრალოდ ერთი ფერი გამოიყენოთ ფონად..
მეგობრების დამატება
ისევ ზედა მენიუში მონახეთ ღილაკი Find People და გამოსულ გვერდზე ნახეთ Find Friends..
აქ თქვენ შეგიძლიათ თქვენი Gmail, Yahoo ან AOL ექაუნთის კონტაქტების სიაში მყოფი ადამიანები ტვიტერზეც დაიმატოთ..
თუკი მეგობრების სახელით და გვარით მოძებნა გსურთ, გადადით გვერდზე [Find On Twitter]
მას შემდეგ რაც ყველა მეგობარს დაიმატებთ გადადით Home გვერდზე და მიესალმეთ თქვენს მეგობრებს თქვენი პირველი ტვიტით!
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გადაათვალიეროთ Twitter-ის დახმარების გვერდი
როგორ დავტვიტო როცა ინტერნეტი არ მაქვს?
მომავალში ძალიან ხშირად გექნებათ შემთხვევა როდესაც რაიმე საინტერესოს წააწყდებით სადმე, თუნდაც ქუჩაში და ძალიან მოგინდებათ რომ იმ წუთასვე ტვიტერზე დატვიტოთ ამის შესახებ..
გახსოვთ თქვენს თანამშრომელზე რომ გელაპარაკებოდით? წარმოიდგინეთ მას რომ ლეპტოპი და ინტერნეტი არ ჰქონოდა თათბირის დროს, როგორ შეგატყობინებდათ რომ იქ ხელფასების მომატებაზე იყო საუბარი? 😀
ალბათ იფიქრეთ რომ SMS-ს გამომიგზავნიდათ ყველას.. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მართალი ბრძანდებით.. ოღონდ თითქმის მართალი! 😉
მოკლედ სანამ მე და თქვენ ამ პრობლემის გადაწყვეტაზე ვფიქრობდით ქართულმა IT კომპანიამ Singular-მა შექმნა სპეციალური სერვისი რომელსაც Tweet.ge დაარქვა.
Tweet.ge –ზე თქვენი მობილური ტელეფონის რეგისტრირების შემდეგ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააგზავნოთ SMS-ი ნომერზე 897 89 89 89 და თქვენი შეტყობინება უმალვე გამოჩნდება თქვენს ტვიტერის ექაუნთზე : )
ხომ მმაგარია? მიხვდით ხო თქვენი თანამშრომელი რას იზამდა?..
დიახ, დიახ.. Tweet.ge-ზე გაგზავნიდა SMS-სს რის შემდეგაც თვქენს ტვიტერებში ამოხტებოდა ახალი შეტყობინება..
როგორ დავრეგისტრირდე Tweet.ge-ზე?
შედით Tweet.ge-ზე და მარჯვენა კუთხეში მოცემულ ველში შეიყვანეთ თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი..
მონიშნეთ აღნიშვნა “ვეთანხმები წესებს და პირობებს” და ამის შემდეგ დააწექით ღილაკს… თქვენთვითონაც მიხვდებოდით უკვე..
გადამისამართდებით ტვიტერის გვერდზე და თუკი უკვე შესული ხართ მიიღებთ ესეთ სურათს:
აქ უნდა დააწვეთ ღილაკს [Allow] , ამით თქვენ მისცემთ სისტემას უფლებას რომ თქვენი მობილური ტელეფონიდან გაგზავნილი SMS-ი ნომერზე 897 89 89 89 გამოჩდეს თქვენი ტვიტერის ექაუნთზე…
დამატებითი ინფორმაცია და ფუნქციები იხილეთ თავად საიტზე Tweet.ge (Twitter-ის გვერდი: Twitter.com/theTWEETge , Facebook-ის გვერდი Facebook.com/tweet.ge )
რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ გაუგზავნოთ ამ სტატიის ბმული ( http://bit.ly/8YAp6V ) თქვენს მეგობრებსაც და ურჩიოთ Twitter-ის გამოყენება.. ეს იმიტომ რომ თქვენი ჭიკჭიკი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგონოს!
P.S. ამით არ ამოწურულა Twitter-ის შესაძლებლობები.
დროთა განმავლობაში თავად უპოვით მას დანიშნულებას..
ვისაც უკვე ახალი ტვიტერი გაქვთ შეგიძლიათ დამამატოთ:
@DeviPirts