ალბათ ყველა თქვენთაგანს გიფიქრიათ მომავალზე, მომავლის ტექნოლოგიებზე. გაგჩენიათ კითხვა “ნეტა როგორი ტექნიკა იქნება მომავალში?” და დაგიწყიათ საკუთარი ფანტაზიით მომავლის ტექნოლოგიების განჭვრეტა… დაწყებული მფრინავი მანქანებიდან დამთავრებული ყველა ფუნქციის მქონე ტელეფონებით.

უპს! ყველა ფუნქციის მქონე ტელეფონებით? რა სისულელეა, ეს ხომ უკვე არსებობს? როგორ არა ამაზე ხომ მთელი ინტერნეტ სამყარო ლაპარაკობს! თქვენ რა არ გაგიგიათ ახალი “ბროწეულის” ტელეფონის შესახებ?

მოკლედ წარმოიდგინეთ, დილას თქვენს ტელეფონზე დაყენებული მაღვიძარა გაღვიძებთ, იღებთ ტელეფონს და თიშავთ მაღვიძარას… დგებით, ცოტახანში მიდიხართ პირსაბანთან და უცებ სარკეში ხედავთ რომ წვერი გაქვთ გასაპარსი (ეს მამაკაცებმა უნდა წარმოიდგინოთ). იღებთ საპარს.. ოღონდ არა ჩვეულებრივ საპარს არამედ ისევ თქვენს ტელეფონს, მენიუში ირჩევთ საპარსის ფუნქციას და იწყებთ..

ყველაფერი მორჩით, ჩაცმა მოასწარით და შემდეგი კადრი როდესაც უკვე სამზარეულოში შედიხართ. სამწუხაროდ ჭამის დრო აღარ გრჩებათ, მხოლოდ ყავის დალევას თუ მოასწრებთ. ამიტომ იღებთ ყავის სადუღარს, ოღონდ არა ჩვეულებრი ყავის სადუღარს არამედ თქვენს ტელეფონს.. დიახ დიახ თქვენს ტელეფონს რომელსაც შემდეგ წყლით სავსე ჭიქის თავზე ანთავსებთ და ელოდებით, მოკლე დროში თქვენი ჭიქაში არსებული წყალი ამოიტუმბება და ჩამოისხმება ცხელი არომატული ყავა.

მორჩით ყავის დალევას და უკვე სახლიდან გადიხართ, მალე თქვენი კომპანიის თათბირი იწყება სადაც თქვენ საპრეზენტაციო მოხსენებით გამოდიხართ.. ჯდებით მანქანაში და დაადგებით ქუჩას მაგრამ ცოტახანში საცობში იჭედებით (თბილისში ხომ განსაკუთრებით). იღებთ ისევ თქვენს ტელეფონს  და რეკავთ ოფისში, ატყობინებთ რომ შეიძლება დაგაგვიანდეთ და თათბირი ჯერ არ დაიწყოს. ამის შემდეგ ისევ თქვენს ტელეფონში რთავთ GPS-ს  და მისი საშუალებით  უახლოეს ალტერნატიულ გზას პოულობთ ოფისამდე… ცოტახანში აჩქარებული ნაბიჯით შედიხართ ოფისში და კაბინეტის კარს აღებთ, თათბირისთვის ყველა მზად არის. მხოლოდ ერთი პროექტორი და თქვენი პრეზენტაციაა საჭირო. არაა პრობლემა, იღებთ ისევ თქვენს ტელეფონს რთავთ პროექტორის ფუნქციას და უბრალოდ დებთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მაგიდაზე.. კედელზე თქვენი პრეზენტაცია ჩნდება.

ცოტახანში პრეზენტაციას ამთავრებთ და აღმოჩნდა რომ თქვენს კოლეგებს საუდის არაბეთიდან (ისე, მაგალითად) რაღაც შეკითხვა აქვთ. ენის პრობლემაა? საქმე იმაშია რომ აქ მხოლოდ ენის პრობლემაა და არა თარჯიმანის. რათქმაუნდა ისევ თქვენ ტელეფონს 50 ენაზე შეუძლია თარგმნოს საუბარი. მიიღეთ კითხვა მათ ენაზე და უპასუხეთ ისევ მათსავე ენაზე, ამაში თქვენი ტელეფონი დაგეხმარებათ. თათბირის დასრულების შემდეგ თუ რომელიმე თქვენთაგანი განტვირთვის მიზნით ტუჩის გარმონის გამოყენებას აპირებს, უბრალოდ შედის მენიუში, აჭერს ტუჩის გარმონის ღილაკს და დანარჩენი ალბათ თქვნთვითონაც მიაგნებთ..

მოკლედ ამ პატარა სკეჩში მაქსიმალურად შევეცადე ამეხსნა  “ბროწეულ-ფონის” იგივე “Pomegranate NS08”-ს მულტიფუნქციონალურობა. და თუ კი ამ ყველაფრის წარმოდგენა მაინც გიჭირთ ეწვიეთ მის ოფიციალურ ვებგვერდს ან უყურეთ სადემონსტრაციო ვიდეოს.

და ბოლოს, ალბათ გაინტერესებთ ამ სიამოვნების ფასი.

საქმე იმაშია რომ უმეტეს შემთხვევაში ფასი არ გააჩნია იმას რაც არარსებობს. დიახ… ეს ტელეფონი არარსებობს და არც იარსებებს უახლოესი დროში მაინც. ეს ყველაფერი დაწყებული ტელეფონიდან დამთავრებული მისი სატესტო ვერსიის არსებობით ერთი ძალიან ჭკვიანურად გათვლილი მარკეტინგული ხერხია (ფაქტიურად ერთი დიდი ტყუილი)  რომელიც “Nova Scotia | Canada” იგივე “ახალი შოტლანდიის” ტურისტულ სარეკლამო კამპანიას ემსახურება. აბა სცადეთ და ტელეფონის ოფიციალურ ვებგვერდზე გაგიეთ მისი საფასური, პასუხად მიიღებთ ლამაზი ეფექტებით წარწერას:

“ოდესმე მართლაც გექნებათ მოწყობილობა რომელშიც ეს ყველა ფუნქცია იქნება თავმოყრილი. მაგრამ თქვენ უკვე გაქვთ ადგილი სადაც ეს ყველაფერი არის”

საუბარია ახალი შოტლანდიაზე (Nova Scotia) რომელიც აღმოსავლეთ კანადაში მდებარეობს.

მთავრობის დაკვეთით კომპანია Bristol Group-ს უნდა შეემუშავებინა სარეკლამო კამპანია რომლის მიზანიც ტურისტების მოზიდვა იქნებოდა. ჩვენი საოცარი ტელეფონი კი სწორედ ამ სარეკლამო კამპანიის ნაწილია რომელმაც თითქმის 1 წელია უკვე არაერთი უცხოელი ტურისტი მიიზიდა ახალ შოტლანდიაში.

ამის მერე ისღა დაგვრჩენია ისევ დავჯდეთ და ვიფიქროთ მომავალზე, ჩვენი ფანტაზიით გამოვიგონოთ მომავლის ტექნოლოგიები რომელთაგანც ერთერთი  ყველა ფუნქციის მქონე ტელეფონი იქნება.. ამასობაში კი არც თუ ისე შორ მაგრამ ალბათ არც ისე ახლო დროში იმედია სამყაროს Nokia Morph-ი მოევლინება.

11 კომენტარი
  1. ეეეე, ეს რამდენი ხანია რაც გვაბოლებენ…
    სისულელეა, რომ ამ პატარა აპარატს შეუძლია გაიგოს აზრი ერთ ენაზე და გარდაქმნას და გადმოსცეს სიტყვიერად მეორე ენაზე. ეს წერითაც რომ ხორციელდება, უამრავი შეხდომებია ხოლმე და ლაპარაკით?..
    ეეეფ, ან ყავა როგორღა? რამდენი კოვზი უნდა ჩაეტიოს, თუ უნდა ჩაყარო? ან მადუღარა სადღა ეტევა? და რომც ეტეოდეს, 2 წუთში დასვამდა აკუმულატორს. 😛
    პროექტორი?: ობიექტივი სადღა აქვს? დამიჯერეთ ეს ყოველივე ფიზიკის კანონებს სასტიკად ეწინააღმდეგება.
    კიდევ რაო? წვერის საპარსიო არა? შემთხვევით თმის საშრობიც ჰო არა? 😀
    კარგი რა… ასეთი რამე (ამასთან მიმსგავსებული მაინც) 2100 წლამდე მაინც არ გვეღირსება და არც თავს მოვიკლავ იმაზე ფიქრით, თუ როგორი იქნება იგი.

  2. რა სისულელეა შედით ოფიციალურ საიტზე და შემდეგ დააჭირეთ ბმულს სადაც დიზაინის საიტზე შეხვალთ და ეს ლამაზი რეკლამა მათთვისაა ხოლო მობილურზე გეუბნებიან ოდესმე მართლაც შეიძლება გამოვიდესო 😀

  3. devi, videokarta xurdeba da keiss gverdze ro quleri davuyeno ushvelis tu videokartis qvemot jobia ro davayeno pirdapir ro sheuberos da xo ar ici sad eqnebat qeisis 120mm-iani cooleri, versad ver vishove

    • ქეისის გვერძე ქულერი საერთო გაგრილებას უზრუნველყოფს და რათქმაუნდა რაც უფრო ახლოს იქნება ქულერი ვიდეოკარტასთან მით უფრო კარგად გაგიგრილებს.. ქულერები როგორც მახსოვს ვაჟაზეა “კომპიუტერულ სამყაროში”, სხვა მაღაზიებშიც უნდა იყოს უბრალოდ 120მმ ზუსტად არ ვიცი სად ედებათ 😉

კომენტარები დახურულია