რა არის MyPhoneExplorer?

MyPhoneExplorer – ეს არის პროგრამა, რომლის საშუალებითაც ადვილად ხდება კომპიუტერიდან თქვენი მობილურის მართვა.

მას შეუძლია:

  • მესიჯების გაგზავნა
  • კონტაქტების დამატება/რედაქტირება/წაშლა
  • ფაილების იმპორტი/ექსპორტი
  • კალენდრის და სხვადასხვა ტაკსების შევსება
  • და სხვადასხვა საჭირო პარამეტრების შეცვლა

პროგრამა ყენდება Windows-ის ოპერაციულ სისტემაზე და მისი გამოყენება სრულიად უფასოა. რაც მთავარია იგი მუშაობს ყველა ცნობილი ბრენდის მობილურ ტელეფონებთან. პროგრამას ასევე გააჩნია რამდენიმე ენოვანი ინტერფეისი.

რატომ უნდა გამოვიყენოთ ეს პროგრამა?

პროგრამის გამოყენება-არ გამოყენების საკითხს თავიდან ბოლომდე თქვენ გაბარებთ. უბრალოდ ზემოხსენებული მაგალითის გამო შესაძლოა თქვენც მოგინდეთ მისი გამოყენება, რადგან მსგავს სიტუაციაში ალბათ თქვენც ყოფილხართ. ხოლო ის თუ როგორ გამოვიყენოთ, ამას ქვემოთ დავწერ.

როგორ გამოვიყენოთ MyPhoneExplorer?

პროგრამის გამოყენება მისი ინტერფეისი გამო ძალიან მარტივია. იმისთვის რომ თქვენ შეძლოთ ამ პროგრამის ფუნქციონალურად ამუშავება დაგჭირდებათ შემდეგი:

  • პერსონალური კომპიუტერი, ან ლეპტოპი
  • მობილური, როგორც მინიმუმ მეორე თაობა (2G)
  • თვით ეს პროგრამა – გადმოწერეთ
  • USB კაბელი
  • და თქვენი ტელეფონის დრაივერი

თუ თქვენ კომპიუტერში არ გაქვთ დაყენებული დრაივერი, იგი შესაძლოა მობილურის ყუთში იდოს, ან თუ ყუთი არ გაქვთ, მაშინ მისი დრაივერის გადმოწერა შეგიძლიათ ამ საიტიდან – http://nodevice.com/

მას შემდეგ რაც ყველა ზემოხსენებული ხელსაწყო ხელთ გექნებათ, მიჰყევით ამ ინსტრუქციებს.

  • დააყენეთ ტელეფონის დრაივერი
  • დააყენეთ გადმოწერილი პროგრამა MyPhoneExplorer
  • შეუერთეთ USB კაბელით თქვენი მობილური კომპიუტერს
  • დატკბით არსებული პროგრამით და გაიადვილეთ ცხოვრება

პირველი ჩართვისას პროგრამა მოგთხოვთ პროფილის შექმნას, რაც ძალიან მარტივია, თქვენ უბრალოდ წერთ სასურველ სახელს და მიუთითებთ მას შეერთების დროს (File > Connect.)

პროგრამა ასევე საშუალებას გვაძლევს თვალი ვადევნოთ ისეთ მონაცემებს, როგორიცაა, SIM ბარათზე არსებული კონტაქტებისა და ცარიელი ადგილის რაოდენობა, ტელეფონის ტემპერატურა, მისი განახლების ვერსია (“პრაშივკა”) და სხვა.

პირველ-წყარო: http://landish.ge