ორგანიზაციებში ძირითადად ელექტრონული ფოსტის გამოყენება ხდება ე.წ. საფოსტო კლიენტების გამოყენებით, ესენი შეიძლება იყოს Microsoft Outlook, Outlook Express, Mozzila Thunderbird და ა.შ.
ხშირად მენეჯერებს, აღმასრულებელ დირექტორებს თუ სხვა თანამდებობის პირებს, ვისაც ბევრ ხალხთან აქვს ურთიერთობა, უწევს დიდი რაოდენობით წერილების გაგზავნა სხვადასხვა მისამართებზე. შესაძლებელია იყოს ასობით მეილზე დასაგზავნი მოსაწვევი ან სხვ. ყველა ამ შემთხვევაში თქვენი საფოსტო კლიენტი უკავშირდება სერვერს და აწვდის ამ წერილების დასტას რომელიც შემდეგ სერვერმა უნდა დაგზავნოს მითითებულ მისამართებზე. სწორედ მაშინ როდესაც თქვენ ამდენ წერილს გადასცემთ ერთდროულად, სრულიად შესაძლებელია რომ სერვერმა ეს ყველაფერი აღიქვას სპამერობად და თქვენი საფოსტო მისამართი (რითაც აგზავნით წერილს) შეიტანოს შავ სიაში..
ამის შემდეგ თქვენი საფოსტო კლიენტი იწყებს შეცდომის ამოგდებას და გიწერთ რომ თქვენ სპამერთა სიაში ხართ შეყვანილი.
შეცდომის ნომერია 550 და არის დაახლოებით შემდეგი შინაარსის:
The message could not be sent because one of the recipients was rejected by the server. The rejected e-mail address was ‘test@test.com. Subject “TEST”, Account: ‘mai.test.ge’, Server: ‘mail.pcmania.ge”, Protocol: SMTP, Server Response: ‘550 5.7.1 : Sender address rejected: Your address is blocked because of spammer activity at 2010/10/26′, Port: 25, Secure(SSL): No, Server Error: 550, Error Number: 0x800CCC79
ასეთ შემთხვევაში უბრალოდ რეკავთ (ან სწერთ) იმ პროვაიდერთან რომელიც მართავს თქვენს სერვერს. კავკასუს ონლაინის შემთხვევაში უკავშირდებით ოპერატორს და სთხოვთ რომ გადაგრთოთ მეილების განყოფილებაში.. აქ კი ვინც გიპასუხებთ სთხოვთ რომ თქვენი საფოსტო მისამართი ამოიღოს სპამერთა სიიდან. უკარნახებთ საჭირო მისამართს და მორჩა. : ) წერილები ისევ თავისუფლად გაიგზავნება..