სულ რამდენიმე საათია რაც ჩამოვფრინდი ბუქარესტიდან თბილისში და ჩამოგიტანეთ საამაყო ვერცხლის მედალი INFOMATRIX 2010-დან!

INFOMATRIX 2010 – ეს არის ინფორმატიკის პროექტების საერთაშორისო კონკურსი IT სფეროთი დაინტერესებული მოსწავლეებისთვის, რომელსაც ატარებს ” Lumina Educational Institutions”, ნაციონალური (მგონი თვითონრუმინეთის) განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ISMB-მი (International School of Bucharest, http://www.isb.ro/ ). და სხვათაშორის Microsoft-ის რუმინეთის წარმომადგენლობაც იღებს წვლილს ამ ოლიმპიადის ჩატარებაში.

INFOMATRIX 2010 -ის ოფიციალური ენაა ინგლისური, პროექტებიც ინგლისურად იგზავნება.

პროექტებისთვის რეგისტრაცია დაიწყო 2009 წლის 15 სექტემბერს და დასრულდა 2010 წლის 21 იანვარს.

ყველა რეგისტრირებულმა პროექტმა გაიარა წინასწარი შერჩევა და გამოცხადნენ კონკურსის ფინალისტები. საქართველოდან გაიგზავნა ორი პროექტი, ერთი დემირელის სკოლიდან ხოლო მეორე კომაროვის სკოლიდან. მე გავიტანე პროექტად ჩემი ვებ-საიტი PCMania.ge

ფინალისტების შერჩევის შედეგეად საქართველოდან მონაწილე გახდა მხოლოდ PCMania.ge.

მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო.. საჭირო იყო დაფინანსება გზისთვის და იქ ცხოვრებისთვის რომელიც დაახლოებით შეადგენდა 2 000 ევროს.

რომ არა კომპანია Caucasus Online და თბილისის მერიის საქალაქო სამსახური (კერძოდ, ბ-ნი მამუკა ქაცარავას ოფისი) მე ნამდვილავ ვერ შევძლებდი ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღებას. მათ მე დამიფინანსეს სრულად ფრენის და სასტუმროში ცხოვრების ხარჯები, რისთვისაც ჩემი და საერთოდ პროექტ PCMania.ge-ს სახელით მადლობას ვუხდი მათ.

22-ში დილით უკვე ქალაქ ბუქარესტში ვიყავით. პირველი დღე დაეთმო სტენდების მომზადებას, ტექნიკურ გამართვას და ა.შ. მეორე დღიდან დაიწყო შეჯიბრი.

იყო ორი რეჟიმი:
1. როდესაც ჟიური მოდიოდა თავად სტენდთან და იქვე აფასებდა ყველაფერს
2. ამის შემდეგ პროექტს იძახებდნენ საპრეზენტაციო ოთახში სადაც ჟიურის პირისპირ უნდა ჩაგეტარებინა პრეზენტაცია და მოგეყვანა არგუმენტები რითია შენი პროექტი განსაკუთრებული და გამაჯრვების ღირსი.

შეფასება მიდიოდა შემდეგი კრიტერიუმებით:

პროექტის ორიგინალობა
გამოყენებადობა
სიტყვიერი პრეზენტაცია
გრაფიკული გაფორმება
იდეა და მესიჯი
დაძლეული სირთულეები

როგორც ყველამ ჩვენც გავიარეთ ორივე ეტაპი და დაჯილდოვების დღემდე კბილების კაწკაწით ველოდებოდით შედეგებს : )
და შედეგმაც არ დააყოვნა.. 26 აპრილს 12 საათზე ჩატარდა დაჯილდოვების ცერემონიალი სადაც საქართველოს ვერცხლის მედალი გადაეცა საუკეთესო ელექტრონული ჟურნალის PCMania.ge-ს პროექტისთვის.

ეს ყველაფერი მოკლედ : )

ვრცლად ოლიმპიადის შესახებ: http://infomatrix.ro

ძალიან დიდ მადლობას გიხდით თქვენ თანადგომისთვის და ჩვენთან ურთიერთობისთვის. ასევე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს სპონსორებს Caucasus Online-ს და თბილისის მერიას.

Comments

comments

3 კომენტარი

კომენტარები დახურულია