სამომხმარებლო შეთანხმება

 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება PCMania.ge-ზე.

თუ თქვენ განაგრძობთ ვებ-საიტით სარგებლობას, ამით თქვენ აცხადებთ თანხმობას ამ შეთანხმებაზე და თქვენზე ვრცელდება ქვემოთ ჩამოთვლილი პირობები.

ტერმინი ‘საიტი’ / ‘ვებ-საიტი’ გულისხმობს ვებ-საიტ http://pcmania.ge-ს, მისი ქვე-დომენების, ფორუმის და სხვა შემადგენელი ელემენტების ერთობლიობას. ტერმნინი ‘თქვენ’ გულისხმობს საიტის ვიზიტორს ან მომხმარებელს. ტერმინი ‘ჩვენ’ გულისხმობს ვებ-საიტის მფლობელს, სტატიის/პოსტის ავტორს, ავტორთა ჯგუფს ან საიტის ადმინისტრაციას.

ვებ-საიტზე განთავსებული კონტენტი არის მხოლოდ თქვენი ზოგადი ინფორმირებისთვის განკუთვნილი და შეიძლება შეიცვალოს თქვენი გაფრთხილების გარეშე. ვებ-საიტის ადმინისტრაციამ შეიძლება თქვენთან შეუთანხმებლად წაშალოს ვებ-საიტზე არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის თავად თქვენი კომენტარი ან პოსტი. გაითვალისწინეთ რომ დახმარების თხოვნა შეგიძლიათ მხოლოდ ჩვენს ფორუმზე, სტატიის კომენტარებში დახმარებას ვერ მიიღებთ და შეიძლება ასეთი შინაარსის კომენტარის წაშლაც მოხდეს.

ჩვენ ან მესამე პირები არ ვიძლევით არანაირ გარანტიებს, მათ შორის: საიტზე მოცემული ინფორმაციის და მასალების სიზუსტეზე, დროსთან შესაბამისობაზე და სისრულეზე. თქვენ აცნობიერებთ რომ საიტზე განთავსებული ინფორმაცია და მასალები შეიძლება შეიცავდეს უზუსტობებს და შეცდომებს რაზეც ჩვენ სრულად ვიხსნით პასუხისმგებლობას.

თქვენს მიერ ვებ-საიტზე ნებისმიერი ინფორმაციით და მასალით სარგებლობა წარმოადგენს თქვენს პირად რისკს და ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვართ პასუხისმგებლები ყველა შესაძლო პრობლემატურ სიტუაციაზე, დაზიანებულ ნივთზე/მოწყობილობაზე, კომერციულ ზარალზე ან სხვა არასასურველ შედეგზე რაც ვებ-საიტით სარგებლობის შედეგად გამომდინარეობს.

ვებ-საიტი შეიცავს მასალებს რაც არის ჩვენს ფლობაში ან ლიცენზირებულია ჩვენზე. მასალები მოიცავს (მაგრამ ამით არ შემოიფარგლება) პოსტებს, სტატიებს, გრაფიკული მასალას, პროგრამულ კოდს, დიზაინს, ფორმას, სტრუქტურას და შესახედაობას. მათი კოპირება და რეპროდუქცია სხვაგან გამოქვეყნების ან კომერციული მიზნით იკრძალება (გარდა პირადი მოხმარებისთვის შენახვისა) ვებსაიტის მფლობელთან შეთანხმების გარეშე. ასეთი უფლების მიღების შემთხვევაში სავალდებულოა ვებ-საიტის მისამართის როგორც წყაროს მითითება, გარკვევით და ადვილად დასანახი ფორმით.

ვებ-საიტი შეიძლება შეიცავდეს სხვა ვებ-საიტის ბმულებს. ბმულები მოცემულია მხოლოდ დამატებითი ინფორმაციისთვის და არ ადასტურებს მათ სიზუსტეს ან გადამოწმებულობას. ბმული არ მიუთითებს იმას რომ ჩვენ მასზე არსებულ ინფორმაციას ვეთანხმებით და ვიზიარებთ. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ სხვა ვებ-საიტებს და ვიხსნით პასუხისმგებლობას ბმულზე არსებულ კონტენტზე, მის ტიპზე და ხელმისაწვდომობაზე.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ვებ-საიტის გამართულად ფუნქციონირებას. მიუხედავად ამისა ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მის ხელმისაწვდომობაზე ჩვენს კონტროლს გარეთ არსებული ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში.

 

ეს გვერდი შეიძლება განახლდეს მომხმარებელის გაფრთხილების გარეშე.