როგორც ძალიან დაკავებულმა ბიზნესის მფლობელმა შეიძლება ვერ გაუძლო რუტინულ და თავზე საყრელი რაოდენობის საქმეს და თავდავიწყებით გადაეშვა Halo-ში ან Guitar Hero-ში. მაგრამ მათგან განსხვავებით დღესდღეობით თამაშების აურაცხელ რაოდენობაში მოიძებნება ისეთი ვიდეო თამაშებიც რომლებსაც შეუძლიათ სასარგებლო ცოდნაც კი შეგძინონ ბიზნესში.

მართალია ეს ცოდნა არ იქნება რეალურ სამყაროში გამოცდილების ტოლფასი, თუმცა ვირტუალურად შესაძლებელია ისეთ სიტუაციებშიც ჩავარდეთ სადაც მიღებული გადაწყვეტილებები და გამოსავლის პოვნის პროცესი ერთგვარი მზადებაც კი იყოს თქვენი მომავალი ბიზნეს თავგადასავლებისათვის. მოკლედ გთავაზობთ თამაშების ექსპერტის და IGN.com-ის აღმასრულებელი რედაქტორის, გრეგ მილერის შერჩეულ 5 საუკეთესო ბიზნეს ვიდეო თამაშის მიმოხილვას.

 

1. SimCity

თამაშის შესახებ: ვიდეო თამაშების კლასიკა, SimCity არის თამაში რომელიც მოთამაშეს აძლევს საშუალებას ააშენოს მისი ოცნების ქალაქი. პარკები, სკვერები, საცხოვრებელი შენობების განლაგება – თქვენს კონტროლშია მთელი ქალაქის ინფრასტრუქტურა და შესაბამისად ხშირად გიწევთ დიდი გადაწყვეტილებების მიღება, საგზაო საცობების მოწესრიგება, ხანძრებზე რეაგირება, ბიუჯეტის კონტროლი და სხვ.

რას გაძლევთ თამაში: “თამაშში შეიძლება მიაღწიოთ უტოპიურ ხედვას  თუმცა მალე აღმოაჩენთ თქვენს თავს თავგანწირულს იმისათვის რომ ქალაქმა იმუშაოს” – განივითარებთ მენეჯმენტის უნარ-ჩვევებს და შეიძლება მერობასაც კი გამოკრათ ხელი მომავალში:)

2. Game Dev Story

თამაშის შესახებ:  ეს სმარტფონებისთვის განკუთვნილი თამაში როგორც ჩანს გრაფიკით არ გამოირჩევა, თუმცა მასში შინაარს უნდა მიექცეს ყურადღება. თქვენს მმართველობაში ექცევა ახალ შექმნილი ვიდეო თამაშების კომპანია. პირველი წლები გიჭირს, თუმცა მალევე აღწევ ბიზნესის ზრდის შესაძლებლობებს. არის ამ თამაშში რაღაცის მიღწევის და შექმნის გრძნობა.

რას გაძლევთ თამაში: ვინაიდან გიწევთ პერსონალის დაქირავება და მათი მართვა მარკეტინგული სტრატეგიების შესამუშავებლად ყველა აქ ზემოთხსენებულით თავად მიხვდებით თუ რაში შეიძლება განივითაროთ თქვენი უნარჩვევები.

3. Mass Effect

თამაშის შესახებ: ეს ზე-კოსმიური თამაში უცხოპლანეტელების შესახებაა რაც შეიძლება კარგად არც ჟღერდეს ბიზნეს პერსონებთან მიმართებაში, მაგრამ ამ თამაშშიც არის ღირებული გაკვეთილები. თქვენ გიწევთ ჯგუფის ორგანიზება, მათი მენეჯმენტი და ლოიალურობის მოპოვება იმისთვის რომ დედამიწა უკან დაიბრუნოთ, რაც დამერწმუნებით არც ისეთი პატარა მისიაა 🙂

რას გაძლევთ თამაში: სტრესულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღება, გუნდის შეკვრა, კომუნიკაცია შენს ქვეშემრდომებთან და დიდ ლიდერად ყოფნა – ბევრი საინტერესო რამ ხდება უცხოპლანეტელებთან ურთიერთობაში 🙂

4. Capitalism II

თამაშის შესახებ: შეიძლება ითქვას ეს თამაში საუკეთესოა ნამდვილი მსოფლიო ეკონომიკის შესახებ თამაშებს შორის. ფაქტიურად ისეთი კარგი რომ ზოგიერთი ბიზნეს-პროფესორი სასწავლადაც კი იყენებს მას. თამაში შეიცავს მთელი ბაზრის ციკლს, რესურსების გამოთავისუფლებიდან, მანუფაქტურირებამდე და მარკეტინგამდე.

რას გაძლევთ თამაში: არა აქვს მნიშვნელობა უმიზნებთ თუ არა მთელი ინდუსტრიის დაპყრობას ან მხოლოდ პატარა ბიზნესის მართვას, კაპიტალიზმი 2 არის ყველაზე ახლო რამდენადაც თქვენ შეგიძლიათ მიუახლოვდეთ მრეწველობის მაგნატის სტატუსს რეალური აქტივების დაკარგვის გარეშე.

5. GRAND THEFT AUTO: CHINATOWN WARS

 თამაშის შესახებ: როგორც GTA-ს ფრანჩაიზის ნაწილმა, ამ თამაშმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა ბაზარზე, თუმცა მისი საგანმანათლებლო ღირებულება სწორედ მასში არსებულ ყალბ ფულში და არალეგალურ იარაღშია დამარხული. Chinatown Wars-ი არის თამაში რომელიც გასწავლის “იყიდე იაფად, მიჰყიდე ძვირად” ფილოსოფიას.

რას გაძლევთ თამაში: ნახატებიან მაიკებს ყიდი თუ კოკაინს, ერთი და იგივე ბიზნეს პრინციპები მუშაობს: ჭკვიანი ინვესტიციების გაკეთება, მარაგების და მოთხოვნის ბალანსი და წვდომა სამიზნე კლიენტების ჯგუფზე 😉

Comments

comments