წარმოგიდგენთ საქართველოში ლიდერი ჰოსტინგ პროვაიდერ Serv.Ge-ს ახალ პროექტს, სურათების უფასო ჰოსტინგს pix.ge (aka pics.ge; photos.ge).
საქართველოში მსგავსი სერვისი, ანალოგიური მასშტაბებით, ჯერ არ განხორციელებულა. მიმდინარე მომენტისათვის სერვისის საიმედოობას უზრუნველყოფს 7 ცალი HP Proliant DL380 G5 სერვერი, თითოეული მათგანი 16 GB მეხსიერებით და 2 quad core x 2.5 GHz პროცესორებით, ხოლო საერთო დისკური სივრცე შეადგენს 28 TB, რაც საჭიროების შემთხვევაში, კიდევ გაიზრდება. pix.ge-ს ინფრასტრუქტურას აქვს 2 შეერთება ქართულ რესურსებამდე 1 გბ/წმ და 10გბ/წმ გამტარუნარიანობით და 75 მბ/წმ შეერთება გლობალურ რესურსებამდე.

სერვისის დეტალების შესახებ:

  1. არ საჭიროებს რეგისტრაციას (თუმცა, რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის, არის დამატებითი სერვისები);
  2. ფაილები ინახება განუსაზღვრელი ვადით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს ფაილზე მიმართვა არასდროს განხორციელდა, ფაილი არ წაიშლება (დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, წაშალონ თავიანთ მიერ ატვირთული ფაილები);
  3. შესაძლებელია JPG, PNG, GIF ან BMP ფაილების ატვირთვა. ანიმირებული GIF ფაილის ატვირთვის შემთხვევაში, ზომის ცვლილების დროს, ანიმაცია შენარჩუნებული იქნება;
  4. ერთდროულად 5 ფაილის ატვირთვა, თითოეული ზომით მაქსიმუმ 5 მბ (დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ ერთდროულად 10 ფაილის ატვირთვა);
  5. სხვადასხვა ეფექტები ატვირთულ სურათებზე (დეტალურად იხილეთ საიტზე) და უდიდეს სოციალურ საიტზე — ფეისბუქზე პირდაპირ გამოქვეყნების საშუალება;
  6. სურვილის შემთხვევაში, წარწერის გაკეთება ატვირთულ სურათებზე, ხოლო დარეგისტრირებული მომხარებლებისათვის — თქვენთვის სასურველი ტექსტის მითითება, რაც ავტომატურად გაუკეთდება თქვენს მიერ ატვირთულ ყველა სურათს;
  7. განუსაზღვრელი რაოდენობით ალბომების შექმნა და პირდაპირი ბმული თითოეულ ალბომებზე;
  8. თქვენს მიერ ატვირთული სურათები არ გამოჩნდება შემთხვევითი სურათების გვერდზე, თუ თქვენ სპეციალურად არ ჩაურთავთ ამ ფუნქციას.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი და უკვე მოქმედი ფუნქციებისა, უახლოეს მომავალში სერვისს კიდევ რამდენიმე ფუნქცია დაემატება, რაც ისევ და ისევ მომხმარებლების კომფორტზე არის გათვლილი.

ვიმედოვნებთ, სერვისით სარგებლობა თქვენთვის მოხერხებული იქნება.

გადახედეთ ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხს:

რას წარმოადგენს Pix.Ge?
Pix.Ge არის სურათების უფასო ჰოსტინგის სერვისი და გამოიყენება თქვენი სურათების ინტერნეტში მაქსიმალურად სწრაფად და კომფორტულად განთავსებისთვის.
ფასიანია თუ არა Pix.Ge-ს ჰოსტინგის სერვისით სარგებლობა?
Pix.Ge-ს სურათების ჰოსტინგის სერვისით სარგებლობა სრულიად უფასოა.
რამდენი ფაილის ატვირთვა შემიძლია ერთდროულად?

დაურეგისტრირებელ მომხმარებლებს შეუძლიათ ერთდროულად 5 სურათის ატვირთვა, ხოლო დარეგისტრირებულებს — 10-ის.
რა ტიპის ფაილების ატვირთვა შემიძლია?

მიმდინარე დროისათვის დასაშვებია JPG, PNG, GIF და BMP ფორმატის ფაილების ატვირთვა. ანიმირებული GIF ფაილის ატვირთვის შემთხვევაში, დაპატარავების დროს, ანიმაცია შენარჩუნებული იქნება (ამ შემთხვევაში მუშაობს მხოლოდ ზომის შეცვლის ფუნქცია).
როგორ მოვახდინო სისტემიდან გამოსვლა, თუ შესული ვარ ფეისბუქის ანგარიშით ?
ამისათვის საჭიროა გამოხვიდეთ თავად ფეისბუქის საიტზე, თქვენი ანგარიშიდან.
ვის შეუძლია ჩემი ალბომ(ებ)ის ნახვა ?
შეუძლია ყველას, ვისაც მისცემთ პირდაპირ ბმულს თქვენს ალბომებზე.
რამხელა ფაილის ატვირთვა შემიძლია?
შეგიძლიათ მაქსიმუმ 5 მბ ზომის ფაილის ატვირთვა. პიქსელურ ზომაში ასატვირთი ფაილი არ არის შეზღუდული.
როგორ წავშალო ჩემს მიერ ატვირთული სურათი?
თქვენ შეგიძლიათ სურათი დატოვოთ Pix.Ge–ს სერვერებზე განუსაზღვრელი ვადით. ატვირთული სურათების წაშლის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს.
შემიძლია ავტვირთო პორნო სურათები?
არა, პორნოგრაფიული სურათების ატვირთვა აკრძალულია. გთხოვთ, გაეცნოთ წესებს.

Comments

comments

2 კომენტარი
  1. dzaan kargi hostingi me viyeneb piradad da yvelas vurchev da mag saits warmatebebs vusurveb 😉

  2. მომწონს ეს სერვისი და ხშირად ვიყენებ 🙂

კომენტარები დახურულია