თუ უკვე გადმოწერეთ ეს ოპერაციული სისტემა ან გინდათ გადმოწეროთ, მალე მოგიწევთ მისი დაყენება თქვენს კომპიუტერში. იმ შემთხვევაში, თუ რამე მოხდა და გაგიფუჭდათ DVD დრაივი, მოგიწევთ დაგმოწერილი ფაილი USB დრაივში შეინახოთ.
თქვენი ფლეშ დისკის ზომა უნდა აღემატებოდეს 4 GB.
თუ უკვე ყველაფერი მზად გვაქვს, შეგვიძლია ინსტალაციის პროცესი დავიწყოთ:
შედით:
Start > Run
და Run-ის ფანჯარაში ჩაწერეთ ბრძანება cmd. როგორც კი პრომტის ფანჯარა გამოჩნდება ჩაწერეთ ბრძანება
diskpart
ყურადღება მიაქციეთ თითოეული ბრძანების ჩაწერას, რადგანაც საქმე ეხება დისკის ე.წ Partition-ს. ერთი შეცდომაც კი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნეს თქვენი ფაილებისთვის. ბრძანება diskpart საშუალებას გვაძლევს დისკები გავყოთ რამდენიმე ნაწილად. ეს ერთადერთი მეთოდი ნამდვილად არ გახლავთ, რომლის მეშვეობითაც დისკების დაყოფა ხდება, მაგრამ საკმაოდ მარტივი და ეფექტურია. იმავე პრომტის ფანჯარაში ჩაწერეთ ბრძანება list disk, ამის მეშვეობით გავიგებთ რა ადგილი უკავია ჩვენს USB-ს.
DISKPART> list disk
Disk ### Status Size Free Dyn Gpt
——— —— —- —– —- —-
Disk 0 Online 37 GB 0 B
Disk 1 Online 41 MB 4118 MB
ჩემს შემთხვევაში ეს არის Disk 1 . რადგანაც ეს უკვე გავარკვიე, უნდა ავირჩიო ეს დისკი შემდეგი ბრძანებით:
select disk 1
წავშალოთ ყველაფერი რაც მასშია მოთავსებული შემდეგი ბრძანებით
clean
როცა დისკი ცარიელი იქნება დროა მის დანაწილებას მივხედოთ:
create partition primary
შემდეგ ამ ბრძანების სისრულეში მოყვანა მოვახდინოთ რამდენიმე ბრძანების თანამიმდევრობით
select partition 1
active
ამის მერე მოგივწევს დისკის ფორმატირება შემდეგი ბრძანებით
format fs=fat32
მივანიჭოთ შესაბამისი დასახელება და გამოვიდეთ:
assign
exit
უკვე ყველაფერი მზადაა საიმისოდ, რომ ჩვენს ფლეშ დისკზე გადავიტანოთ მთელი მასალა, რაც საინსტალაციოდაა საჭირო. Virtual CD-ROM Control Panel ან Daemon Tools მეშვეობით მოგვიწევს ე.წ. ISO image შემქნა. მერე კი, როცა ყველაფერი მზად იქნება ჩაწერეთ შემდეგი ბრძანება :
xcopy d:\*.* /s/e/f e:\
სადაც xcopy არის ბრძანება, d:\ უთითებს თუ რომელი დისკიდან ხდება კოპირება, *.* ნიშნავს რომ ყველა დასახელების და გაფართოების ფაილია საჭირო, /s/e/f ნიშნავს რომ დაკოპირდეს ქვეფოლდერებიც ცარიელი ფოლდერებიანად და თან ნაჩვენები იყოს ჩამონათვალი კოპირებისას, e:\ უთითებს თუ რომელ დისკზე გადაკოპირდეს ეს ყველაფერი.
ანუ ზემოთ მოცემული ბრძანება მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ DVD შეესაბამება d: დისკს და USB შეესაბამება e: დისკს. თუ თქვენი მონაცემები განსხვავებულია, გთხოვთ ჩაასწოროთ. ამის მერე ჩვენი USB დისკი უკვე მზადაა საინსტალაციოდ. თქვენ უნდა გადატვირთოთ კომპიუტერი და BIOS-ში Boot Order შეცვალეთ.
წყარო: Geo-Geek