უკვე არაერთი კითხვა შემოვიდა იმის შესახებ თუ როგორ გავხსნათ Skype-ს რამდენიმე სესია ერთდროულად. ამ პოსტით მინდა სამუდამოდ გადავჭრა თქვენი პრობლემა და ვისაც კიდევ ეს კითხვა გაუჩნდება უბრალოდ ურჩიეთ ეს პოსტი..
ერთდროულად Skype-ის რამდენიმე სესიის გასახსნელად არსებობს სამი გზა. თქვენთვის რომელიც უფრო მოსახერხებელი იქნება ის გამოიყენეთ.
პირველი გზა
ალბათ ყველასათვის ცნობილია რომ არსებობს სპეციალური პროგრამა Skype Launcher-ი რომელიც ერთი დაწკაპუნებით გეხმარება გახსნა კიდევ ერთი Skype-ს ფანჯარა. მაგრამ ამ პროგრამას ერთი პრობლემა აქვს, სამწუხაროდ კორექტულად ვეღარ მუშაობს Skype-ის ახალ ვერსიებთან და პროგრამის შემდგომი ვერსიაც მოუხერხებელი გახდა…
მეორე გზა
არსებობს კიდევ ერთი ცოტათი “საჩალიჩო” ხერხიც.. იმისათვის რომ მეორე Skype გავხსნათ (და არა უამრავი) საჭიროა:
- შევქმნათ ახალი User Account-ი ჩვენს Windows-ში..
- მარჯვენა კლიკით სკაიპის ღილაკზე ავირჩიოთ [Run as…]
- ახალ ფანჯარაში “The following user:”-ში ვირჩევთ მეორე User Account-ს რომელიც აუცილებლად ჩართულ მდგომარეობაში უნდა იყოს (ანუ log off-ი არ უნდა ჰქონდეს გაკეთებული მეორე იუსერს)
- შედეგად გაიხსნება ახალი სკაიპი რომელშიც შეგიძლიათ სხვა Username-ით შეხვიდეთ.
მესამე გზა
მესამე და გაცილებით მარტივი ხერხი დაეხმარება Skype-ს ახალი 4.0 ვერსიის მომხმარებლებს.
- მარჯვენა კლიკით Desktop-ზე ვქმნით ახალ Shortcut-ს
- მისამართად ვუთითებთ სკაიპის გამშვები ფაილის მისამართს. (რომელიც იმ შემთხვევაში თუ ჩვეულებრივად დააყენეთ მოთავსებული იქნება მისამართზე C:/Program Files/Skype/Phone/Skype.exe, თუ სხვა დირექტორიაში გაუკეთეთ ინსტალაცია მაშინ იმ დირექტორიის მისამართი მიუთითეთ )
- ხოლო Target ველში კი ჩაწერეთ შემდეგი “C:/Program Files/Skype/Phone/Skype.exe” /secondary (ანუ [Skype-ს გამშვები ფაილის მისამართი] + [/ Secondary]
- OK
ამის შემდეგ Shortcut-ის ყოველი გახსნისას Skype-ის ახალი ფანჯარა გაიხსნება..
იმედია ეს გზები გამოგადგებათ. წარმატებულ ჩატს გისურვებთ!