All Entries Tagged With: "მეცნიერება"
შავი ხვრელი
შავი ხვრელი — რეგიონი სივრცეში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, ძალუძს მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა მისი მოქმედების არეალში მოხვდრისას. შავი ხვრელი სავარაუდოდ წარმოიქმნება მაშინ, როდესაც გიგანტური ვარსკვლავი ამოწურავს მთელ თავის ენერგიას და კვდომას იწყებს.
ლაზერი
ლაზერი, ანუ ოპტიკური ქვანტური გენერატორი, არის მონოქრომატული კოჰერენტული გამოსხივების წყარო, რომელსაც მთელი რიგი უნიკალური თვისებები გააჩნია. ლაზერის შექმნა გასული საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელმაც განაპირობა რევოლუციური ცვლილებები ტექნიკის სხვადასხა დარგში. ლაზერების სიმძლავერე ფართო დიაპაზონში იცვლება: ვატის მემილიონედი ნაწილიდან 1012–1013 ვატამდე.
სუპერმაგნიტი ანუ ნიობიმური მაგნიტი
მე-20 საუკუნის 80-იან წლებში მიიღეს მუდმივი მაგნიტები რეკორდული მაგნიტური მონაცემებით: ნარჩენი მაგნიტური თვიებებით (”მაგნიტის ძალა”) და კოერციტული ძალით (”გნმაგნიტებისადმი წინაღობა”). რამდენიმე სანტიმეტრის ზომის ორი მაგნტის ხელებით დაშორებას ვერ შეძლებს თვით შვარცენეგერი. ხოლო ისინი თავის ”მაგნიტურ ძალას” 100 წელიწადში კარგავენ მხოლოდ 1%-ს. მათ ნიობიმურ მაგნიტებს უწოდებენ, რადგან შენადნობი დამზადებულია ნიობიუმის (Nb), რკინისა (Fe) და ბორისაგან (B).
აპოპტოზი – უჯრედის პროგრამირებული თვითლიკვიდაცია
შეიძლება ითქვას რომ აპოპტოზი ეს არის დნმ-ში ჩაინტეგრირებული ბრძანების კოდი, პროგრამა ან უბრალოდ სამოქმედო ინსტრუქციები კონკრეტული უჯრედის თვითლიკვიდაციისათვის. აუცილებელი არაა მოცემული უჯრედი იყოს დაბერებული, ან უბრალოდ დაზიანებული, აპოპტოზით თვითლიკვიდირებული უჯრედი შეიძლება სრულიად ჯანმრთელიც კი იყოს, მაგრამ მან ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემებისგან მიიღოს ბრძანება თვითგანადგურებისათვის. როდესაც უჯრედი მიიღებს სიგნალს აპოპტოზის აქტივაციისათვის, ის ამ ინფორმაციას სპეციალური საინფორმაციო არხის, [...]
Boston Dynamics BigDog – ძაღლი რობოტი
ან უბრალოდ დიდი ძაღლი-მტკიცებულებაა იმისა, რომ მომავალი უკვე დადგა. ჯანდაბაში კინო , თუ არსებობს რობოტის მსგავსი არსება, რომელიც სამწუთიანი რგოლით ადამიანის აზროვნებაში აფეთქებას იწვევს. “ღმერთო… მე ვფიქრობ, რომ მსგავს საგნებს ჩვენ მომავალში გადავყავართ”, – წერს You Tube-ის დამსწრე. დიდი ძაღლის – ახალი განახლებული ვერსიის გამოსვლიდან მხოლოდ ორი დღეა გასული და მას უკვე ნახევარ მილიონმა ადამიანმა [...]
ნივთიერების მეოთხე მდგომარეობა – "პლაზმა"
სანამ ნივთიერებას დედამიწის ზედაპირისთვის ჩვეულებრივი ტემპერატურების პირობებში ვიკვლევდით. ამ ნივთიერების ნაწილაკებად შეიძლება ჩაგვეთვალა მოლეკულები და ატომები . მაგრამ ატომსაც აქვს შინაგანი აგებულება.ის შედგება დადებითი ელექტრობით დამუხტული ბირთვისა და უარყოფი თად დამუხტული ელექტრონებისაგან თუ ნებისმიერ ნივთიერებას ძალიან მაღალ ტემპერატურაზე გავათბობთ, ან მასში ძლიერ ელექტრულ დენს გავატარებთ, მისი ელექტრონები ატომებს მოწყდებიან.
ნივთიერების მეშვიდე მდგომარეობა – ფიზიკური ვაკუუმი
თუ ვილაპარაკებთ არა მარტო ნივთიერებაზე, არამად, საერთოდ, მატერიაზე, ამ უკანასკნელის მდგომარეობათა რიცხვს ცარიელი სივრცე უნდა მივაკუთვნოთ. მეცნიერების განვითარებას იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ სივრცეს გარკვეული ფიზიკური თვისებები აქვს და ყოველი სხეული ცვლის მის გარშემო მყოფი სივრცის თვისებებს. მაგალითად, სივრცის ასეთი ცვლილება გამოვლინდება მაშინ, როდესაც სხვადასხვა სხეული მიიზიდება და განიზიდება.
ნივთიერების მეექვსე მდგომარეობა – ანტინივთიერება და ეპიპლაზმა
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო მეტი ენერგიაა ნივთიერებაში, მით უფრო უჩვეულო მდგომარეობებს იღებს ეს ნივთირება. საინტერესოა, რა მოხდება ენერგიის ყველაზე მაღალი სიმკვრივის დროს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასეთ პირობებში ნაწილაკების ყოველი შეჯახება წყვილს წარმოშობს. ყოველი ასეთი წყვილი უნდა შედგებოდეს ნაწილაკისა და ანტინაწილაკისაგან, რომლებიც ერთმანეთს ისე ჰგვანან, როგორც საგანი თავის სარკულ გამოსახულებას, მაგრამ თუ მათ მუხტი აქვთ, [...]







