3.7″ OLED თაჩსქრინი და 8 მეგაპიქსელიანი HD კამერა – ფაქტიურად ბეჭდების მბრძანებელსაც კი გადაიღებ საკუთარი ხელით!
ეს უბრალოდ ახალი სმარტფონი არაა.. ეს ხელოვნების შედევრია! მართალია თავად სახელი Omnia არც ისე რევოლუციურია რადგან ამ სახელის ქვეშ მისი წინამორბედი მოდელებიც იწარმოებოდა, მაგრამ მთავარი არსი აქ მისი გარეგნობა და წარმადობაა..
ბევრ ტოპ მოდელს არაფრით ჩამოუვარდება ის მონაცემები რომლებიც ამ სმარტფონს გააჩნია..
მოკლედ, მისი აღმატებულება Samsung i8910 Omnia HD ერთი შეხედვით შემდეგი მონაცემებისაა:
-
- ძირითადად: GSM 850/900/1800/1900 MHz, UMTS 900/1900/2100 MHz, GPRS/EDGE class 12, HSDPA 7.2 Mbps, HSUPA 5.76 Mbps
- ფორმ ფაქტორი: სენსორული თაჩსქრინ დაფა
- განზომილებები: 123 x 58 x 12.9 მმ
- ეკრანი: 3.7-ინჩი 16 მილიონი ფერი OLED* თაჩსქრინით, 640 x 360 პიქსელი ( *OLED ტექნოლოგია იძლევა საშუალებას თავად პიქსელი ანათებდეს რაც ბევრად უფრო მკვეთრ და ლამაზს ქმნის გამოსახულებას).
- მახსოვრობა: 8/16GB ინტეგრირებული მახსოვრობა, microSD მხარდაჭერა 16GB-მდე.
- ოპერაციული სისტემა: Symbian S60 5-ე გამოშვება v9.4
- კამერა: 8 მეგაპიქსელიანი ავტოფოკუს კამერა LED განათებით, გეო-ტეგინგი, სახეების დეტექტირება, ღიმილის გადაღება, WDR და HD ვიდეო ჩაწერა 24 ფრეიმით/წამში.
- კავშირი: Wi-Fi, Bluetooth 2.0 A2DP, სტანდარტული microUSB პორტი, GPS მიმღები A-GPS-ით და დამატებით Samsung Mobile Navigator-ი , HDMI.
- სხვადასხვა: ჩაშენებული აქსელერომეტრი რომელიც კორპუსის ამობრუნებასთან ერთად ეკრანსაც აბრუნებს (ალბათ გეცნობათ iPhone-დან), შეხების სენსორი, FM რადიო RDS-ით, DivX/XviD-ის მხარდაჭერა. მუშაობის დრო: 3G 450 სთ. 2G 600 სთ. / ლაპარაკი 3G 6 სთ. 2G 13 სთ.
ცოტა რამი ინტერფეისის შესახებ..
როგორც პირველი Omnia, i890 Omnia HD-იც იყენებს სამსუნგის TouchWiz სამომხმარებლო ინტერფეისს რომელიც გაძლევთ საშუალებას მოაწყოთ თქვენი მთავარი სქრინი სხვადასხვა ვიჯეტებით (ამინდის პროგნოზი, სიახლეები და ა.შ.). მარცხენა მხარეს არის სპეციალური თრეი სადაც მოთავსებულია სხვადასხვა აპლიკაციები, დაწყებული კალენდრიდან დამთავრებული მუსიკალური პლეერით რომელთა გადმოთრევითაც თქვენ შეგიძლიათ ჰოუმ სქრინზეც დაიყენოთ ვიჯეტებად.
როგორც ხედავთ ძალიან ორგანიზებული და ადვილად სამართავი ინტეფეისია, მითუმეტეს რომ ბოლო ვერსიაში კიდევ ერთი საიდბარია ჩამატებული ვიჯეტებისთვის რაც უფრო სწრაფ და გამოყენებადს ხდის მთავარ სქრინს. თან გიადვილებს ვიჯეტების განლაგებას თქვენთვის კომფორტულ ვარიანტში.
ქვევით გვაქვს გამჭვირვალე თულბარი სადაც მოთავსებულია ჩვენი მესიჯები, კონტაქტები, მთავარი მენიუ და სხვ.
ტექსტის წერაც ძალიან მარტივია.. ტექსტის შესაყვან ველთან უმალვე ჩნდება ვირტუალური QWERTY კლავიატურა რომლითაც ადვილად შეგყავთ სასურველი ინფორმაცია.
ეკრანის ბოლოში გვაქვს YES/NO და მანიუს ღილაკები. მარცხნივ ხმის რეგულატორია, ამასთან იქვეა microSD სლოტიც. მარჯვნივ დასაბლოკი ღილაკია, შეგიძლიათ კამერაც ჩართოთ მარჯვნიდან. Micro-USB-ი პორტიც მარჯვნივაა დატანილი. ზევიდან გვაქვს 3.5 მილიმეტრიანი ყურსასმენების ჯეკი.. ასე რომ მუსიკაც ჩვენთანაა.