DSL ტექნოლოგიის შექმნაზე მუშაობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო. 1993 წელს ამერიკის ავტომატურ სატელეფონო სადგურებში (ასს) მას პირველი აბონენტები გაუჩნდა. მსოფლიო მასშატბით აღიარება DSL ტექნილიგიამ 1998 წლიდან ჰპოვა.

DSL ტექნოლოგია ინტერნეტთან მაღალსიჩქარიანი წვდომის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა მთელ მსოფლიოში. DSL (Digital Subscriber Line) – ციფრული სამომხმარებლო ხაზი, უზრუნველყოფს ინფორმაციის გადაცემის სიჩქარეს არსებული სატელეფონო ხაზის გამოყენებით ისე, რომ ინტერნეტში მუშაობის პარალელურად, ტელეფონით საუბარიც შესაძლებელია. სწორედ ეს არის აღნიშნული ტექნოლოგიის მთავარი უპირატესობა.

DSL ტექნოლოგიას მუშაობის საკუთარი სქემა გააჩნია. კერძოდ, თქვენს ბინაში ან ოფისში დამონტაჟებული ტელეფონი, სპილენძის ხვეული წყვილის მეშვეობით სატელეფონო სადგურს უერთდება, სადაც წამყვანი ინტერნეტ-მწარმოებელი ფირმების აპარატურაა დამონტაჟებული. სპეციალური ტექნიკის მეშვეობით, შეუფერხებლად ხორციელდება ინტერნეტ-მომსახურების ხარისხისა და სიჩქარის კონტროლი.

DSL წარმოადგენს საუკეთესო ტექნოლოგიათა ნაკრებს. იაფი, სწრაფი, 24 საათიანი ინტერნეტ-კავშირი სხვა, ამჟად არსებულ სამომხმარებლო პაკეტებს შორის, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. DSL პაკეტი გულისხმობს განსხვავებას ინტერნეტ-სიჩქარესა და ლოკალურ სიჩქარეს შორის. ორივე შემთხვევაში, ინტერნეტთან მიერთების სიჩქარე დამოკიდებულია ინდივიდუალური სატელეფონო ხაზის ხარისხზე.

DSL ტექნოლოგოა საშუალებას იძლევა, ფასისა და სიჩქარის გათვალისწინებით, მომხმარებელმა თავად აირჩიოს მისთვის სასურველი სამომხმარებლო პაკეტი. ამიტომაც, ინტერნეტ-პროვაიდერები მომხმარებელს სთავაზობენ როგორც სტანდარტულ (ცალკეულ ინდივიდებზე გათვლილ), ასევე არასტანდარტულ (დიდ ორგანიზაციებსა თუ განსაკუთრებულ შემთხვევებზე გათვლილ) სამომხმარებლო პაკეტებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მაქსიმალურად უზრუნველყოფილია ინტერნეტ-მომსახურეობის მაღალი ხარისხი.