ამბობენ რომ ცოდნა – ძალაა.. მაგრამ როგორ გავხადოთ ცოდნა ძლიერი? ან კი საკუთარი გამოცდილებიდან გაიხსენეთ, ადვილია ამ დიდი ძალის მიღება?
წარმოიდგინეთ რამდენი თარიღია ისტორიიდან, რამდენი ფორმულაა ფიზიკიდან და მათემატიკიდან, რამდენი მონაცემია ეკონომიკიდან… რამდენი ქალაქი, რეგიონი, ქვეყანა და ტერიტორიაა გეოგრაფიაში.. რამდენი წვრილმანია ყოველდღიურ და საქმიან ცხოვრებაში… რამხელა ინფორმაციის გადამუშავება გვიწევს?
მოკლედ ამ პრობლემის ერთადერთი ხსნა თავად ადამიანის ტვინშია.. უბრალოდ მას როგორც ყველა ინდივიდს, თავისებური მიდგომა სჭირდება რომ ადვილად და ეფექტურად აღიქვას ინფორმაცია.. ამაში კი ყველგან და ყოველთვის ინფოგრაფიკების კეთება დაგეხმარებათ. გამოყავით ინფორმაცია ფერით, ზომით, შრიფტით.. დაუხატეთ, აამოძრავეთ, გამოკვეთეთ.. გააერთიანეთ, დაუცალკევეთ.. ააციმციმეთ და დახარეთ. რაც შეიძლება განსხვავებულად წარმოაჩინეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ის ბევრად ადვილად მიწვდება საჭირო ნეირონებს ტვინში..
მოკლედ უყურეთ Column Five Medias-ს მიერ გაკეთებულ ვიდეოს და ყველაფერს უფრო კარგად გაიგებთ (იმიტომ რომ ისიც ინფოგრაფიკის პრინციპით უკეთებს რეკლამას ინფოგრაფიკებს) .