ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც გინდა ეკრანის ჩაწერა და მეგობრისთვის გაგზავნა, რომელიც მოუთმენლად ელოდება შენს მითითებებს ინტერნეტის მეორე მხარეს ან კიდევ შენ გაქვს რაიმე პრობლემა და მეგობრისგან ელი შველას. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე ხელთ არ აღმოგაჩნდება არანაირი ჩამწერი საშუალება ხოლო გადმოსაწერად კი დრო არ გყოფნის და ა.შ. იმისათვის რომ თავი დაიძვრინოთ ამ მდგომარეობიდან, გაგაცნობთ Windows-ის სტანდარტულ ფუნქციას, რომელიც შეუდარებელია ასეთ სიტუაციაში.

ეს სტანდარტული ფუნქცია საშუალებას გაძლევთ ჩაიწეროთ ნებისმიერი ქმედება თქვენს მონიტორზე. ასევე შეგიძლიათ ამ ყველაფერს დაურთოთ კომენტარები. მოცემული პროგრამა თვითონვე იწერს ყველაფერს: მაუსის ღილაკზე დაწკაპებას, აკრეფილ ტექსტებს და ა.შ.

ამ “უტილიტას” Problems Steps Recorder ჰქვია. მის გამოსაძახებლად საჭიროა სტარტში აკრიფოთ სამი სიმბოლო:

psr

ზუსტად ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

Problem Step Recorder - ეკრანის ჩაწერა

პროგრამის გამოძახების შემდეგ გამოჩნდება პატარა ფანჯარა, სადაც უბრალოდ საჭიროა დააჭიროთ ღილაკს “Start Record”. ამის შემდეგ პროგრამა თქვენს ყველა მოქმედებას ნაბიჯ-ნაბიჯ ჩაიწერს, ჩაწერილ სურათებს თანმიმდევრულად დაალაგებს ერთ ფაილში და გადაღების დასრულების შემდეგ შეინახავს მას *.zip არქივად.

Problem Step Recorder - ეკრანის ჩაწერა

საკმაოდ კომფორტულია არა?! დარწმუნებული ვარ ის ბევრ ჩვენს მკითხველს დაუზოგავს დროსა და ენერგიას!