curved-imac-concept

დაახლოებით 30 წლის წინ, დიდი თავგადასავლების შემდეგ მაკინტოშის გუნდმა (ლეგენდარული სტივ ჯობსის მეთაურობით) კომპიუტერული ტექნოლოგიების ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა და ყველას თვალნათლივ აჩვენა როგორი უნდა იყოს ნამდვილი პერსონალური კომპიუტერი. პირველი მაკი თავისი გრაფიკული ინტერფეისით და ტექსტის ხმამაღლა წაკითხვის უნარით, კაცობრიობის მიერ გადადგმული კიდევ ერთი ახალი ნაბიჯი იყო.

დღევანდელი მაკი გაცილებით შორსაა იმ პირველი საოცრებისგან რაც სტივ ჯობსმა 80-იან წლებში წარმოგვიდგინა. მას მერე დიზაინმა ხანგრძლივი ევოლუცია განიცადა, ბოლო ათწლეულების ტრენდების და ტექნოლოგიების ქარ-ცეცხლში. როგორც ჩანს Curved Labs-ის დიზაინერებმა ეს ყველაფერი გაიაზრეს და თავდაპირველი დიზაინის ისტორიაში ჩამარხვით დამწუხრებულებმა გადაწყვიტეს ახალი კონცეფციით დაუბრუნდნენ საწყისებს.

curvedlabs-apple-mac-lisa-concept-designboom01

კონცეპტუალური iMac-ი 11.6 ინჩიანი Macbook Air-ის კომპონენტების, თაჩსქრინის და ახალი შეტრიალებადი USB კონექტორის კომბინაციაა. ფორმა თავდაპირველი მაკის გამოძახილია, თუმცა ალუმინიუმის თხელი კორპუსით რომელიც ორიგინალი დიზაინის მოხაზულობის ელემენტებს იმეორებს. აწ უკვე დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ფლოპი დისკის წამკითხველის ადგილას თანამედროვე ვერსიაში გვევლინება სპიკერის, SD ბარათის წამკითხველის, კამერისა და მიკროფონის კომბინაცია.

რა თქმა უნდა წარსული წარსულია და დღევანდელი დიზაინის გამოცდილება გაცილებით პრაქტიკულია ვიდრე 80-იანი წლების. ალბათ ეს განაპირობებს იმასაც რომ მოცემული კონცეფცია ვერ იქნება პრაქტიკული გამოყენების და მას მხოლოდ სანახაობრივი ან საკოლექციო დატვირთვა უფრო აქვს.

შეათვალიერეთ დეტალები ქვემოთ მოცემულ ფოტო სლაიდშოუში და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარის სახით.