rfid-sticker

ჩემი მეგობარი კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად სტაჟიორად Banana Republic-ის ერთ-ერთ ფილიალში მუშაობდა. მან საიდუმლოდ გამიზიარა “ბანანას” ერთ-ერთი სუსტი წერტილი: როდესაც თინეიჯერების ფეხსაცმელი ხშირად თავდებოდა სტენდებზე, მათ უჭირდათ ახალი, დახვეწილი კოლექციით შევსება, ვინაიდან ეს უკანასკნელი დროსთან და ხარჯებთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამიტომ ისინი RFID-ის (რადიო ტალღური იდენტიფიკაციის) საპილოტე პროგრამის გაშვებაზე დაფიქრდნენ. ყოველ ფეხსაცმელს ექნებოდა სპეციალური RFID სისტემით აღჭურვილი მარკა. როდესაც ნივთი გაიყიდებოდა და მარკას მოხსნიდნენ, ჩიპი ავტომატურად გადასცემდა საწყობს რომ გაიყიდა განსაზღვრული კოდით აღნიშნული ნივთი. რამოდენიმე საათში მენეჯერთა სისტემას შეეძლო სცოდნოდა რა სტილის ფეხსაცმელი უფრო მოსწონდა მყიდველს. ალბათ დახლებსაც სწორედ იმით შეავსებდნენ.

შეფუთვის სკანირების მოწყობილობა

შეფუთვაზე დაკრული RFID სტიკერის სკანერი მოწყობილობა

Apple ს ახალი სმარტფონებით გადახდის სისტემაც RFID პრინციპზეა დაფუძნებული. თქვენ ყიდულობთ ნებისმიერ ნივთს პირდაპირ აიფონის შეხებით, რომელსაც პლასტიკური ბარათის მაგივრად იყენებთ. კომპანიას შეუძლია თვალი გადაავლოს თქვენი წლის შოპინგის სიას და მომავალში თქვენი სასურველი შემოთავაზებები მოგაწოდოთ. ასეთი მომსახურება საქართველოში TBC ბანკმა შემოიტანა რომელიც თიბისი სტიკერის სახითაა ცნობილი. ზოგიერთი პოპულარული ქართული გადახდის სისტემაც ამ ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული.

Plexidor-ი, საკეტების და კარების მწარმოებელი კომპანია, შინაური ცხოველების მოყვარულებს კომფორტულ მომსახურებას გვთავაზობს. წარმოიდგინეთ, თუ ცხოველისთვის სპეციალური RFID ტექნოლოგიით აღჭურვილი ყელსაბამი გაქვთ, თქვენი ძაღლი როგორცკი მოუახლოვდება კარს, კარი თავისით გაიღება.

ალბათ ნებისმიერი გიგანტი საცალოდ მოვაჭრე ან ლოჯისტიკური კომპანიისთვის რადიო ტალღური იდენტიფიცირების სისტემა მომგებიანი აღმოჩნდება. რეალურად დღეს ყველა ბიზნესი ტექნოლოგიასთანაა დაკავშირებული. არ აქვს მნიშვნელობა რა სფრეოში მოღვაწეობთ, ტექნოლოგიური წინსვლა განიჭებთ უპირატესობას კონკურენტთან მიმართებაში და გაძლევთ შანსს გადაინაცვლოთ შედარებით დიდი შესაძლებლობების სამყაროში. თუმცა საქართველოში ამ ტექნოლოგის განვითარებას შეიძლება ბევრმა რამ შეუშალოს ხელი, იგივე: ტექნოლოგიურმა პროცესებმა, მათ ვინც ამაში გარკვეულ რელიგიურ პრობლემას ხედავს, დაბალმა მსყიდველუნარიანობამ, კიბერ უსაფრთხოების დაბალმა დონემ და ა.შ.

ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიებზე დანახარჯი მცირეა, არც მთავრობა და არც კერძო სექტორი არ ცდილობენ ამ მხრივ განსაკუთრებულ განვითარებას რადგან მოგების თვალსაზრისით მათთვის ეს სფერო ნაკლებ საინტერესოა.

თუმცა, RFID ტექნოლოგიის  დანერგვა შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში სახიფათოც იყოს რადგან მსოფლიოში მომხდარმა ბევრმა ინციდენტმა გვიჩვენა რომ ჰაკერებისთვის ჩიპზე შენახული ინფორმაცია საკმაოდ სასურველია და ამავდროულად ხელმისაწვდომია.

rfid-internet-of-things

როგორც ჩანს, ყველაფერი უკავშირდება ინტერნეტს : წინდები, ფეხსაცმელი, მაისური, ქუდი, სათვალე, სახლები, თვითმფრინავები, მანქანები და ა.შ.  RFID ტექნოლოგია ერთ-ერთი იმათთაგანი იქნება რომელიც IOT-ის (Internet of Things), როგორც ახალი ინტერნეტის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.