სულ ახლახანს დაარსებული ერთი მეტად ენთუსიაზმით აღსავსე და პერსპექტიული კომპანიის Singular-ის მეთაურობით, 16 და 29 აპრილს გაიმართა პირველი ქართული კონფერენცია ინტერნეტ ტელევიზიის შესახებ სადაც მოწვეულები იყვნენ ქართული ვებ-სივრცის  და სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები..

კონფერენციის პირველი ნაწილი ჟურნალისტებისთვის, ბლოგერებისთვის და ვიდეო-ქონთენთის შემქმნელებისთვის იყო გამიზნული, ხოლო მეორე ნაწილს – დეველოპერები, პროგრამისტები და სისტემის/ქსელების ადმინისტრატორები და ტექნიკურ სფეროში მოღვაწე ადამიანები ესწრებოდნენ.. მე ორივეს დიდი სიამოვნებით დავესწარი : )

კონფერენციას უძღვებოდნენ ქართველი და უცხოელი მომხსენებლ

ები რომლებიც გასაგებ და სასიამოვნო პრეზენტაციებს ატარებდნენ ამის შემდეგ კი ყურადღებით პასუხობდნენ შეკითხვებს.

Mari by Singular Group.

კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ:

ვენდი ჩენგი (Xiaxue)
ბლოგერი, Xiaxue.sg

ვენდი ჩენგი, იგივე სიაშუე (Xiaxue), სინგაპურის ყველაზე პოპულარული ბლოგერია. მის ბლოგს – xiaxue.sg ყოველდღიურად 45,000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობს.

ვენდის პირველი სატელევიზიო შოუ – “Girls Out Loud”- სინგაპურის მეხუთე არხზე 2006 წელს გაუშვეს. ამ შოუში მისმა გულწრფელობამ და სკანდალურმა პირდაპირობამ საზოგადოებაში დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია. მისი ახლანდელი ვებ-სერიალი “Xiaxue’s Guide To Life” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვებ-შოუა სინგაპურში, რომლის ყველაზე პოპულარული სერია 325,000 ნახვაზე მეტს ითვლის.

ვენდი ბლოგერობს 2003 წლიდან და მოგებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის რეგიონის საუკეთესო ბლოგის, ყველაზე გავლენიანი ბლოგის და ყველაზე ორგინალური ბლოგ-დიზაინის ჯილდოები 2009 წლის აზიისა და ოკეანეთის ბლოგების დაჯილდოებაზე.


ჰემი ჩო
მულტიპლატფორმ ტრენერი, BBC

ჰემი ჩო BBC-ში უკვე 3 წელზე მეტია რაცმოღვაწეობს. ამჟამად მუშაობს BBC Academy-ის ორ სხვადასხვა ჯგუფში:

Future Now-სთან ერთად (ჯგუფი რომელიც უზრუნველყოფს მულტი-პლატფორმ პროდაქშენს BBC-ში) ჰემი კურირებს და ორგანიზებას უწევს BBC-ს დეველოპერების და დიზაინერების ტრენინგებს.

ახორციელებს აუდიო/ვიდეო პროდაქშენს და პოსტ-პროდაქშენს სატრენინგო ფილმებისთვის; პროდუსინგის, გადაღებისა და მონტაჟის ჩათვლით. ასევე ამზადებს ონლაინ კურსებს და პასუხისმგებელია Future Now-ს ვებ-გვერდის შინაარსობრივ და მიწოდების მხარეზე, BBC-ის ინტრანეტში ვიდეო-მასალის გავრცელების ჩათვლით.

BBC-ის ჟურნალისტიკის კოლეჯთან ერთად, ჰემი ქმნის, ამზადებს და ატარებს ტრენინგებს თემაზე – როგორ შეუძლიათ ჟურნალისტებს სოციალური მედიის და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება თავიანთ საქმიანობაში.

თამარ კობახიძე
სუპერვაიზერი, Teen TV

თამარ კობახიძე თითქმის 6 წელია ინტერნიუსში მუშაობს, როგორც გადაცემა „ჩვენი ექსპრესის“ სუპერვაიზერი.

ბოლო წლის განმავლობაში ასევე Blog.Teentv.ge-ს თანაავტორი და ერთ-ერთი ადმინისტრატორია. გადაღებული აქვს რამოდენიმე მოკლე მეტრაჟიანი ფილმი და სიუჟეტი, ძირითადად კი ეხმარება თინეიჯერებს იდეების ჩამოყალიბებაში, სიუჟეტების დაგეგმვაში და მონტაჟში.

დავით მაკარიძე
დიზაინერი, Internews Georgia

დავით მაკარიძე არის გამოცდილი დიზაინერი და IT სპეციალისტი. კარიერის მანძილზე მას არაერთ კომპანიაში უმუშავია როგორც კონსულტანტი მედია ტექნოლოგიების დარგში და უხელმძღვანელია სხვადასხვა IT პროექტების განვითარების პროცესისათვის.

ინტერნიუს საქართველოში მუშაობა მან 1998 წელს დაიწყო და დღემდე ამ კომპანიაში განაგრძობს მოღვაწეობას. მის მთავარ ფუნქციებს წარმოადგენს კომპიუტერული გრაფიკის დიზაინი, ვებ დეველოპმენტი და კონსულტაციის გაწევა კომპიუტერული ტექნოლოგიების მედია სფეროში გამოყენებასთან დაკავშირებით.

სტივენ ონგი
დამფუძნებელი, Viewmy.tv

ბიზნესის მენეჯმენტში ბაკალავრის (Kings College London) და ფინანსებში მაგისტრის (Imperial College London) ხარისხების მიღების და ლონდონის ბიზნეს სკოლაში გაგრძელებული სწავლის შემდეგ, სტივენმა 8 წელი გაატარა investment Banking-ის სფეროში Nomura International-ში.

viewmy.tv-ს დაფუძნების შემდეგ სტივენი განაგრძობს კომპანიაში მუშაობას სტრატეგიულ დონეზე, ეხმარება მათ რჩევებით და ხელმძღვანელობს ფინანსურ და ბიზნეს საკითხებს. ის ძირითად გუნდს რჩევებს აძლევს ისეთ თემებზე როგორებიცაა საბაზრო პროდუქტის განვითარება, ფასდადება და სტრატეგიული გადაწყვეტილებები ზოგადად ბიზნესის წარმართვის შესახებ.

viewmy.tv-ის მენეჯმენტის პარალელურად სტივენი ასევე ასრულებს დირექტორის და ხაზინადარის მოვალეობებს Kaupthing Singer & Friedlander-ში.

მარი ტალახაძე (Sweet)
ბლოგერი, Sweet.ge

მარი ტალახაძე, იგივე Sweet, ბლოგერი და ინტერნეტ მარკეტინგის სპეციალისტია.

მან ბლოგი შეიქმნა 2005 წლის მაისში და 12’000 ყოველ კვირეული ვიზიტორით დღეისათვის ყველაზე ცნობილ პირად ბლოგს წარმოადგენს ქართულ ინტერნეტში.

2007 წელს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის დიპლომის აღების შემდეგ, იგი ინტერნეტ მარკეტინგითა და საზოგადოებასთან ურთერთობით დაინტერესდა.

მას უმუშავია სოციალური მედიის კონსულტანტად სხვადასხვა ქართულ კომპანიებთან და ასევე ავტორად მუშაობდა ჟურნალ კოსმოპოლიტენში.
რამოდენიმე ქართულ უნივერსიტეტში ატარებდა ლექციებს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სოციალური მედიისა და ბლოგინგის შესახებ.

მან ახლახანს დაიწყო საკუთარი ონლაინ ვიდეო-შოუს გადაღება.

ჯილიან ტენი
Director, Clicknetwork.tv

სინგაპურის ყველაზე პოპულარული ვიდეო ქსელის – clicknetwork.tv-ს დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი. მის შექმნილ ორიგინალურ და გაჰიტებულ შოუებს შორისაა “Xiaxue’s Guide To Life”, “Chick vs. Dick”, “Numbnuts”, “The Shan + Rozz Show”, და “Bored in Bikinis”.

ჯილიანს უმუშავია ისეთ ბრენდებთან და ორგანიზაციებთან როგორებიცაა Canon, Fleishman‐Hillard, Honda, Informatics Group, Intel, Ministry of Education, Nanyang Technological University, National Kidney Foundation, Nissan, Ogilvy, Prime Minister’s Office, PricewaterhouseCoopers, Singapore Press Holdings, Subaru, TAG Heuer, TANGS, Tan Chong, და Yun Nam Hair Care.

პიტერ ვუდფორდი
დამფუძნებელი, Brandstation.tv

ლონდონში მცხოვრები ინტერნეტ კონსულტანტი, CTO, PRINCE 2 აკრედიტირებული ტექნიკური პროექტების მენეჯერი, ციფრული სტრატეგი, სხვადასხვა ციფრულ პროექტებზე ინტერაქტიული მუშაობის 13 წლიანი გამოცდილებით.

პიტერი მუშაობდა Grand Union-ში (სიდიდით მეათე ციფრული მარკეტინგის სააგენტო დიდ ბრიტანეთში) ტექნიკური პროექტების მენეჯერად. ასევე მუშაობდა ჩამოთვლილი ბრენდებისთვის: iXL, The Hub, Start Design, Siegel Gale (ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრენდინგის სააგენტო), Technik, and Marcus Evans (Ecommerce მენეჯერი, კოორდინირებას უწევდა 12 ბიზნეს განყოფილებას, 41 საერთაშორისო ოფისს, ექვემდებარებოდა 380 თანამშრომელზე მეტი, ინტერნეტ გაყიდვებით მიიღო £4 მილიონი პირველ ორ წელიწადში და 1000%-ზე მეტი ტრაფიკის ზრდა).

ის მუშაობს დიდ პროექტებზე ისეთ კომპანიებთან როგორებიცაა Dresdner Kleinwort, COI, Energy Savings Trust, და Npower. ზოგიერთი ვებზე დაფუძნებული პროექტი შეასრულა ბრენდებისთვის – Vodafone, BAT, Sappi, Toyota, Canon, PricewaterhouseCoopers, Diageo, BT intranet და the Design Council.


კონფერენციის ყველაზე ორიგინალური მხარე იყო სასაჩუქრე ჩანთები : ) ჩანთაში ჩადებული იყო საკონფერენციო მასალები, სინგულარის მაიკა, კალამი და ბლოკნოტი. მაგრამ ორიგინალობა იმაში მდგომარეობდა რომ თავად ეს ჩანთები დამზადებული იყო გაზეთ Financial-ის ფურცლებისაგან თავად კონფერეციის ორგანიზატორების ხელით.

Handmade Bags by Singular Group.

საბოლოო ჯამში ძალიან კარგი ღონისძიება გამოვიდა რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი სინგულარის შემოქმედებით ჯგუფს და ვუსურვებ დიდ წარმატებებს თავიანთ სფეროში.

კონფერენციის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციას მიიღებთ საიტზე – http://itvc.ge

ამ ბმულებზე კი იხილავთ ქართველი ბლოგერების პოსტებს კონფერენციის შესახებ:

Gabo.ge, Taa.ge, Norteri.com , David.ge.