როგორც ცნობილია, არც ისე გვიან Archos-მა ოფიციალურად წარმოადგინა თავისი უახლესი Archos 9 PC ტაბლეტი. სულ ახლახანს კი ფრანგულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ ამ მოდელის გამოშვება უკვე აშშ-შიც დაიწყება. ევროპაში (ჩვენთან არც იფიქროთ ჯერ) გამოჩნდება ცოტა მოგვიანებით. Softpedia-ს ცნობით და Archos-ის დაპირებით გამოშვება დაიწყება სადღაც აგვისტოსკენ.
ფრანგების თქმით Archos 9 მეტია ვიდრე უნიკალური გადაწყვეტა, და ეს მოდელი სრულიად ანსხვავებს პლანშეტებს Netbook-ებისაგან. როგორც აღმოჩნდა ამჯერად Archos-მა უშუალოდ ამ სერიაში უარი თქვა ინფორმაციის შეტანის ტრადიციულ მეთოდებზე და თავისი არჩევანი სენსორულ ეკრანზე გააკეთა .
აღსანიშნავად ღირს რომ Archos 9 PC Tablet შეუძლია დაიტრაბახოს არამარტო 9-დუიმიანი სენსორული ეკრანით, არამედ უახლესი, პროფესიონალური პროცესორით Intel Z515. მობილურულ სისტემას აქვს Wi-Fi 802.11 b/g ინტერნეტი, Bluetooth 2.1 და ასევე მუშაობს Windows 7-ზე, რომელიც ამ წლის 22 ოქტომბერს მოევლინება სამყაროს. სამომხმარებლო კომპლექტში შედის არამარტო Microsoft Office, არამედ ამასთან ერთად პროგრამები რომლითაც შეგეძლებათ უყუროთ ტელევიზიას და მოუსმინოთ რადიოს ინტერნეტით, აწარმოოთ ვიდეო კონფერენციები და ა.შ. კომპლექტაციაში ასევე ანტივირუსი და პროგრამები როლითაც დაარედაქტირებთ ფოტოებს, ვიდეოებს და ა.შ.
ჩვენი აზრით (და ალბათ თქვენითაც), კლავიატურაზე უარის თქმა არ არის კარგი გადაწყვეტილება. საქმე იმაშია, რომ Archos 9 იყენებს ვირტუალურ კლავიატურას ინფორმაციის შესაყვანად და ის იკავებს საკმაოდ დიდ ადგილს ეკრანზე. თუ ჩავთვლით იმას, რომ ეკრანი არის 9-დუიმიანი , მაშინ ჩვენი მიდგომა მართლდება. თუმცა, ეს არის ჩვენი სუბიექტური აზრი, ამიტომ დაველოდოთ სხვა წყაროების გამოხმაურებებს.
მანამდე კი იხილეთ სადემონსტრაციო ვიდეო: