სტილი:
ყველა დეტალი ამ ნოუთბუქში გადაწყვეტილია ისე რომ VX2-ის გახსნისას გეუფლებათ შეგრძნება თითქოს სუპერმანქანის საჭესთან
ზიხართ. VX2-ის მოდელებს აქვთ ალუმინის კორპუსი რომელიც გადაწყვეტილია ლამბორჯინის კლასიკურ ფერებში – ყვითელსა და შავში.
უნიკალური დიზაინი:
სარკული ზედაპირის ეკრანი , კლავიატურის გარშემო გადაკრული შავი, ტყავის ზედაპირი გარშემო ყვითელი ნაკერებით.
ყველაერი ეს ლამბორჯინის სალონის იმიტაციას იძლევა…
VX2-ი აღჭურვილია მაღალი უსაფრთხოების სისტემით. თქვენ მას შემდეგ გაქვთ დაშვება სისტემასთან რაც გაივლით სკანირებას თითის ანაბეჭდზე. Asus-ის ეს მოდელები აღჭურვილია სენსორით რომელიც ცნობს მისი პატრონის თითის ანაბეჭდს და მხოლოდ მას აძლევს სისტემაში შესვლის საშუალებას…
ორიგინალური ქულერი:
თუ ამ ნოუთბუქს ამოატრიალებთ დაინახავთ ქულერის თავსახურს რომელიც შესრულებულია ლამბორჯინის დისკების დიზაინში….
აი ორიგინალობაც ამას ქვია!
უნივერსალური ვებ-კამერა:
ნოუთბუქში ინტეგრირებულია ვებ-კამერა რომელსაც 240°-ით შეუძლია მიხრა-მოხრა. ამით ის საშუალებას გაძლევთ ჩაატაროთ ვიდეოკონფერენცია სადაც მოგესურვებათ და როცა მოგესურვებათ.
ტექნოლოგია და თავსებადობა:
VX2 დამზადებულია Intel® Centrino® Duo ტექნოლოგიის (მობილური პერსონალური კომპიუტერების) ბაზაზე და გააჩნია ახალი ო.ს.
Windows® Vista-ს მხარდაჭერა.
ეკრანი:
15.4” <<შუშის>> მატრიცა რომლის ჩევნება საკმაოდ მაღალხარისხიანია. ცოცხალი და ნათელი ფერები.
ხანგრძლივი ავტონომიური მუშაობის პერიოდი:
მობილურობა პირველ რიგში ითვალისწინებს ავტონომიური მუშაობის სიხანრძლივეს. ASUS Power4 Gear eXtreme ტექნოლოგია VX2-ში მუშაობის ხანგრძლივობას დამატებით 20%-25%-ით ზრდის.