სულ ახლახანს ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ვიდეოები ლეპტოპის ახალი დიზაინ-კონცეპტის Rolltop-ის შესახებ. ახალი კონცეპტი გამოყენებს მოქნილ OLED დისპლეის რომელშიც გაერთიანებული იქნება როგორც ეკრანი ასევე კლავიატურაც, და ეს ყველაფერი რათქმაუნდა სენსორულ რეჟიმში.

ტექნიკური დეტალები

ვირტუალური კლავიატურა თავისუფლად ჩაანაცვლებს მის ფიზიკურ ანალოგს, ასე რომ 13-ინჩიანი ლეპტოპი უმალვე თავისუფლად გადაკეთდება გრაფიკაზე სამუშაო ტაბლეტის ტიპის ეკრანად რომელიც კლავიატურის გაქრობის ხარჯზე უკვე 17 ინჩი გამოვა. ამასობაში ლაპტოპის “ფეხზე წამოყენების” შემთხვევაში მიიღებთ შეუდარებელ 17 ინჩიან მონიტორს..

სხვა

დიზაინერმა გაითვალისწინა ის ფაქტიც რომ ლეპტოპს დასჭირდება დამტენი, ვებკამერა, სპიკერები და ა.შ. ასე რომ ნივთი რომელზედაც თვითონ ლეპტოპი უნდა დაეხვეს, გამოუსადეგად რომ არ დარჩენილიყო მან ეს ყველა ფუნქცია მასში გააერთიანა და მშვენივრადაც გამოუვიდა ეს.. დანარჩენს თქვენი თვალით იხილავთ ვიდეოში.

ვიდეო