– ეს სტატია დაწერილია 2009 წლის იანვრის თვეში და რედაქტირებულია 2014 წლის ივნისის თვეში.


მაშ ასე ჩვენმა ერთერთმა სტუმარმა beka-მ დასვა შეკითხვა – “როგორ შევქმნათ საკუთარი ვებსაიტი?”

იყო დრო როდესაც მეც დამწყები ვიყავი, ძალიან მაინტერესებდა და არ ვიცოდი.. სწორედ მაშინ ერთი მეგობარი ვებმასტერის წყალობით (რომელსაც მართლა “ტვინი შევუჭამე” კითხვებით),  მივაღწიე იმას რომ მივიღე საკმარისი საფუძველი ამ სფეროში განვითარების დასაწყებად. შედეგად კი დღეს უკვე საკუთარ ვებსაიტზე მაქვს პატივი რომ ჩემი ცოდნა სხვასაც გავუზიარო..

 

დღეს საკუთარი ვებსაიტით ვეღარავის გააკვირვებ, მაგრამ არ ვამბობ რომ არ შეგიძლია შექმნა ისეთი განსაკუთრებული და გამორჩეული პროექტი რომელიც  მისი ორიგინალურობით მოიპოვებს უპირატესობას  და ინტერნეტ მომხმარებლების აღიარებას.

არსებობს ათასგვარი ტიპის ვებსაიტი: ბლოგები, კორპორატიული, ელ-მაღაზიები, ე.წ. “ვარეზები”, ბიბლიოთეკები და დირექტორიები, საძიებო სისტემები, პორნოგრაფიული საიტები, ვიდეოპორტალები, მუსიკალური საიტები და ა.შ. სამწუხაროდ ჩამონათვალიდან ქართული ვებ სივრცე ძირითადად ‘წარღვნილია’ ე.წ. “ვარეზებით” და პორნოგრაფიით, თუმცა ალბათ ეს არც მოხდებოდა მომხმარებლების მხრიდან რომ არ არსებოდეს ასეთი ტიპის ინფორმაციაზე მაღალი მოთხოვნა.

მაგრამ ინტერნეტი მარტო საქართველოთი არ შემოისაზღვრება და არსებობს უფრო დიდი, გლობალური ქსელი რომელშიც მილიარდობით ვებვერდია მოქცეული..  ისინიც ასევე ათასობით სხვადასხვა ტიპისაა და დატვირთულია აუარებელი ინფორმაციით რომელიც დღეს ასე საჭიროა.

ეტაპები ვებგვერდის შექმნის პროცესში

როდესაც ქმნი საკუთარ ვებგვერდს იწყებ იმის განსაზრღვრით თუ რა სახის ვებგვერდი იქნება, რა ინფორმაცია განთავსდება მასზე, რა ტიპის ხალხზე იქნება გათვლილი და რა ერქმევა თავად ვებგვერდს. მაგალითად მე როდესაც PCMania-ს შექმნა დავიწყე განვსაზღვრე რომ ჩემი ვებგვერდი იქნებოდა საგანმანათლებლო /შემეცნებითი სახის ვებგვერდი სადაც განვათავსებდი უამრავ ინფორმაციას კომპიუტერული ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და ზოგადად ინფორმაციის სამყაროს შესახებ. ჩემი ეს ინტერნეტ პროექტი გათვლილი იქნებოდა კომპიუტერული ტექნოლოგიებით, ამ სფეროს სიახლეებით და გამოგონებებით დაინტერესებული ადამიანებისათვის. ვინაიდან და რადგანაც ვიცი რომ კომპიუტერის მომხმარებელთა უმრავლესობა თავიანთ “პიპიებთან” (პერსონალურ კომპიუტერებთან, რაშიც იგულისხმება – დესკტოპ/ლეპტოპები, ტაბლეტები და სმარტფონები) ყოველდღე კატასროფულად დიდი დროით ურთიერთობენ და ეს უკვე ერთგვარ “მანიაშიც” გადაეზარდათ, ამიტომ ჩემს ვებგვერდსაც დავარქვი სახელი “PC Mania” რაც იშიფრება როგორც “Personal Computer Mania”.

ამის შემდეგ საჭიროა მოიფიქრო საიტის მისამართი (ე.წ. “დომენი”), მაგალითად www.PCMania.ge. სურვილისა და საჭიროების მიხედვით ირჩევ პირველი დონის დომენს ანუ *.ge (საქართველო) *.ru (რუსეთი) *.com (კომერციული) *.net (ქსელები)  *.org (ორგანიზაციები)  *.info (საინფორმაციო) ან სხვა. როგორც ხედავთ ყველა დომენს თავისი შესაბამისი მნიშვნელობა აქვს რომლელთა სრულად ნახვაც შეგიძლია ამ ლინკზე. როგორც წესი   *.com-ი დაახლოებით 5-15 “მარადმწვანე” დოლარი/ წელიწადში, ხოლო  *.ge დომენი 30 ლარი წელიწადში ღირს. დანარჩენი პირველი დონის დომენები ფასები მოცემულია რეგისტრატორების ვებგვერდებზე.

მას შემდეგ რაც დომენს აირჩევ უნდა მოახდინო მისი რეგისტრაცია შესაბამის ადგილას , მაგალითად *.ge-ს “კავკასუს ონლაინის” ოფისში არეგისტრირებენ (სარეგისტრაციო აპლიკაცია ივსება ვებსაიტზე http://www.registration.ge),   *.com-ის და სხვა რამდენიმე დომენის რეგისტრაცია შეგიძლია http://godaddy.com -ზე ან სხვა დომენების სარეგისტრაციო სერვისში.

დომენის არჩევის შემდეგ ირჩევ ე.წ. “ჰოსტინგს” (ვებ სივრცეს) სადაც შენს ვებსაიტს განათავსებ. თუ გაინტერესებს როგორ აარჩიო ჰოსტი (ვებ სივრცის მომწოდებელი კომპანია) იხილე ეს სტატია. წესით დომენის შეძენისას იქვე გთავაზობენ ჰოსტინგსაც რომელსაც ფასის და პირობების მიხედვით არჩევ.

მას შემდეგ რაც გაამზადებ ინტერნეტ სივრცეს და დომენს, იწყებ საიტის განთავსებას ინტერნეტში. იმისათვის რომ შენთვითონ დაწერო შენი საიტის პროგრამული მხარე, ანუ ააწყო საკუთარი საიტის კონსტრუქცია აუცილებლად საჭიროა იცოდე ვებ-პროგრამიერების ენები როგორიცაა HTML, PHP, MySQL და ა.შ.  თუმცა ეს უფრო ისეთ კომპანიებს ან პიროვნებებ სჭირდებათ რომელსაც ესაჭიროებათ ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებული ვებსაიტები. ხოლო ჩვენ “ჩვეულებრივი მოკვდავები” ვიყენებთ სხვა ვებ-პროგრამისტების მიერ გამზადებულ ვებგვერდის “კონსტრუქციებს” ანუ სისტემებს რომლებსაც ვებ-სკრიპტები ან “ძრავები” (Enginge) ეწოდება.

ვებ-სკრიპტების ერთერთი სახეობაა СMS (Content Managment System) რომელიც საშუალებას გაძლევს შენს ვებგვერდზე რეგულარულად აწარმოო ინფორმაციის დამატება, ჩასწორება, წაშლა და ა.შ. (ანუ დინამიური კონტენტის მართვა). СMS-ს იყენებს ყველა ჩვენი საყვარელი “ვარეზზე” და სხვა დიდი ვებსაიტები. მათ შორის იმ ვებსაიტზეც რომელზედაც ახლა ამ სტატიას კითხულობ.

არსებობს სხვადასხვა კომპანიებისა და ორგანიზების მიერ შექმნილი СMS-ები რომელთა არჩევანი მრავალფეროვანია, დაწყებული ბლოგის სკრიპტებიდან დამთავრებული ფორუმის სკრიპტებით. იმისდა შესაბამისად თუ შენ რა ტიპის საიტს აკეთებ, ირჩევ სკრიპტს რომელსაც შემდეგ შენს ჰოსტინგზე დააყენებ.

გთავაზობ სხვადასხვა, ბლოგის СMS სკრიპტების ჩამონათვალს: WordPress, DrupalDLE, PHPfusion, PHPnuke, Joomla!  და სხვა. აქედან პოპულარობით სარგებლობს: WordPress, Drupal და Joomla!.

CMS სკრიპტის არჩევის და გადმოწერის შემდეგ იწყებ მის ატვირთვას და ინსტალაციას შენს სერვერზე (ჰოსტინგზე). სერვერის ყველა საჭირო მონაცემებს გაძლევენ მას შემდეგ რაც შეიძენ ჰოსტინგს, რის შემდეგაც გეძლევა სპეციაული FTP (File Transfer Protocol) სერვერი რომელსაც უკავშირდები შენი კომპიუტერით და მასზე ტვირთავ ფაილებს. მას მერე რაც  შენს FTP სერვერზე ატვირთავ შენს მიერ არჩეულ სკრიპტს იწყებ მის ინსტალაციას რომლის სახელმძღვანელო წესით სკრიპტს უნდა მოჰყვეს (როგორც წესი პოპულარულ  СMS ვებ-სკრიპტებს მოყვება ავტომატური ინსტალაციის სიტემა,  მხოლოდ მთავარია მიუთითო სწორი პარამეტრები და მონაცემთა ბაზების და ა.შ. ინსტალაცია თავისით მოხდება). 

სკრიპტის დაყენების შემდეგ შედიხარ შენს ადმინისტრატორის განყოფილებაში და იწყებ საიტის კონფიგურირებას. მას შემდეგ რაც შეარჩევ სასურველ დიზაინს და ა.შ. იწყებ სიახლეების და ზოგადად ინფორმაციის განთავსებას მასზე.

დასასრული..

მართალია ვებსაიტის შექმნის პროცესი ზედაპირულად განვიხილე მაგრამ საერთო ჯამში იმედია პრინციპი გასაგებია. საქმე ძალიან გიადვილდება მაშინ როდესაც ცოტა მაინც იცი ვებ-პროგრამირება და მარტივი სკრიპტების წერა. ასევე საჭიროა პრაქტიკა სერვერებთან მუშაობის ამბავში.

პირდაპირ ზუსტად სწავლება თუ როგორ გააკეთო ვებსაიტი საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. მათ კი ვისაც არ აქვს შესწავლის დრო და უნდა ძალიან სწრაფად და მარტივად (ზემოთ აღწერილი პროცესების გარეშე) თავისი ვებგვერდი იქონიოს ,შეუძლია გამოიყენოს ცნობილი ონლაინ სერვისები რომლებიც თავიანთ ვებსაიტზე გთავაზობენ საკუთარი გვერდის შექმნას.

მაგალითად შესაძლებელია საკუთარი ბლოგი გახსნა http://wordpress.com-ზე, http://blog.com -ზე ან  http://blogspot.com-ზე (სადაც ადვილად ისწავლი ინფორმაციის მართვას CMS ინტერფეისში). დარეგისტრირებულ საიტს ექნება ამ ფორმატის მისამართი http://სახელი.სერვისისსახელი.პირველიდონისდომენი (მაგალითად http://chemipirveliblogi.wordpress.com).

ხოლო შენ, ვისაც ეს ყველაფერი უფრო მეტ დეტალებში გაინტერესებს, გირჩევ ჩვენი სტატიების ციკლს: საკუთარი საიტი საკუთარი ხელებით!

 

143 კომენტარი
  1. mixeil gulitashvils veubnebi me ьфймы муи saiti magram programistebi bevri ar myavs da veraferi ver gavakete chems veb saits da 28 atas dolarshi gadavardi me me gtavazob ideas romelic shedgeba grupa 4 programistisga bugalteriisgan da chemi tavi romeliic fulit vuzrunvelyof chem veb saits mec gamegeba kompiuteri пефмфящи rom ertad shevqnat web saiti da sheni proeqti gavuziarot xalxs myavs mamachemis nacnobebi isini gavleliani pirebiariankaroche damireke am nomerze da gagesaubrebi me yvelaferze mogebis naxevari sheni iqneba da iqidan cota procentebi dagakldeba programistebze da bugalteriis gadasaxadze gagesaubrebi damireke dawvrilebit agixsni yvelafers 555485107

  2. me minda shevkmna saiti sadac ikneba sxvadasxva msurvelebis reklamebi sxvadasxva asev informacia istorul pirovnebebze da saintereso faktebi aseve nacnobi da ucnobi saxe aseve ikneba cnobili adamianebis biografia aseve leqsebi ikneba gamocanebi ikneba gamokitxva da sxva

  3. გამარჯობათ, მაქვს სერიოზული ბიზნეს პროექტი სერიოზული სოციალური ქსელის პროექტი, 14-წლის განმავლობაში სცენარებს სახით ვქმნი ნაშრომს და იგი 950–ათ თაბახის ფურცელს აღემატება დღესდღეობით. რა მჭირდება მე? კარგი პროგრამისტები რომ სცენარებიდან მანქანის ენაზე გადაიყვანონ და შეიქმნას და განხორციელდეს პროექტი. ჩემი გამოგონება მსოფლიოს დონის არის და გლობალურად მინდა, რომ მსოფლიოს მაშტაბით რეალიზაციაში გავუშვა. თუ დაგაინტერესებთ გამომეხმურეთ შემდეგ მისამართებზე:

    მობილური: 598507313
    ემაილი: mixeili.gulitashvili@gmail.com

  4. მე არც წამიკითხავს და არც მაინტერესებს, რადგან რომელ საიტზეც მომინდება იქ შემიძლია დავდო ნებისმერი ინფორმაცია. მაგ: გოგლი, ვიკიპედია და სხვა ბევრი რამ

  5. gamarjos kacurad amixsenit eg domeni raaris saiti minda pilmebis shevkmnda da domeni ro davaregsitriro anu ro viyido eg ikneba xo misamarti saitis da chveulebrivad avtvirtav mere pilmebs, html gareshe kompshi ro gadmovicero pilmebi da ise avtvirto chem saitze egeti rame sheidzleba tu sxva procesia sachiro mokled vyidulob ddomens da shemdeg mekneba chemi serveri xo? amis shemdeg shevdivar chem servershi da vacyob pilmebs dmexmaret isea rogorc vpikrob tu meshleba

    • გპასუხობ მაგრამ კითხვა უფრო ზუსტად ჩამოაყალიბე თუ შეიძლება. თუ უფრო ტექნიკური კითხვაა გთხოვ ჩვენს ფორუმზე დასვა http://talk.pcmania.ge, აქ კითხვები აკრძალულია.

  6. გამარჯობა დევი თუ შეგიძლია რომ დამეხმარო ამ სტატიების წაკითხვის შემდეგ დავიწყე ჩემი პირადი საიტის გაკეტება მაგრამ პრობლეემა მაქვს რეგისტრაციის გაკეტება მინდა საიტზე და შეეგიძლია დამაკვალიანო როგორ ხდება WebSite X5 Evolution ამაში ავაწყე წინასწარ მადლობა

    • თუ შეიძლება იგივე კითხვა უფრო მეტი დეტალით დაგვისვით ჩვენს ფორუზე talk.pcmania.ge და ვეცდებით მაქსიმალურად გაგიწიოთ დახმარება : )

  7. მე ვარ ბელა 12 წლის . ძალიან მიყვარს სხვადასხვა ქვეყნებზე ინფორმაციის შეგროვება. ეს საიტი მინდა ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიცნოს და მინდა ჩემი საშუალებით ეს საიტი პოპულარული გავხადო!

  8. Me es saiti shevqmeni da minda rom yvelam naxos*_*
    da dzalian…dzalian… magrad momwons mec.!!<33
    da isic msurs rom rom yvelam shemifasot chems vef gverdze..
    Facebook.com/gvantsa kekelidze(keke)*_*<33

  9. გამარჯობათ მე მაქვს კომპანიის საიტი http://telindustry.ge/ და ვიყენებ joomia 1.5.24 ვერისას და რომ განვაახლო 1.7.2-ზე webhost-ზე უნდა იყოს 
    “requirements for Joomla 1.7.
    Apache: v2.x
    Microsoft IIS:
    v7 PHP: v5.2.4 +
    MySQL:v5.0.4+” 
    მაგრამ ძველი ვერსიებია რას მირჩევთ როგორ დავუკავშირდე და განვაახლებინო იგი? 🙂

  10. au ra mainteresebs sheidzleba suleluri kitxvaa magram tu gadaixdi magalitad 30 lars nu gasagebia rom sheidzleba popularuli blogi gkondes magram im facebookis shemkmnelma am gverdit amdeni tanxa rogor ishova :D:D sargebels ras mivixebt 😀 😀

    • Facebook-ის შემქნელებს ყავთ რამდენიმე მილიარდიანი აუდიტორია ანუ ვიზიტორი, ამიტომ ფეისბუქზე დადებული რეკლამების უდიდესი წილი შესდით მათ, ამავდროულად რადგან გიგანტური კომპანიაა მისი აქციები ბაზარზე კარგად მუშაობს რაც კიდევ უფრო ზრდის მათ შემოსავალს.

  11. ici ra mainteresebs sul domenic hostingiic yvelaferi ra jdeba? da romel saitze sheidzleba shevidzino com hostingi. mag : host.ge 5 lariani paketi rom viyido tveshi 5 l unda vixado da morcha tu domenze calke da ragac? gtxom momwereeee

  12. მართალია ზედაპირული იყო მაგრამ ძალიან საჭირო.შედარება მომეწონა ყველაზე მეტად არქიტექტორის შესახებ.ყოჩაღ დევი,ჭკვიანი ბიჭი ხარ!ხომ ვერ დამეხმარებოდით ვორდპრესსზე,კერძოდ ჩემს ბლოგზე უკვე არსებული ერთი მომხმარებლის გარდა (ანუ მე) თუ შეიძლებ სხვაც დარეგისტრირდეს და დაამატოს სიახლეები?

  13. მადლობ, დევი.
    ვერ ვერკვევი ჰოსტინგებში და დომეინებში და იქნებ მითხრა მერე რა უნდა ვქნა, დომენს რომ დავირეგისტრირებ, ჰოსტინგზე კი მივუთითე მისამართი, მაგრამ სეტაფს მთხოვს და მანდ გავიჭედე. ჰოსტინგში კიდევ ვერკვევი, აი დომენის კი არ ვიცი და ვერ მივხვდი როგორ უნდა დავაკავშირო ერთმანეთთან ვებ-ჰოსტინგ და დომეინი. სეტაფს რომ მთხოვს co.cc, რა ვუქნა?

    • მოკლედ ჰოსტინგს რომ აიღებ იქვე მიუთითე რომ მაგ ჰოსტინგზევე გინდა სუბდომენის აღება (000Webhost.com-ზე ვამბობ). დაარეგისტრირებ ესეთს http://ragacasaxeli.000Webhost.com , მერე შედი joynic.com-ზე და დაარეგისტრირე ახალი დომენი. დომენს რო დაარეგისტრირებ შედი შენს ექაუნთში და მონახე [Domain Settings] > ახალ გვერდზე Destination URL: -ში ჩაუწერე ის მისამართი რაც ჰოსტინგმა მოგცა (http://ragacasaxeli.000Webhost.com ) და ბოლოს submit info მიე და ვსო.. : )

  14. devi, მადლობელი დაგრჩები თუ მიპასუხებ:
    დაწერილი მაქვს სხვადასხვა პროგრამები, მაგრამ ჩემს სამეგობროს ვერ გასცდა ვერცერთი. 🙁 . საიტი მჭირდება, სადაც განვათავსებ და გადმოიწერს ხალხი (ვარეზებზე კი შემიძლია დამატება, მაგრამ არ მინდა ეგრე). ახლა ამ საიტის “შიგთავსი” D:\-ზე მაქვს, ოღონდ web-სკრიპტები და რამე არაა, html, php, java და ა.შ ენების საშუალებით დავწერე და ახლა დომეინი მჭირდება და სადმე არ იცი მარტივად რომ იშოვებოდეს უფასო დომენი და უფასო ჰოსტინგიც რომ იყოს იქვე. სულ ერთია რა სუფიქსი ექნება, მთავარია მოკლე იყოს, თუნდაც .at.tt.
    ისე, ინერნეტი რომ გამიყვანეს, ხელშეკრულების თანახმად ერთი ვებ-საიტის შექმნის უფლება გაქვთო ეწერა და როგორ უნდა მოვიქცე, რომ ეს უფლება გამოვიყენო (ახალი ქსელების ინტერნეტი მაქვს), მაგათ საიტზე ვერ ვნახე ეგეთი რამე.
    ძალიან გხოვ მიპასუხო, მჭირდება ძალიან!…. 🙁
    წინასწარ დიდი მადლობა! 🙂

    • კი შეიძლება სხვადასხვა პროგრამების გამოყენება, დასვით ფორუმზე ეს კითხვა და მიიღებთ ამომწურავ პასუხს..

  15. ra vtqva ar vici dzaan magari saitia eg erti da meore aseti admini mgoni erti xar 🙂 yvelapers zustad da zrdilobianad wer … da es xalxs siamovnebs mezizgeba monitoridan bevri kitvxa mara es kaci sie wers ro msiamovnebs kitxva da dzaan bevri rame sheviswavle gaixare amdin :*

  16. gtxovt damexmarot saitis gaketebashi da 40 evros mivtcem.chemtan dakavshireba shegidzliat facebooqze avtandil gourgenidze da skypi aris avtoavto5553

  17. გამარჯობა,დევი
    მე მზიკო ვარ 9 წლის ,გუშინ ბლოგი გავაკეთე ბლოგერზე,/იქ 19წლის მივეცი,ისე არ დამარეგისტრირებდა,/იუთუბზე ვნახე ვიდეო რეგისტრაციაზე ბლოგერში და იმის მიხედვით უპრობლემოდ(კაი ხარისხი ქონდა ვიდეოს)გამოვიდა.
    მაგრამ ერთი პრობლემა მაქვს –ვიდეოში არ იყო ნაჩვენები ბლოგზე ვიდეოს ან სხვა მოძრავი კადრების დასმა და რაც უფრო მაინტერესებს ისეთი სათაურების გაკეთება რომ მოწკაპავ და სხვა ტექსტში გადაყავხარ,როგორც შენთან ან ცალ მხარეს რო ჩამონათვალი აქვს და მასში შედიხარ.
    დღეს რაღაც შემთხვევით გადაგაწყდით ,ეს მგონი ადრე დადებული გაქვს,მაგრამ მე ალბათ რამეში გამომადგება თუ გავიგე ტექსტი.თუ რამენაირაად დამეხმარები რაც მე მაინტერესებს იმაში ძაან მაგარი ბიჭი იქნები

  18. tavidan azze ar viyavi martla ra .. xoda klaselma gaaketa klasis forumi da metqi mec vizav tko da ver izamo da jinaze gavakete.. 😀 imdenad vcdilobdi mistvis gadamejokra da uketesi mkonoda mteli dge komps vajeqi skriptebs vedzebdi rom uketesi gamxdariyo saiti.. ucoz iyo mara.. 😀 egec mixaroda meee.. 😀

      • აჰაა.. უფრო ჯიბრის გრძნობა მქონდა თან ვებ-მასტერია და ძალიან მაბრაზებდა.. ისე ამ პატარა გოგომ რაც ვქენი ეგეც საკმარისია.. 😀

  19. საგოლ დზაან მაგარი საიტია სულ მაინტერესებდა ვებ დიზაინის შესწავლა და ეხლა შემთხვევით წავაწყდი ამ საიტს და ზედაპირულდ გადავიკითხე საკუთარი ვებ გვერდის შექმნის შესახებ. ვფიქრობ ეს საიტი დამეხმარება ვებ დიზაინის სრულყოფილად შექმნაში. მაგარი საიტიააააააა. საგოლ ადმინ მაგარი ვებ გაგიკეთებია. მაგარი ხარ.

  20. სააღოლ რა, რამდენი ხანია თავი ვერ მოვაბი საიტის გაკეთების შესწავლა რითი და როგორ დამეწყო და ამ ერთი სტატიით რაღაც 15 წუთში გავიგე ყველაფერი ის ძირითადი ამოცანები რაც საჭიროა დასაწყისისათვის, მადლობა ადმინ მაგარი კაცი ხარ

  21. მართლა მაგარი საიტია. გეტყობა ნიჭიერი კაცი ხარ და ღმერთმა ხელი მოგიმართოს. ჩვენც თუ გაგავნათებე ასე კაის იზამ. ჯიგარი ხარ

  22. martla udzlieresi saitia! aseti daxvecili ishviatoobaa kvelanairi informaciaa compebze da ara marto dzalian saintereso statiebi devs, bevrs axal iscavli

  23. გამარჯობათ, მე მაქვს საიტი იფასო ჰოსტზე ucoz-ე და მინდა ქართულ დომეინზე და ჰოსტზე გადმოსვლა მაიტერესებს თუ არი შესაძლებელი საიტის გადმოტანა და სად შეიძლება ეს გავაკეთო? ბევრგან ფორუმზე დავწერე ჰოსტინგებზეც გავაგზავნე მეილი მაგარამ არავინ მეხმაურება გთხოვთ დამეხმარეთ…

    • ucoz-ზე სამართავ პანელში ნახე ექსპორტირებას თუ აკეთებს რომელიმე ცნობილი სკრიპტისათვის, მაგალითად თუ აკეთებს ექსპორტს WordPress-ისათვის, ჩამოტვირთავ მაგ ექსპორტ ფაილს მერე იყიდი ჯი დომენს დააყენებ ჰოსტინგზე WordPress-ს და ვორდპრესის პანელში დააიმპორტებ შენს ექსპორტირებულ ფაილს..

  24. DEVI dzalian didi didi madloba chemo dzmao! arc ki vici rogor gadagixado madloba. magram ert getyvi rom hmerti iyos sheni da sheni ojaxis mfarveli. dzalian kargi adamiani xar da neta yvela shensavit gulaxdili iyos dzmao. dzalian gamaxare. exla ki inda gisurvo carmatebebi shens sadac ar unda iyo da rasac ar unda aketebde. shenistana adamians nahdad unda qondes carmatebebi yoveltvis rom, ers da xalxs gamoadges. gamarjvebuli gataros hmertma dzmao. MADLOBAS GITVLI CHEMO DZMAO! PATIVISCEMIT “LASHA XMELIDZE” QUTAISIDAN.

  25. martlac dzalian magari saitia dzmao, da iset siketes aketeb rom rac arcet qartvels web gverdebze ar gauketebi. hmerti iyos sheni mfarveli. erti survili mec maq da dzalian ki merideba magram, sxva gza ar maq. tu ici cs serveri rogor gavaketo damexmare. dzalian didi madlobeli viqnebi tu amashi xels shemicyob da gamomigzavni axsnas. tu ara da ara da shen iyavi kargad dzmao da, sxva gzas davadgebi. dzalian didi xania saitebze vedzeb am axsnas da ver vnaxulob versad. tqven ki dzalian gulketili adamiani brdzandebit. nebismieri pasuxi chems postaze gamomigzavne kacurad. didi madloba cinascar!!! gaixare chemo dzmao shens ojaxtan ertad.

    • გამარჯობა Lasha. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ასეთი გულკეთილი წერილისათვის, მინდა შენც წარმატებები გისურვო ცხოვრებაში. ჯანმრთელი და ბედნიერი ყოფილიყავი.

      რაც შეეხება შენს თხოვნას, მინდა გითხრა რომ დროის საშინელი დეფიციტი მაქვს. საქართველოს სახელით ვემზადები მსოფლიო ოლიმპიადისათვის ფიზიკაში რომელიც ჩინეთში ჩატარდება ამ კვირებში.

      მე უბრალოდ მოგიძებნე მასალა CS Server-ების შექმნასთან დაკავშირებით. ეს ინსტრუქცია დევს თვითონ ქაუნთერის ოფიციალურ ვებგვერდზე სადაც დეტალურადაა აღწერილი რა და როგორ გჭირდება. თუ ინგლისურთან დიდი პრობლემა არ გაქ და შეეცდები წაიკითხო მემგონი არ უნდა გაგიჭირდეს.

      მოკლედ გაგიკეთებ მენიუს და შენთვითონ აირჩიე რა გჭირდება

      Introduction – შესავალია რომლის ლინკსაც გიგზავნი
      Getting Started – ამ ინსტრუქციით მოემზადები დასაწყებად
      Windows: Install CS Source – აქ ნახავ როგორ შექმნა სერვერი ვინდოუსის სისტემაზე ქაუნთერ სორსისთვის
      Windows: Install CS 1.6 – აქ ნახავ როგორ შექმნა სერვერი ვინდოუსის სისტემაზე ქაუნთერ 1.6-ისთვის
      Linux: Install CS Source – აქ წერია როგორ შექმნა სორსის სერვერი ლინუქსზე
      Linux: Install CS 1.6 – აქ წერია როგორ შექმნა 1.6-ის სერვერი ისევ ლინუქსზე
      Conclusion – ესეც დასკვნითი გვერდი

      წარმატებებს გისურვებ!

      პატივისცემით DEVI

  26. ყოჩაღ ადმინ ,მომეწონა ძალიან. კარგი საიტია ბევრის სწავლა შეიძლება, და ვფიქრობ რომ მალე პოპოლარული გახდება….

  27. მართლა უძალიანმაგრესი საიტია, დღეს ვნახე პირველად და ძაან დამევასა, გეტყობა ბევრი გაქვს ნაშრომი, ყოჩაღ ასეთი საიტი ჯერ არ ვიცი ქართულ ვებსივრცეში, ყოჩაღ! ყველანაირად გაგიბაზრებ საიტს, იმედია საინტერესო იფორმაციების დამატებას არ შეაჩერებ. 😉

  28. gaixara dzma vigac xar magari kaci xar.
    magrad gamiscorda exla eseti axsnebi ro da ganmartebebi rom vnaxe.
    ert saitze viyavi da davigruze magrad.
    ise ar xdeba iq rogorc me minda 😀
    xoda aci me davamugameb chemi saitis gaketebas.
    gaixare dzma .
    jigari xar!

  29. ადმინ შეიძელბა რაგაც კითხვა დაგისვა?? თუ შეიძლება გამაგებინეთ ვინმემ როგორ გავიგო Pentium მომცეს თუ Celeron???

  30. admin tu damexmarebi. mainteresebs reitingebshi magalitad piczo poll. rogor sheidzleba ertma kacma misces bevri xma. zogi meubneba 30 camshi ert xmas vadzlevo da zogi kide ertdroulad adzlevs da iqneb eg informaciac daagdo

  31. ramdens aigeb rom chemtan ertad (araferi ar vici, nichieri var) sheqmna saiti. rac nishnavs ertad vijdet da tan mixsnide da tan vqmnidet saits.

    pativiscemit,
    mgobari

  32. au zma skypes gasatex romelime programas an xerxsac tu mirchev damtavrebuli ikneba yvela echvi am saitis sizlierestan dakavshirebit(me arc ise ar mepareba aranairi ehcvi mara mainc):)

კომენტარები დახურულია