GTA 4 კოდები

როგორც ბევრ პოპულარულ თამაშში, მითუმეტეს კი Grand Theft Auto-ში, არსებობს სპეციალური კოდები რომლებიც “სასწაულების” მოხდენის საშუალებას გვაძლევს. მოკლედ ამ პოსტში გთავაზობთ GTA IV-ის კოდებს რომლის საშუალებითაც სწრაფადვე მიიღებთ იარაღებს, მოიმატებთ სიცოცხლეს და ა.შ.

GTA 4-ში წინა ვერსიებთან შედარებით გართულებულია კოდების შეყვანა. გარკვეული სიტყვებისა და წინადადებების აკრეფვის მაგივრად გიწევთ აკრიფოთ ნომრები, თან არა პირდაპირ თამაშის დროს არამედ პერსონაჟის მობილურ ტელეფონზე აკრეფვით. 

კოდის ასაკრეფად მიყევით შემდეგ ნაბიჯებს:

1) თამაშის დროს კლავიატურაზე ვაწვებით ზევით მიმართულ ისარს [Up], გამოვა ტელეფონი

2) ამის შემდეგ კიდევ ერთხელ ვაწვებით ზევით ისარს [Up]

3) დავიწყებთ სასურველი ნომრის შეყვანას (დეფისის გარეშე)

948-555-0100 – ინფორმაცია მუსიკის შესახებ
938-555-0100 – გამოიწერე Jetmax
625-555-0150 – გამოიწერე Sanchez
625-555-0100 – გამოიწერე NRG-900
486-555-0150 – იარაღების კომპლექტი 1
486-555-0100 – იარაღების კომპლექტი 2
482-555-0100 – სიცოცხლის, ტყვიების და აბჯარის შევსება
468-555-0100 – ამინდის შეცვლა
362-555-0100 – ჯავშნის აღდგენა
359-555-0100 – გამოიწერე Annihiliator (ვერტმფრენი)
267-555-0150 – დაიმატე პოლიციის ძებნის ვარსკვლავი
267-555-0100 – მოიშორე პოლიცია
227-555-0175 – გამოიწერე Comet
227-555-0168 – გამოიწერე SuperGT
227-555-0147 – გამოიწერე Turismo
227-555-0142 – გამოიწერე Cognoscenti
227-555-0100 – გამოიწერე FIB Buffalo

4) დასარეკად ვაჭერთ Enter-ს.

სასურველ ნომერზე დარეკვის შემდეგ კოდის შესაბამისი მოქმედება შესრულდება.

მაგალითისთვის შეგიძლიათ უყუროთ ამ სადემონსტრაციო ვიდეოს:

 

32 კომენტარი
  1. არა რა დევი არ გეხერხებათ საიტის ადმინისტრაციას თამაშების განხილვა და თამაშებთან დაკავშირებული სიახლეების გადმოცემა ამიტომ იქნებ გეიმერ ადმინისტრატრი აგეყვანათ და ის მოაგვარებდა გეიერების პრობლემებს და თხოვნებს.

  2. chem kompze sadgac ori erti tvis win gadavayenebine vindousi, imis mere chveulebriv kitxulobda tamashis diskebs, mere damewva kvebis bloki da ro gavaketebine magis mere DVD-revraiteris disks kitxulobs chveulebriv da tamashis an kinos disks ro vdeb ar kitxulobs imas da risi brali iqneba xo ver metyvi ?

  3. ეს გვერდი შემთხვევით აღმოვაჩინე ვებ-ში , ძალიან მომეწონა კარგი და საინტერესო ინფორმაციები გავიგე. კარგი პროექტია და ჩემის აზრით ამ ხალხს მეტ ყურადღებას უნდა აქცევდნენ იმიტომ რომ ესენი საქმეს აკეთებენ!

    რისფექთები ჩემგან!

კომენტარები დახურულია