როგორც ბევრ პოპულარულ თამაშში, მითუმეტეს კი Grand Theft Auto-ში, არსებობს სპეციალური კოდები რომლებიც “სასწაულების” მოხდენის საშუალებას გვაძლევს. მოკლედ ამ პოსტში გთავაზობთ GTA IV-ის კოდებს რომლის საშუალებითაც სწრაფადვე მიიღებთ იარაღებს, მოიმატებთ სიცოცხლეს და ა.შ.
GTA 4-ში წინა ვერსიებთან შედარებით გართულებულია კოდების შეყვანა. გარკვეული სიტყვებისა და წინადადებების აკრეფვის მაგივრად გიწევთ აკრიფოთ ნომრები, თან არა პირდაპირ თამაშის დროს არამედ პერსონაჟის მობილურ ტელეფონზე აკრეფვით.
კოდის ასაკრეფად მიყევით შემდეგ ნაბიჯებს:
1) თამაშის დროს კლავიატურაზე ვაწვებით ზევით მიმართულ ისარს [Up], გამოვა ტელეფონი
2) ამის შემდეგ კიდევ ერთხელ ვაწვებით ზევით ისარს [Up]
3) დავიწყებთ სასურველი ნომრის შეყვანას (დეფისის გარეშე)
948-555-0100 – ინფორმაცია მუსიკის შესახებ
938-555-0100 – გამოიწერე Jetmax
625-555-0150 – გამოიწერე Sanchez
625-555-0100 – გამოიწერე NRG-900
486-555-0150 – იარაღების კომპლექტი 1
486-555-0100 – იარაღების კომპლექტი 2
482-555-0100 – სიცოცხლის, ტყვიების და აბჯარის შევსება
468-555-0100 – ამინდის შეცვლა
362-555-0100 – ჯავშნის აღდგენა
359-555-0100 – გამოიწერე Annihiliator (ვერტმფრენი)
267-555-0150 – დაიმატე პოლიციის ძებნის ვარსკვლავი
267-555-0100 – მოიშორე პოლიცია
227-555-0175 – გამოიწერე Comet
227-555-0168 – გამოიწერე SuperGT
227-555-0147 – გამოიწერე Turismo
227-555-0142 – გამოიწერე Cognoscenti
227-555-0100 – გამოიწერე FIB Buffalo
4) დასარეკად ვაჭერთ Enter-ს.
სასურველ ნომერზე დარეკვის შემდეგ კოდის შესაბამისი მოქმედება შესრულდება.
მაგალითისთვის შეგიძლიათ უყუროთ ამ სადემონსტრაციო ვიდეოს: