http://www.digitalworldtokyo.com/entryimages/2008/01/080130_CPU.jpg

დევიმ დაწერა სტატია, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს ‘ოპერატიულს’ ვიტყვით თუ ‘ოპერაციულს’. ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ დავაპირე, რომ დავწერო კომპიუტერის ნაწილებზე რაც კი ვიცი, ამაში თქვენი დახმარებაც დამჭირდება.. დაგვისვით კითხვები და ერთად გავიგოთ უფრო მეტი.

თავდაპირველად დავწერ  CPU-ს  შესახებ

CPU – ეს არის აბრევიატურა რომელიც იშიფრება როგორც Сentral Processor Unit – იგივე ცენტრალური პროცესორი

CPU არის კომპიუტერის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი რომელიც ასრულებს ყველაზე მთავარ ოპერაციებს (რეგისტრებს), ფაქტიურად ის არის კომპიუტერის ტვინი.

პროცესორში არის 6 ძირითადი რეგისტრი:

  1. აკუმულატორი – (cache-ს უმთავრესი ნაწილი) მაშინ როცა ALU გამოთვლას ატარებს ვთქვათ I “სიტყვაზე” (32 ბიტიანი) ამ დროს II “სიტყვა” აკუმულატორში “ელოდება”- ანუ დროებით დამმახსოვრებელი რეგისტრი.
  2. ბრძანებათა მთვლელი – აკონტროლებს ყველა ბრძანებას (და მიმდევრობას) რომელიც მიმართულია შიდა-სალტიდან დამუშავებაზე.
  3. მეხსიერების მისამართის რეგისტრი – ის უთითებს მეხსიერების (ქეშში) იმ უჯრედს რომელიც პროცესორმა უნდა გამოიყენოს – ამ რეგისტრიდან გამომავალი შინა არის – სამისამართო შინა!
  4. ბრძანებების რეგისტრი – ამის დანიშნულებაა ის რომ მიმდინარე შესასრულებელი ბრძანება შეინახოს.
  5. მდგომარეობის რეგისტრი – ეს რეგისტრი იმისთვისაა რო პროგრამის შესრულების დროს შემოწმებები ჩაატაროს და შედეგები შეინახოს (ერთერთი ყველაზე რთული აგებულების რეგისტრი).
  6. ALU-ს საბუფერო რეგისტრი – ესეც დამმახსოვრებელი მოწყობილობის როლს ასრულებს (ინახავს მარტო ერთ სიტყვას 32/64bit).

თანამედროვე პროცებში არის ასევე ზოგადი დანიშნულების რეგისტრები, რომლებიც იმეორებენ ერთ-ერთი სხვა რეგისტრის ფუნქციას. ალბათ  რთული ტერმინოლოგიის გამოყენება მოგვიხდა მაგრამ მზად ვართ დაგეხმაროთ თუ რამე ვერ გაიგეთ.

პროცესორში ასევე არის მართვის სქემები, რომლებიც ბრძანებათა/მონაცემთა მიმდევრობითობას აკონტროლებენ რეგისტრების მთელ “მეურნეობაში”.

და ბოლოს – მონაცემთა შ/სალტე. ის აკავშირებს ALU, FPU-ს და რეგ-ებს ერთმანეთთან მართვის სქემებიდან ბრძანების მიღების შემდეგ. ანუ –  ზუსტად ამ შიდა სალტეზეა საუბარი როცა იძახიან პროცესორი 2.4 გეგაჰერცზე მუშაობსო.

რეგისტრებს შორის დაკავშირების სიჩქარე ითვლება პროცესორის სიჩქარეთ და განისაზღვრება ჰერცებში (საერთოდ გიგაჰერცებში).

დღეს-დღეობით ყველაზე გავრცელებულია AMD-სა და INTEL-ის პროცესორები.

ჩემი აზრით ინტელის პროცესორები ჯობს და ამიტომაც გეტყვით ინტელის კლასებს:

  • Intel® Core™2 Duo
  • Intel® Core™2 Quad
  • Intel® Core™2 Extreme
  • Intel® Core™ i7
  • Intel® Core™ i7 processor Extreme Edition

ძალიან მარტივად არის საქმე. Core 2 იმიტომ წერია, რომ ეს არის მეორე თაობის პროცესორები Core სერიიდან – Pentium 1, Pentium 2, Pentium 3, Pentium 4 -ის მსგავსად!

რაც შეეხება ბირთვებს:

  • Duo ნიშნავს  2 ბირთვს
  • Quad (იგივე Quadro) ნიშნავს 4 ბირთვს
  • Extreme =  ეს არის გეიმერებისთვის და ექსტრემალი ოვერქლოქერებისთვის გამოშვებული პროცესორები, რომლებიც ძალიან ძლიერებია და ძალიან კარგად “რაზგონდება”

i7 ეს არის ახალ ბირთვზე “ნეჰალემზე” აშენებული პროცესორები, ანუ აქვს საერთოდ ახალი სოკეტი (1366) არის სრულიად ახალ არქიტექტურაზე აგებული და არის რეალური 4 ბირთვიანი პროცესორი Core 2 Quad-სგან განსხვავებით (ეს პროცესორები უფრო ორი ცალი მიწებებული Core 2 Duo-ა ვიდრე რეალური 4 ბირთვი). რაც შეეხება i7 Extreme Edition-ს ესეც გეიმერებისთვის და ოვერქლოქერებისთვის არის გამიზნული!

ეხლა რაც შეეხება Core 2 Duo-ს და Core 2 Quad-ს ამათ შორის დავა ისევ გრძელდება. კერძოდ თუ რომელია უკეთესი ჩვენთვის, მე პირადად Core 2 Duo-ს ვუჭერ მხარს, რადგან არცერთი თამაში ჯერჯერობით და არცერთი პროგრამა (რომელსაც მე ვიყენებ) 4 ბირთვზე არაა ოპტიმიზირებული (ანუ არ იციან როგორ იმუშავონ 4 არხზე – შესაბამისად ტყუილად გადაყრილი დოლარებია).

ამჟამად Core 2 Quad-ის შეძენის ერთადერთ გასამართლებელ შემთხვევას წარმოადგენს სერვერი და კერძოდ მონაცემთა ბაზებთან მუშაობა –  ბაზები უფრო კარგად მუშაობენ 4 ბირთვზე ვიდრე 2 ბირთვზე. რაც შეეხება სამომხმარებლოს, არანაირად არაა გამართლებული 4 ბირთვის შეძენა (საუბარია ამჯერად მხოლოდ Core 2 Quad-ზე, რას შემოგვთავაზებს i7 მომავალში ტესტირებებით გახდება ცნობილი).

ხშირად გაიგებთ – მე ამდენ ბირთვიანი პროცესორი მაქვს და ასე შემდეგ. ჩამოგითვლით ამ 5 კლასის პროცესორში როგორ ნაწილდება ბირთვები თავის სიჩქარეებით:

  • Intel® Core™2 Duo 2 ბირთვი 3.33 GHz, 3.33 GHz 3.16 GHz 3 GHz 2.83 GHz 2.66 GHz 3.06 GHz 2.93 GHz 2.8 GHz 2.66 GHz 2.53 GHz 3 GHz 2.66 GHz 2.66 GHz 2.4 GHz 2.33 GHz 2.33 GHz 2.13 GHz 2.13 GHz 1.86 GHz 2.4 GH 2.2 GHz 2 GHz 1.8 GHz ჰერცები
  • Intel® Core™2 Quad  4 ბირთვი : 3 GHz , 2.83 GHz , 2.66 GHz , 2.5 GHz , 2.33 GHz 2.4 GHz ჰერცებით
  • Intel® Core™2 Extreme 4 ბირთვი 3.2 GHz, 3 GHz , 2.93 GHz 3 GHz 2.93 GHz 2.66 GHz ჰერცები
  • Intel® Core™ i7 8 ბირთვი 3.066 GHz 2.933 GHz 2.666 GHz 2.93 GHz 2.8 GHz
  • Intel® Core™ i7 processor Extreme Edition 8 ბირთვი 3.33 GHz 3.20 GHz

აქვე დავამატებ  რომ Intel® Core™ i5 – 4 ბირთვიან 2.66 GHz პროცესორებს შორის კიდევ ბევრი განსხვავებაა მაგრამ, უნდა აღინიშნოს პროცესორში ტექნოპროცესი ანუ ნანომეტრული ტექნოლოგია. რაც უფრო მცირე ნანომეტრული ტექნოლოგიაა გამოყენებული ტრანზისტორის დამზადებისას მით მეტი ეტევა პროცესორის ზომაში, რაც წარმადობას ზრდის.

გავრცელებულია 65 ნანომტრული პროცესორები, მაგრამ უკვე შემოდის ბევრად უკეთესები – 45 ნანომტრიანებიც, რომელიც იმედია მალე გაიაფდება.

სულ ეს არის უცბად რაც გამახსენდა, იმედია დაგაკმაყოფილებთ ცოტათი მაინც. ვეცდები AMD-ს მიმოხილვა ცალკე შემოგთავაზოთ.

30 კომენტარი
  1. au me minda gtxovot damxmareba me maq kompi romelizec axlaxans gavadzliere operatiuli da videokarta amjamad me maq 1gb 9500gt videokata/2operaiuli/1.8ghz intel celeron
    320 gb vinchesteri tumca amas didi mnishvneloba arc aq rogorc ki gavadzliere kompi mashinve chavwere windows 7 dda minda gitxrat rom tamashebbze michedavs arada ro vadzlierebdi mashin mitxren ar gagichedavso mere ra ro birtvo tu ghz 1.8 gaqo mara 1 2 tvea ki rac maq da michedav tamashebze e umravlesobaze axla c.s ze ar michedavs 1.6 mara sxva ze titqmis yvelaperze gta san andreaszec ki gtxovt damexmarot da gamarkviot ra vqna tu damexmarebit tanxazec aaraa problema ise nfs prostreetzec rato unda michedavdes an call of dute 4 an 5 ze azrze ar var imedia damexmarebit chemi skaipia giki-3 damexmaret ra

  2. martla kai statia gaixare brat da erti ram mintresebs dzaan didixania da iqneb damexmaro raa :(:( me maqvs “intel(R)celeron(R)CPU , 2.4 GHZ DA VER METYVI RAMDEN BIRTVIANI DA ROGORI SIDZLIERIS KOMPIAA ??? :(:( TU SHEGIDZLIAT DAWEROT AQ RAA :(:(

  3. devi dzma kacurad mitxari E8400 3.0GHZ 4Birtvia?? Da 2GB iani rami ori cali ro chavdga propertisshi 4gbewereba???
    RA MAZERS MIRCHEV 200LARIS FARGLEBSHI DA VIDEO KARTAS??? KACURAD DAMEXMARE KOMPIS YIDVA MINDA DA…

    • E8400 3.0 – Core 2 Duo-ა , ანუ ორბირთვიანია რეალურად
      2x2GB გამოვა 4GB ასე რომ 4GB ეწერება 🙂
      მაზერი ეცადე პოპულარული ფირმის იყოს, სასურველია ASUS-ი ან Gigabyte. 200 ლარის ფარგლებში ვიდეოკარტაც ინტეგრირებული იქნება

      სხვებსაც დაუსვი კითხვა ჩვენს ფორუმზე http://talk.pcmania.ge

  4. გამარჯობათ, სერვერისთვის რომელი პროცესორი აჯობებს
    Core™2 Quad
    თუ
    5…….Intel® Core™ i7 ?

    • ჩემი აზრით Intel® Core™ i7 ამ დროისთვის საუკეთესო არჩევანი იქნება.. დიდი წარმადობა აქვს.

  5. სოკეტი ის ბუდეა რომელშიც პროცესორი ჯდება
    დარაზგონებაზე თუ გაინტერესებს
    http://www.overclockers.ge/forum/
    ამ საიტზე უკეთ ვერსად გაიგებ
    და არა მარტო რაზგონზე
    64 და 32 ბიტიანი სისტემები ძირითადად ერთი რამით განსხვავდება 32 ბიტიანი 3.2GB ოპრეატიულზე მეტთან ვერ მუშაობს 64 ბიტიანს შეუძლია მილიონობით ტერაბაიტთან იმუშაოს

    86X იგივეა რაც 32 ბიტიანი სისტემა

  6. მომეწონა 🙂
    კაია…
    და შეგიძლია ამიხსნა სოკეტი და დარაზგონება რა არის მოკლედ? :))
    და 64 ბიტიან და 32 ბიტიანებს შორის გასხვავებებზე არ იქნება საუბარი? აგრეთვე 86X რა არის? და რა ოპერატიული სისტემები მიდის მაგათზე….

  7. ვერ მეტყვით როგორ გავიგო რომელი პროცესორი მიდის ჩემს დედაპლატაზე? მარტო სოკეტს ააქ მნიშვნელობა?
    მაგალითად მე მაქ 775 იანი და ნებისმიერი პროცესორ წავა რომელიც 775 ზე მუშაობს??

    • კი ძირითადად სოკეტზეა დამოკიდებული (თუ შედარებით თანამედროვე დედადაფა გაქ), თუ ცოტა მოძველებულია მაშინ გამტარისუნარიანობაზე მოგიწევს დაკვირვება..

      • გამარჯობა დევი!თუ შეგიძლია მითხრა AMD ATHLONX2 აქვს პროცესორი ლეპტოპ TOSHIBA A300D და თუ შეიძლება დადავცვალო AMD PHETONZE წინასწარ დიდი მადლობა

        • ორი სხვადასხვა მოდელის პროცესორია რომელიც არ ვიცი რამდენად ემთხვევიან არქიტექტურით ერთმანეთს. ATHLON-ები არსებობს ნოუთბუქებისათვის რომელიც შენს ნოუთბუქსაც აქვს მაგრამ Phenom-ი (ალბათ ეს მოდელი იგულისხმე “PHETONZE”-ში) არ არის ნოუთბუქებისთვის, ის ჩვეულებრივ დესკტოპებში გამოიყენება. ასე რომ პასუხია უფრო “არა”.

          • და კიდევ რა მაინტერესებს ამ მოდელზე მიკენია CPU Type Mobile DualCore AMD Athlon 64 X2 TK-57, 1900 MHz (9.5 x 200) და თუ შეიძლება ამის გაუმჯობესება?

          • AMD Turion™ X2 Ultra Dual-Core Mobile Processor-ით თუ გააუმჯობესებ ალბათ.. უბრალოდ ზუსტად არ ვიცი რამდენად წავა მაგ ნოუთზე.

კომენტარები დახურულია