მედია დიზაინერმა Toshio Iwai-მ Yamaha-სთან ერთად შექმნა 21 საუკუნის სრულიად ახალი ინსტრუმენტი, ესაა TENORI-ON, 16 X 16 LED ზედაპირი, რომელითაც საუცხოო მელოდიების შექმნა შეგვიძლია.

TENORI-ON შესანიშნავია არა მარტო DJ-სთვის არამედ სრულიად ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაც, ამ ინსტრუმენტით საინტერესო და ხარისხიანი მელოდიებისა და მიქსების შექმნაა შესაძლებელი.

ინსტრუმენტში ერთადაა გაერთიანებულია შიდა კონტროლერი და ზედაპირი. მელოდის შექმნა ხდება LED ღილაკებით და ნათებით რომელსაც ისინი წარმოქმნიან, რაც მრავალრიცხოვან და დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს რაც შეიძლება ადვილად გარდავქმნათ ჩვენი ფანტაზია რეალობად.

TENORI-ON უზრუნველყოფს ექვსი სახის ხმისა და სინათლის ტონალობას, აგრეთვე შესაძლებელია მათი გაერთიანება უფრო მდიდარი და დახვეწილი მუსიკის შესაქმნელად.

ეს ტონალობებია:

Score Mode

Random Mode

Draw Mode

Bounce Mode

Push Mode

Solo Mode

აღსანიშნავია რომ შექმნილი კომპოზიციის შენახვა შესაძლებელია SD Memory კარტაზეც.

ამ ინსტრუმენტის ფასი $1200-ია.

 

წყარო: File.ge