ხშირად გექნებოდათ შემთხვევა როდესაც სადმე წვეულებაზე, დაბადების დღეზე ან სულაც უბრალოდ მეგობრებთან იყავით და ცოტა ხანში მეგობრების ალბომებში დაითაგეთ გადაღებულ სურათებზე. ასეთი შემთხვევები კი ხშირად მეორდება, სურათები კი გროვდება და გროვდება.

დროთა განმავლობაში გვინდა ეს სურათები შეგვენახოს და არ დავკარგოთ, იმ შემთხვევაშიც თუკი თქვენი მეგობრები წაშლიან მათ. გამოსავალი მათი გადმოწერაა, თუმცა როცა ასეთი ფოტოების რაოდენობა ასეულებს აღწევს ძნელია თითოეული ფოტოს გახსნა და სათითაოდ შენახვა.

სწორედ ამიტომ ეს პოსტი დაგეხმარებათ Facebook-იდან გადმოწეროთ ყველა ის ფოტო  რომელშიც დატაგული ხართ, რამდენიმე მარტივი მოქმედებით.

დავიწყეთ

პირველ რიგში საჭიროა სპეციალური პროგრამის, PhotoGrabber-ის გადმოწერა.

გადმოსაწერად დააჭირეთ აქ

პაკეტში შეტანილია PhotoGrabber-ის Windows-ზე მომუშავე ვერსია, ამასთან თანდართულია ცალკე ZIP ფაილად Mac OS-ის ვერსიაც.

გადმოწერის შემდეგ Windows-ის მომხმარებლებმა უნდა გაშალონ გადმოწერილი არქივი სადმე ერთ ფოლდერში.

Mac OS-ის მომხმარებლებმა უნდა გაშალონ გადმოწერილ პაკეტში არებული PhotoGrabber-OSX-r83.zip ფაილი და PhotoGrabber.app ფაილი ჩააგდონ მაკის აპლიკაციების ფოლდერში.

PhotoGrabber-ს არ სჭირდება ინსტალაცია,

საკმარისია ერთ ფოლდერში გაშლილ არქივში მონახოთ და გაუშვათ  “pg.exe” ფაილი.

ფოტოების გადმოწერა

მას შემდეგ რაც პროგრამას გაუშვებთ, ეკრანზე გამოვა ავტორიზაციის ფანჯარა.

დააწექით ლურჯ ღილაკს.

გაიხსნება ბროუზერის ფანჯარა სადაც აპლიკაცია მოგთხოვთ თქვენს პროფილზე უფლებების დაშვებას.

მას შემდეგ რაც დაათანხმებთ აპლიკაციის გამოყენებას თქვენს ექაუნთზე, გამოჩნდება ახალი გვერდი სადაც მოცემული იქნება სპეციალური მისამართი ფოტოების გადმოსაწერად.

დააკოპირეთ მისამართი, დაბრუნდით პროგრამის ფანჯარაში, ჩასვით მითითებულ ველში დაკოპირებული მისამართი და დააწექით ღილაკს “I want to download”.

 

PhotoGrabbe-ი გამოიტანს თქვენი მეგობრების სრულ სიას. თუ გსურთ რომ გადმოწეროთ ფოტოები სადაც მათ მიერ ხართ დათაგული, უბრალოდ დააწექით  Myself-ს და შემდგომ [Begin Download]-ს.

სანამ გადმოწერა დაიწყება, უნდა მონიშნოთ ფოლდერი სადაც ყველა ფოტო გადმოიწერება. მიუთითეთ ფოლდერი და დააწექით [OK]-ს.

Facebook-ზე არსებული ფოტოები საკმაოდ პატარა ზომისაა, თუმცა გადმოწერის დრო დამოკიდებული იქნება მათ საერთო რაოდენობაზე და თქვენი ინტერნეტ კავშირის  სიჩქარეზე.

როგორცკი დასრულდება გადმოწერა, შედით თქვენს მიერ მითითებულ ფოლდერში და ყველა ფოტო იქ დაგხვდებათ : )

იგივე პროცესის გამეორებით თქვენი მეგობრების სიაში შეგიძლიათ მონიშნოთ რომელიმე მათგანი და მათ დატაგულ ფოტოებს გადმოწერთ : )