მინდა ვაღიარო რომ დღესდღეობით ჩემი ფავორიტი ბროუზერი Opera-აა რომელიც უკვე დიდი ხანია პატიოსნად მემსახურება. ჩვენი ვებგვერდიც ამჟამინდელი დიზაინი (რომელიც მალე ახლით შეიცვლება) Opera-ს მიმართაა ოპტიმიზირებული და შესაბამისად ამ ბროუზერში იხსნება ისეთი როგორიც წესი უნდა იყოს. ამასთან PCMania-ს ვიზიტორების 45-50% სწორედ Opera 9-ს მომხმარებელია. არ მინდა ეს ყველაფერი მიკერძოვებულ რეკლამად გამომივიდეს მაგრამ რადგან ჩვენი მომხმარებლების უმრავლესობა ამ ბროუზერის მომხმარებელია მინდა ერთი რამ გასწავლოთ.

ალბათ იყენებთ ოპერას კომფორტულ ფუნქცია Speed Dial-ს.

Speed Dial-ი შეიცავს 9 ცარიელ უჯრას რომელიც ზოგისთვის შეიძლება საკმარისია ზოგისთვის კი (როგორც ჩემთვის) ძალიან ცოტაა. დღეს კი მათთვის ვისთვისაც 9 Speed Dial-ი ცოტაა ვაქვეყნებ ინსტრუქციას.

როგორ დავამატოთ უფრო მეტი უჯრები Speed Dial-ში

1. Opera-ს მისამართების ზოლში ჩაწერეთ შემდეგი მისამართი (ბრძანება) “opera:about”

მონახეთ სად არის თქვენი Opera Profile Folder-ის მისამართი და დააკოპირეთ  მთლიანად მისამართი Opera6.ini ნაწერამდე (ანუ ამ სურათის შემთხვევაში იქნება: D:\Program Files\Opera\profile )

2. შედით თქვენს კომპიუტერში დაკოპირებულ მისამართზე.

შეგიძლიათ My Computer-ის ფანჯარაში Address ველში ჩასვათ მოცემული მისამართი

ან შეგიძლიათ გამოიძახოთ Run-ი ( Start Menu > Run ან [Win] + [R] )

4. გახსენით ფაილი “speeddial.ini”  რომელიმე ტექსტურ რედაქტორში, მაგალითად Notepad-ში (ვისთვისაც გაუგებარია თუ როგორ გახსნას: მარჯვენა კლიკი ფაილზე და გამოსულ მენიუში მონახეთ Open With > Notepad )

3.  ფაილში ტექსტური კოდის ბოლოს ჩაამატეთ შემდეგი ბრძანებები როგორც სურათზეა ნაჩვენები :

[Size] Rows=4
Columns=4

აქ თქვენთვითონ შეგიძლიათ არეგულიროთ პარამეტრები  Rows (ხაზები) და Columns (რიგები).

თუ მაგალითად  Rows=7 მიუწერთ მაშინ გექნებათ შვიდი ხაზი ხოლო თუ Columns-საც 7-ს მიუწერთ გექნებათ შვიდი ხაზი და შვიდი მწკრივი და გამოვა რომ სულ გექნებათ 49 Speed Dial უჯრა.

დაასეივეთ (File > Save) ფაილი და დახურეთ Notepad-ი.

5. გახსენით ოპერა და ისიამოვნეთ ახალი უჯრებით

 

ბონუსი: როგორ მოვაცილოთ საძიებო ველი Speed Dial ღილაკების თავზე

გააკეთეთ შემდეგი:

  1.  Opera-ს მისამართის ზოლში ჩაწერეთ შემდეგი ბრძანება: opera:config#UserPrefs|SpeedDialSearchType
  2. პარამეტრის მნიშვნელობა მიუთითეთ ნოლი – “0”
  3. ბლოკის ბოლოში დააწექით ღილაკს [Save]
25 კომენტარი
  1. აუუუ მმაგარი კაცი ხარ რაა,გავაკეთე და უუღრმესი მადლობა

  2. adrec mindoda amis gaketeba da mashin ar gamomivida 🙂
    axla shemtxveviT gadavwydi am posts da gavakete 🙂

    didi madloba 🙂

    magram is “2. პარამეტრის მნიშვნელობა მიუთითეთ ნოლი – “0“” ai es ver vipove sad unda mivutito …

  3. რათ უნდა ხალხო ამას ამდენი ჩალიჩი ან ამაზე სტატიების წერა არ გირცჰევნიათ ბარემ ისეთI ოპერა დააყენოთ რომელიც 20 გვერდიანი იქნება. მოძებნეთ ასე OPERA AC ამისი რომელიმე ვერსია გადმოწერეთ დააყენეთ და ეგააა რაა

  4. mokled yvelaferi ise gavakete rogorc instrukciashi iko mititebuli,kvelaferi gavakete magram shedegi 0! ratom ver gavige! davakopuire is svetebi da xazebis odenobac magram araferic ar moxda

  5. gaixare brat gavakete, magrad gamiscorda, nagdad mchirdeboda :D. ici rogor gaaketebt braat ai aq aris C:\Documents and Settings\aq tqveni kompis saxeli\Application Data\Opera\Opera\profile da shignit speed diali gdia notepadis saxit da mand chaamatebt zemot mocemul brdzanebebs 😉

  6. Devi,

    didi madloba egeti eseti saintereso informaciebistvis, magram rogorc lasham iseve verc me ver gavige zustad rogor gavaketo, iqneb ufro detalurad agvixsna.

  7. უფრო ადვილი ხერხია tuneuputiletes 2009 ფუნქცია customies windows–ში შედი და რამდენიანიც გინდა დახადე სპიდ–დიალი, თან ამ პროგით კომპსაც გაწმინდავ

  8. devi didi madloba rom ase kargad gvexmarebist kompis scavlashi txovna maq kargad ver gavige da didi bodoshis moxdit iqneba detalurad momcero chems mailze ris mere ra vqna kargad ar vici da zalian momecona cinascar didi madloba

კომენტარები დახურულია