კომპთან ჯდომა რომ თალისთვის საზიანოა ეს მემგონი უცნობი არაა. ამაზე ბევრი კამათობს, განსაკუთრებით კი მშობლები ეჩხუბებიან შვილებს და მემგონი ეს სწორიცაა! ვიღაც უნდა უწევდეს კონტროლს ამას. მეც და ალბათ არაერთ თქვენგანს შექმნია ასეთივე სიტუაცია როდესაც 24 საათიდან 12 კომპიუტერთან ვზივართ და ეს საკმაო პრობლემებს გვიქმნის როგორც უფროსებთან (ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის) ასევე ჩვენს თვალებთანაც კი 🙂 როგორც PCMania.ge-ზე ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო გამოკითხულ ვიზიტორთა უმრავლესობა თავიანთ PC-სთან 4 საათზე მეტს სხედან.
ერთერთ ქართულ სამედიცინო ფორუმზე (http://forum.narkozi.com) ვკითხულობთ:
საზიანოა თუ არა კომპიუტერი მასთან მომუშავე ადამიანების თვალებისათვის? დღეისათვის ამის შესახებ დამაჯერებელი მტკიცებულებები არ არსებობს. თუმცა, კომპიუტერთან მუშაობის დროს ადამიანთა ჩივილები თვალების არეში არასასიამოვნო შეგრძნებებისა და დისკომფორტის გამო სულ უფრო მატულობს, აქედან გამომდინარე, მხედველობისათვის მონიტორების უსაფრთხოების პრობლემა დიდ ყურადღებას იქცევს.
გამოკვლევები, რომელიც ჩატარდა აშშ-ის სახელმწიფო (არაკომერციული) ლაბორატორიებში მოწმობენ, რომ თვალებისათვის საშიში მაიონიზებელი (რენტგენის ტიპის) და არამაიონიზებელი (ულტრაიისფერი)გამოსხივების დონე, რომელიც მოდის ეკრანიდან, საკმაოდ დაბალია. მაგალითად, მონიტორიდან მომდინარე ულტრაიისფერი გამოსხივების დონე უმნიშვნელოა დღის ნათურების გამოსხივებასთან შედარებით. ულტრაიისფერი გამოსხივების ამ დოზას არ შეუძლია კატარაქტის გამოწვევა თუნდაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ზემოქმედებდეს. ზოგჯერ, კომპიუტერთან მუშაობის შემდეგ, წარმოიქმნება შავ-თეთრი საგნების “შეფერადების” შეგრძნება. თუმცა ეს დაავადების ნიშანი კი არა, ნორმალური მხედველობისათვის დამახასიათებელი თავისებურებაა.ეს, ეგრეთწოდებული, მაკ`კალახის ეფექტია, რომლის დროსაც ეკრანზე არსებული ძირითადი ფერების გარდა საგნები იძენენ დამატებით შეფერილობას.
კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ მონიტორით გამოწვეული დაძაბულობის შედეგად შეიძლება წარმოიშვას ისეთი არასასიამოვნო შეგრძნებები, როგორიცაა თვალების გაღიზიანება (სიწითლე, ცრემლდენა ან რქოვანას სიმშრალე), გადაღლა (საერთო დაღლილობა, ტკივილისა და სიმძიმის შეგრძნება თვალებისა და თავის მიდამოში), მხედველობის ფოკუსირების გაძნელება, ასევე ზურგის ტკივილი და კუნთოვანი სპაზმები. ამ შემთხვევაში აუცილებელია მივმართოთ ექიმ-ოკულისტს, რომელიც დაგვეხმარება ზემოთაღნიშნული ჩივილების გამომწვევი მიზეზების დადგენასა და, აუცილებლობის შემთხვევაში, სათვალის შერჩევაში. თვალის ორგანული დაავადების გამორიცხვის შემდეგ ეცადეთ მოხერხებულად მოაწყოთ თქვენი სამუშაო ადგილი და გაითვალისწინოთ რჩევები კომპიუტერთან მომუშავეებისათვის.
გახსოვდეთ!კომპიუტერთან მუშაობის დროს თვალების გამოხატული დაღლილობის შემთხვევაში მხოლოდ სამედიცინო გამოკვლევა გადაწყვეტს, დაკავშირებულია იგი არასწორ სამუშაო პირობებთან თუ ფარულად არსებულ თვალის დაავადებასთან
(ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემია)
მხედველობის პრობლემები მათი პრეროგატივაა, ვინც ტექნიკური პროგრესის ეპოქაში ცხოვრობს. ოფთალმოლოგების აზრით დედამიწის საერთო მოსახლეობის 50% პროცენტს თვალებთან დაკავშირებული ესა თუ ის პრობლემა აქვს, და სამწუხაროდ ყველამ არ იცის, როგორ გადაწყვიტოს იგი.
თვალის სიმშრალეკომპიუტერთან მომუშავე ადამიანებისათვის ალბათ ნაცნობია ეს სიტუაცია: თვალების ქავილი, წვა, თვალის კაკლის გაწითლება, ქუთუთოები კი თითქოს თავისით იხურებიან დაღლილობისაგან. მსგავსი სიმპტომები მიანიშნებს დაავადებას: „მშრალი თვალის სინდრომი’’. და თუ მას თავიდანვე არ მიაქცევთ ყურადღებას, შედეგად ბევრ უსიამოვნებას მიიღებთ. თუმცაღა, თვალის დაავადებებისას მხოლოდ კომპიუტერი არ არის დამნაშავე. მასზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს: ძალიან მშრალი კონდიცირებული ჰაერი, ქუჩის მტვერი, არაბალანსირებული კვება, რომელიც ვიტამინების ნაკლებობას იწვევს ორგანიზმში. თუ ცალ–ცალკე ამ ფაქტორებს არ შეუძლიათ გამოიწვიონ თვალის სიმშრალე, ერთად მათ ბევრი უსიამოვნების მოტანა შეუძლიათ.
ქუთუთოებისამწუხაროდ, კომპიუტერული გამოსხივება მხოლოდ თვალის სიმშრალეს არ იწვევს. მათ, ვინც მონიტორთან დღეში 8 საათზე მეტ ხანს ატარებს, დიდი შანსი აქვთ გახდნენ ბლეფარიტების – ქუთუთოების ანთებითი დაავადებების მსხვერპლნი. სიმპტომები ასეთია: თავიდან გრძნობთ ქავილს და თვალის გამუდმებულ დაღლას, შემდეგ ქუთუთოები წითლდება და შუპდება, შედეგად კი წამწამების გასწვრივ შეიძლება წარმოიქმნას წვრილ–წვრილი ქერცლი, რომელიც ქერტლს მოგაგონებთ, რომელსაც კოსმეტიკით ვერ დამალავთ, მით უმეტეს, რომ ამ დაავადების დროს თვალის მაკიჟი აკრძალულია.
მინუსებიმხედველობის სიმახვილის დაქვეითება კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემაა. ბავშვებიც კი, რომლებიც კომპიუტერული თამაშებით არიან დაკავებულნი, რისკის ჯგუფში შედიან. პრობლემა იმაშია, რომ მონიტორზე გამოსახულება შედგება უამრავი მოციმციმე წერტილისაგან, ხოლო ადამიანის თვალი მსგავს ტექსტებსა და ნახატებს არ არის შეგუებული. თუ უწყვეტ ხაზებს ქაღალდზე ჩვენ უცბად ვკითხულობთ, თვალს ინფორმაციის მისაღებად ბევრად მეტი ძალისხმევა სჭირება, ხოლო მუდმივი დაძაბულობის შედეგად ხდება ფუნქციონალური ვარდნა, შედეგად კი მხედველობა განუხრელად უარესდება.
პირველი დახმარებაყველა პრობლემა მოგვარებადია, მთავარია, არ „მიუშვათ’’ ისინი თავის ნებაზე. ოფთალმოლოგებმა დიდი ხანია შეიმუშავეს მთელი რიგი რეკომენდაციები, რათა ეს პრობლემები თავიდან ავიცილოთ, მაგრამ რატომღაც მათ ყურს არავინ უგდებს:
მუშაობის რეჟიმი: რა თქმა უნდა, იდეაში, კომპიუტერთან 4–5 საათზე მეტი არ უნდა გაატაროთ დღეში, მაგრამ თანამედროვე პირობებში ეს თითქმის შეუძლებელია. ამ შემთხვევაში შეეცადეთ გააკეთოთ 10 წუთიანი შესვენებები საათში ერთხელ მაინც. თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ, გადით სუფთა ჰაერზე, ან გაიხედეთ ფანჯარაში. თვალები ძალიან დაგეღალათ? ახამხამეთ ისინი 20–30 წუთით. მოხატეთ თვალებით ჰაერში „რვიანი’’, ისე, რომ თავი არ ამოძრაოთ. უკიდურეს შემთხვევაში იქონიეთ ხელოვნური ცრემლის პრეპარატი – ისინი თვალის სიმშრალეს არ კურნავენ, მაგრამ მოგიხსნიან თვალის დაღლილობას და შეწითლებას.
კვება: დიახ, რითიც იკვებებით არა მხოლოდ თქვენს სხეულზე აისახება, არამედ თვალებზეც. თვალებისათვის სასარგებლოა ვიტამინები А, B2, E, C, ასევე ხაჭო, მჭლე ხორცი, თევზი და სხვა. ზამთრის პერიოდში, როცა ორგანიზმი ისედაც ვიტამინების ნაკლებობას განიცდის, დალიეთ სპეციალური ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსები.
ჰიგიენა: სატისტიკის მიხედვით, ქალები უფრო ხშირად ავადდებიან თვალის დაავადებებით, ვიდრე კაცები., და ეს განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ ჰიგიენური საკითხებით. მაკიაჟის გაკეთებისას ბაქტერიების მოხვედრის რისკი თვალის მიდამოებში ძალიან დიდა. ასეთი რამ რომ არ მოხდეს, კვირაში ერთხელ მაინც გარეცხეთ თვალისათვის განკუთვნილი ყველა ჯაგრისი და მოწყობილობა ცხელი წყლით და საპნით, ნუ გამოიყენებთ სხვის ტუშსა და ჩრდილებს. ამას გარდა, სპეციალისტები გირჩევენ ყოველდღე ჩაიტაროთ თვალების ჰიგიენა – გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი და წაისვით ბლეფაროგელები, საღამოობით ნუ დაგავიწყდებათ თბილი კომპრესები ბლეფაროლოსიონებით, ან თვითონ მოამზადეთ ნაყენი ბალახებისაგან(მაგ.გვირილა). ეს პროცედურები 10 წუთზე მეტ დროს არ წაგართმევთ, სამაგიეროდ ძალიან დაგეხმარებათ.
რა შემთხვევაში უნდა მიაკითხოთ ექიმსთუ თვალების წვა და შეწითლება მხოლოდ მაშინ ხდება, როცა დიდი ხნით ზიხართ კომპიტერთან, ამის მიხედვა თავადაც შეგიძლიათ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ქუთუთოები გამუდმებულად შეშუპებული გაქვთ, დაწითლებული, ქავილი გაწუხებთ და ატყობთ, რომ მხედველობა გიუარესდებათ, აუცილებლად მიაკითხეთ ოფთალმოლოგს. დაავადებას უმჯობესია პროფესიონალმა მიხედოს, ხოლო პროფილაქტიკა – თქვენს ხელთაა.