მინდა ვაღიარო რომ დღესდღეობით ჩემი ფავორიტი ბროუზერი Opera-აა რომელიც უკვე დიდი ხანია პატიოსნად მემსახურება. ჩვენი ვებგვერდიც ამჟამინდელი დიზაინი (რომელიც მალე ახლით შეიცვლება) Opera-ს მიმართაა ოპტიმიზირებული და შესაბამისად ამ ბროუზერში იხსნება ისეთი როგორიც წესი უნდა იყოს. ამასთან PCMania-ს ვიზიტორების 45-50% სწორედ Opera 9-ს მომხმარებელია. არ მინდა ეს ყველაფერი მიკერძოვებულ რეკლამად გამომივიდეს მაგრამ რადგან ჩვენი მომხმარებლების უმრავლესობა ამ ბროუზერის მომხმარებელია მინდა ერთი რამ გასწავლოთ.

ალბათ იყენებთ ოპერას კომფორტულ ფუნქცია Speed Dial-ს.

Speed Dial-ი შეიცავს 9 ცარიელ უჯრას რომელიც ზოგისთვის შეიძლება საკმარისია ზოგისთვის კი (როგორც ჩემთვის) ძალიან ცოტაა. დღეს კი მათთვის ვისთვისაც 9 Speed Dial-ი ცოტაა ვაქვეყნებ ინსტრუქციას.

როგორ დავამატოთ უფრო მეტი უჯრები Speed Dial-ში

1. Opera-ს მისამართების ზოლში ჩაწერეთ შემდეგი მისამართი (ბრძანება) “opera:about”

მონახეთ სად არის თქვენი Opera Profile Folder-ის მისამართი და დააკოპირეთ  მთლიანად მისამართი Opera6.ini ნაწერამდე (ანუ ამ სურათის შემთხვევაში იქნება: D:\Program Files\Opera\profile )

2. შედით თქვენს კომპიუტერში დაკოპირებულ მისამართზე.

შეგიძლიათ My Computer-ის ფანჯარაში Address ველში ჩასვათ მოცემული მისამართი

ან შეგიძლიათ გამოიძახოთ Run-ი ( Start Menu > Run ან [Win] + [R] )

4. გახსენით ფაილი “speeddial.ini”  რომელიმე ტექსტურ რედაქტორში, მაგალითად Notepad-ში (ვისთვისაც გაუგებარია თუ როგორ გახსნას: მარჯვენა კლიკი ფაილზე და გამოსულ მენიუში მონახეთ Open With > Notepad )

3.  ფაილში ტექსტური კოდის ბოლოს ჩაამატეთ შემდეგი ბრძანებები როგორც სურათზეა ნაჩვენები :

[Size] Rows=4
Columns=4

აქ თქვენთვითონ შეგიძლიათ არეგულიროთ პარამეტრები  Rows (ხაზები) და Columns (რიგები).

თუ მაგალითად  Rows=7 მიუწერთ მაშინ გექნებათ შვიდი ხაზი ხოლო თუ Columns-საც 7-ს მიუწერთ გექნებათ შვიდი ხაზი და შვიდი მწკრივი და გამოვა რომ სულ გექნებათ 49 Speed Dial უჯრა.

დაასეივეთ (File > Save) ფაილი და დახურეთ Notepad-ი.

5. გახსენით ოპერა და ისიამოვნეთ ახალი უჯრებით

 

ბონუსი: როგორ მოვაცილოთ საძიებო ველი Speed Dial ღილაკების თავზე

გააკეთეთ შემდეგი:

  1.  Opera-ს მისამართის ზოლში ჩაწერეთ შემდეგი ბრძანება: opera:config#UserPrefs|SpeedDialSearchType
  2. პარამეტრის მნიშვნელობა მიუთითეთ ნოლი – “0”
  3. ბლოკის ბოლოში დააწექით ღილაკს [Save]