ალბათ იცით რომ ქართულ საიტებს შორის myvideo.ge დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია, აქედან გამომდინარე myvideo.ge-ზე შემოსული ვიზიტორებით შეგვიძლია გავიგოთ დაახლოებით რა მდგომარეობაა ქართულ ინტერნეტში, რა ბრაუზერებს იყენებენ ხალხი რა ოპერაცოულ სისტემებს და ასე შემდეგ…

ეს ინფორმაცია განსაკუთრებით ქართველ ვებ-დეველოპერებს გამოადგებათ :)

დავიწყოთ ბრაუზერებით:

როგორც ხედავთ Opera აშკარა ლიდერია ქართულ ბაზარზე რაც ჩემთვის პირადად ძალიან გასაკვირია, თუმცა ჯობია ისევ Opera ლიდერობდეს ვიდრე IE.
ასევე მინდა გითხრათ IE-ს კონკრეტული ვერსიების სტატისტიკა

  1. 7,0 – 44,30%
  2. 8,0 – 29,18%
  3. 6,0 – 26,49%

ყველა ვებ-დეველოპერისთვის სასიამოვნო ამბავი უნდა იყოს IE 6-ის მესამე პოზიციაზე გადანაცვლება.

ოპერაციული სისტემები:


აქ ვდებ მხოლოდ Windows-ის ვერსიებს რადგან მას ქართული ბაზრის 98,99% უკავია, მეროე მესამე ადგილს ინაწილებენ Mac Os 0.66%, Linux 0.20%

მონიტორის გარჩევადობა:


სამწუხაროდ 1024×768 ჯერჯერობით ისევ ყველაზე პოპულარულია.

Adobe Flash:

Adobe-ის ინფორმაციით Flash-ი დგას ინტერნეტში ჩართული კომპიუტერების 99%, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გვინდა გაჩვენოთ Flash-ის რა ვერსიები უყენიათ ქართველ მომხარებლებს.

Java Support:


ძალიან მეეჭვება 2010 წელს ვინმე Java Applet-ებს იყენებდეს ვებისთვის მითუმეტეს საქართველოში მაგრამ მაინც დავდებ ამ სტატისტიკასაც.

მოკლედ სულ ეს იყო, იმედია ქართველ დეველოპერებს რაღაცით მაინც მივეხმარეთ.

წყარო: http://blog.myvideo.ge/