პროექტი Opte რომელიც აშშ-ს ქსელების სპეციალისტმა ბარეტ ლაიონმა შეიმუშავა განხორციელდა. პროექტის მიზანია გამოისახოს მსოფლიო ინტერნეტი (ავტორის თქმით გათვალისწინებულია ყველა კვანძი), ამისათვის გამოყენებულია ქსელური პროგრამა “traceroute” . პროგრამა აფიქსირებს ყველა იმ IP მისამართებს რომელთა შორისაც ხდება ინორმაციის გაცვლა და ამის მიხედვით ადგენს გამოსახულებას.
და აი ის საოცარი გამოსახულებაც:
Opte-ს რუკა დაშიფრულია ფერებით, თითოეულ კვანძს გააჩნია თავისი ფერი:
- ჩრდილოეთ ამერიკა – ლურჯად
- ევროპა/შუა აღმოსავლეთი/ცენტრალური აზია/აფრიკა – მწვანედ
- ლათინური ამერიკა – ყვითლად
- წყნარი ოკეანის ბასეინი – წითლად
- გაურკვეველი/გაუგებარი – თეთრად