Facebook Timeline ის დაანონსებას როგორც ჩანს გრანდიოზული გამოხმაურება მოჰყვა მთელს ინტერნეტ სივრცეში. ზოგს უხარია, ზოგს არ მოსწონს.. ზოგს კი ერთი სული აქვს გაTimeline-დეს..
ვისაც ჯერ კიდევ არ გაგიგიათ ამ სიახლის შესახებ, მალე ახალი პროფილის დიზაინი გექნებათ Facebook-ში.
ასეა თუ ისე, ბრენდები არ ჩამორჩნენ ამ სიახლეს და იმისდა მიუხედავად რომ ეს სერვისი მომხმარებლებისთვისაა შექმნილი, თავიანთი Timeline-ბის კონცეფციაც ჩამოაყალიბეს..
იხილეთ გალერეა:
მე კი დღეს ბრენდებსაც და მომავალ ან უკვე გაბრენდებულ ბლოგერებსაც წარმოგიდგენთ Timeline-ის თემას თქვენი WordPress-ისთვის.
ძალიან მარტივი და მოსახერხებელი დიზაინი.. რაც მთავარია მაქსიმალურად მიმგვანებული ახალ Timeline-ს.
გადმოწერაც, დემოც და განახლებების ნახვაც შეგიძლიათ ოფიციალური ვებსაიტიდან. რაც მთავარია უფასოა.
რაც შეეხება თქვენს პროფილებს, ვისაც ერთი სული გაქვთ უკვე განაახლოთ პროფილი, წაიკითხეთ Georgio-ს პოსტი.
ხოლო ვინც დაელოდებით მის ოფიციალურად გაშვებას მაშინ უბრალოდ [Sign Me Up] ღილაკს აწვებით TimeLine-ის გვერდზე