მინდა ვაღიარო რომ დღესდღეობით ჩემი ფავორიტი ბროუზერი Opera-აა რომელიც უკვე დიდი ხანია პატიოსნად მემსახურება. ჩვენი ვებგვერდიც ამჟამინდელი დიზაინი (რომელიც მალე ახლით შეიცვლება) Opera-ს მიმართაა ოპტიმიზირებული და შესაბამისად ამ ბროუზერში იხსნება ისეთი როგორიც წესი უნდა იყოს. ამასთან PCMania-ს ვიზიტორების 45-50% სწორედ Opera 9-ს მომხმარებელია. არ მინდა ეს ყველაფერი მიკერძოვებულ რეკლამად გამომივიდეს მაგრამ რადგან ჩვენი მომხმარებლების უმრავლესობა ამ ბროუზერის მომხმარებელია მინდა ერთი რამ გასწავლოთ.
ალბათ იყენებთ ოპერას კომფორტულ ფუნქცია Speed Dial-ს.
Speed Dial-ი შეიცავს 9 ცარიელ უჯრას რომელიც ზოგისთვის შეიძლება საკმარისია ზოგისთვის კი (როგორც ჩემთვის) ძალიან ცოტაა. დღეს კი მათთვის ვისთვისაც 9 Speed Dial-ი ცოტაა ვაქვეყნებ ინსტრუქციას.
როგორ დავამატოთ უფრო მეტი უჯრები Speed Dial-ში
1. Opera-ს მისამართების ზოლში ჩაწერეთ შემდეგი მისამართი (ბრძანება) “opera:about”
მონახეთ სად არის თქვენი Opera Profile Folder-ის მისამართი და დააკოპირეთ მთლიანად მისამართი Opera6.ini ნაწერამდე (ანუ ამ სურათის შემთხვევაში იქნება: D:\Program Files\Opera\profile )
2. შედით თქვენს კომპიუტერში დაკოპირებულ მისამართზე.
შეგიძლიათ My Computer-ის ფანჯარაში Address ველში ჩასვათ მოცემული მისამართი
ან შეგიძლიათ გამოიძახოთ Run-ი ( Start Menu > Run ან [Win] + [R] )
4. გახსენით ფაილი “speeddial.ini” რომელიმე ტექსტურ რედაქტორში, მაგალითად Notepad-ში (ვისთვისაც გაუგებარია თუ როგორ გახსნას: მარჯვენა კლიკი ფაილზე და გამოსულ მენიუში მონახეთ Open With > Notepad )
3. ფაილში ტექსტური კოდის ბოლოს ჩაამატეთ შემდეგი ბრძანებები როგორც სურათზეა ნაჩვენები :
[Size]
Rows=4
Columns=4
აქ თქვენთვითონ შეგიძლიათ არეგულიროთ პარამეტრები Rows (ხაზები) და Columns (რიგები).
თუ მაგალითად Rows=7 მიუწერთ მაშინ გექნებათ შვიდი ხაზი ხოლო თუ Columns-საც 7-ს მიუწერთ გექნებათ შვიდი ხაზი და შვიდი მწკრივი და გამოვა რომ სულ გექნებათ 49 Speed Dial უჯრა.
დაასეივეთ (File > Save) ფაილი და დახურეთ Notepad-ი.
5. გახსენით ოპერა და ისიამოვნეთ ახალი უჯრებით
ბონუსი: როგორ მოვაცილოთ საძიებო ველი Speed Dial ღილაკების თავზე
გააკეთეთ შემდეგი:
- Opera-ს მისამართის ზოლში ჩაწერეთ შემდეგი ბრძანება: opera:config#UserPrefs|SpeedDialSearchType
- პარამეტრის მნიშვნელობა მიუთითეთ ნოლი – “0”
- ბლოკის ბოლოში დააწექით ღილაკს [Save]