Mac OS X მიეკუთვნება გრაფიკულ ოპერაციულ სისტემას, რომელიც შექმნილია კომპანია Apple-ის მიერ. Mac OS X არის მემკვიდრე ორიგინალური
Mac OS-სა, რომელიც იყო Apple-ის ძირითადი, დამწყები ოპერაციული სისტემა, 1984 წლიდან… Mac OS X ეყრდნობა Unix-ის ოპერაციულ სისტემას, რომელიც
განვითარებული იყო NeXT-ის მიერ, რომელიც 1997 წელს Apple Inc-მა შეიძინა 400 მილიონ დოლარად.

პირველი ვერსია გამოსულ იქნა როგორც Mac OS X Server 1.0 1999 წელს, რომელმაც შეინარჩუნა ე.წ. “platinum” -ის გამოსახულება, და მეტიც იგი მიმსგავსებული იყო OPENSTEP-თან.. The desktop-oriented ვერსია Mac OS X v10.0 გამოვიდა 2001 წლის მარტში, ახალი Aqua user-ის ინტერფეისით, მად შემდეგ 5 მკაფიო “end-user” და “server” ვერსიები შემოგვთავაზა ამ კომპანიამ, ყველაზე ბოლოს კი ვიხილეთ Mac OS X v10.5 2007 წლის ოქტომბერში. ყოველი Mac OS X-ის სახელწოდება დაკავშირებულია ე.წ “დიდ კატებთან”. მაგალითად Mac OS X v10.5 დაარქვეს “ლეოპარდი”, ხოლო მის წინა ვერსიას – “ვეფხვი”.

Mac OS X დაფუძვნებულია Mach kernel-ზე და წარმოქმნილია Berkeley Software Distribution-ისგან (BSD) კომპანია Nextstep-ში. Nextstep წარმოადგენდა object-oriented ოპერაციულ სისტემას, რომელიც განვითარებული იყო Steve Jobs-ის მიერ, მას შემდეგ რაც მან დატოვა Apple 1985 წელს. სანამ ჯობსი Apple კომპანიასთან აღარ იყო, Apple ცდილობდა შეექმნა ახალი თაობის ოპერაციული სისტემა Taligent-ისა და Copland-ის საშუალებით, რამაც მხოლოდ ცოტაოდენი წარმატება მოიპოვა.

საბოლოოდ, NeXT’s OS (ოპერაციული სისტემა) — შემდეგში ეწოდა OPENSTEP და არჩეულ იქნა Apple-ის ძირითად ოპერაციულ სისტემად. Steve Jobs დაბრუნდა ეფლში დროებით, მაგრამ მოგვიანებით ისევ მუდმივი CEO გახდა. მან დაიწყო ზრუნვა რომ Openstep გადაექცია ისეთ სისტემად, რომელიც დააკმაყოფილებდა როგორც კერძო მომხმარებლებს ასევე პროფესიონალებს! პროექტს თავდაპირველად Rhapsody ეწოდა, მაგრამ მოგვიანებით მისი სახელწოდება შეიცვალა და გახდა Mac OS X.

ყოველ ახალ Mac OS X ვერსიას მოყვება “digital lifestyle applications”-ის განახლებული ვერსიები, როგორიცაა (iLife, iWork, Front Row Media), ამასთანავე განახლებული ინტერფეისი და დიზაინი. მისი ბირთვი მიეკუთვნება Unix-ის მსგავს ოპერაციულ სისტემას, რომელიც აგებულია კერნელით (Apple-მა გამოსცა ეს ბირთვი როგორც open source ოპერაციული სისტემა სახელწოდებით Darwin). Apple-მა გათვალა კომპონენტების რიცხვი, მათ შორის Aqua ინტერფეისი და Finder-ი, რომ დაესრულებინა GUI-ზე დაფუძვნებული ოპერაციული სისტემა, რაც არის Mac OS X.

Mac OS X Public Beta
ეფლმა გამოუშვა მაკის საცდელი ვერსია, იმ მიზნით რომ გაეგოთ რჩევები და კრიტიკა მომხმარებლებისგან … პაკეტის ღირებულება შეადგენდა $29.95 და მისი პირვანდელი სახე ასეთი იყო:

 

 

Mac OS X 10.0 (Cheetah)
2001 წლის 24 მარტს გამოვიდა Mac OS X 10.0 ვერსია, ცოტაოდენი თვისებითა და პროგრამული უზრუნველყოფით…

Mac OS X 10.1 (Puma)
შემდეგი ვერსია გამოვიდა 2001 წლის 25 სექტემბერს, უკვე გაუმჯობესებული გამოსახულებით და ერთი ახალი თვისებით – DVD playback… ეფლმა გამოსცა მისი უფასო 10.1 upgrade 10.0 მომხმარებლებისთვის.

Mac OS X 10.2 (Jaguar)
გამოვიდა 2003 წლის 23 აგვისტოს… დამატებულია iChat + 150 ახალი თვისება.

Mac OS X 10.3 (Panther)
მომდევნო ვერსია პანტერის სახელწოდებით მოგვევლინა 2003 წლის 24 ოქტომბერს, რომელსაც დამატებული ჰქონდა უამრავი ფუნქცია, მათ შორის Fast User Switching, FileVault, Safari, iChat AV.

Mac OS X 10.4 (Tiger)
კარგად დამუშავებული, განახლებული ინტერფეისით და დიზაინით 2005 წლის 29 აპრილს გამოვიდა Mac OS X 10.4 .. ეფლმა ისიც დაამატა რომ მასში იყო 200 ახალი თვისება .. სწორედ ამ ვერსიამ გაგვაცნო Spotlight, Dashboard, Smart Folders, განახლებული Mail Smart Mailboxes-ით, QuickTime 7, Safari 2, Automator, VoiceOver, Core Image და Core Video.

Mac OS X 10.5 (Leopard)
ესეც ბოლო ვერსია, რომელსაც მგონი დიდი ახსნა არ უნდა, ერთადერთი იმას ვიტყოდი რომ ამ ვერსიაში დამატებულია Time Machine-ის გასაოცარი ფუნქცია, და Spaces… თქვენს წინაშეა Mac OS X Leopard.

 

წყარო: Leyton, http://mac.ge