კომენტარებში დაისვა ჩვენი ერთერთი მკითხველის შეკითხვა:
“თუკი ხშირად, თვეში ან ორ თვეში ერთხელ მიწევს ვინდოუსის გადაყენება, მაშინ საერთოდ რა საჭიროა ანტივირუსის დაყენება? ( შეიძლება სულელური კითხვაა, მაგრამ არგუმენტი მაინტერესებს)”
მოკლედ ამ კითხვაზე პასუხი შემდეგია:
ანტივირუსი არის პროგრამული უზრუნველყოფა რომელიც გვეხმარება თავი დავიცვათ სხვადასხვა სახის მავნე ციფრული არსებებისაგან რომელსაც ზოგადად “ვირუსები” ვუწოდებთ.
ვირუსები ცდილობენ დააზიანონ ჩვენი კომპიუტერი, მოიპარონ ჩვენგან რაიმე ინფორმაცია ან გამოიყენონ ჩვენი კომპიუტერის რესურსები მისი ოპერატორის სურვილების შესაბამისად. მოკლედ ვირუსები გვიფუჭებენ კომპიუტერს. თუმცა კომპიუტერის, უფრო სწორედ კი ოპერაციული სისტემის (ამ შემთხვევაში “ვინდოუსის”) გაფუჭების მიზეზი ყოველთვის ვირუსები არ არის. ჩვენ თუ კომპიუტერზე ხშირად ვაყენებთ სხვადასხვა თამაშებს, პროგრამებს, ვიწერთ ბევრ ფაილებს და ვასრულებთ ათასგვარ სხვა ქმედებას, ამ მოქმედებებში ჩვენი სისტემა თანდათან ნაგვიანდება და თავს იჩენს სხვადასხვა ტიპის შეცდომები რაც საბოლოო შედეგს გვაძლევს: სისტემა ჭედავს, შეცდომებს აგდებს, ამა-თუ-იმ სამუშაოს აღარ ასრულებს და ა.შ. მოკლედ ნერვებს გვიშლის. დგება მომენტი როდესაც ჩვენი სისტემა უნდა წავშალოთ და თავიდან დავაყენოთ..
ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ რომ კომპიუტერზე მუშაობისას სისტემის გაჭედვაში და გაფუჭებაში მარტო ვირუსებს არ ურევია ხელი, ზოგჯერ ამაში ჩვენც დიდი წვლილი მიგვიძღვის. ანტივირუსი ნაწილობრივ გვიცავს და გვიხანგრძლივებს დროს რათა არ დადგეს ჟამი იმ სამუშაოსი რომელსაც ჩვენებურად “ვინდოუსის გადაყენება” ქვია..
P.S. ვირუსებისაგან დავდაცვა აუცილებელია. შეიძლება Windows-ზე ვთქვათ, დიდი ამბავი წავშლი და თავიდან დავაყენებო, მაგრამ ზოგჯერ გვხვდება ვირუსების ისეთი კატეგორიაც რომელიც ერთ დღეს ჩვენი მყარი მეხსიერებიდან მოიპარავს ან სრულიად გააქრობს მთელ და მნიშვნელოვან ინფორმაციას…