ვაგრძელებთ PCMania.ge-ზე დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემას. ამჯერად ჩვენი სტუმრის “lexo”-ს კითხვაა “როგორ ვნახო ჩემი კომპიუტერის მონაცემები დეტალურად?”
მაშ ასე.. სულ მინიმუმ, თქვენი კომპიუტერის შესახებ მწირი ინფორმაცია მაინც რომ მიიღოთ ამისათვის საჭიროა ძალიან მარტივი მოქმედების ჩატარება.
უბრალოდ საჭიროა My Computer-ის პიქტოგრამაზე მარჯვენა კლიკი, მოქმედება გამოიტანს კონტესტურ მენიუს.
მენიუს ჩამონათვალში მოძებნეთ [Properties] და დააჭირეთ.
ამ შემთხვევაში გამოვა ფანჯარა რომლის პირველივე გვერდზე ([General] ჩანართში) წერია ინფორმაცია ჩვენი კომპიუტერის და ოპერაციული სისტემის შესახებ. რა სისტემა აყენია, ვიზეა რეგისტრირებული და რა სიჩქარისაა ჩვენი პროცესორი, თავისი ოპერატიული მეხსიერების მოცულობით.
იმ შემთხვევაში თუ უფრო ვრცელი ინფორმაცია გვჭირდება კომპიუტერის ნაწილების შესახებ (თუნდაც ვიდეოდაფა და ხმისდაფა) ამისათვის უნდა გამოვიძახოთ DirectX diagnositic tool ანუ ჩვენი კომპის გრაფიკული დიაგნოსტიკის დოქტორი DirectX რომელიც დაგვეხმარება ჩავატაროთ მცირე ტესტები.
იმისათვის რომ გამოვიძახოთ DirectX-ი საჭიროა შევიდეთ სტარტ მენიუში და გავუშვათ Run ველი. ველში შევიყვანოთ ბრძანება dxdiag და დავაჭიროთ Enter-ზე. გამოვა დიაგნოზირების იარაღი რომელშიც მოცემულია რამდენიმე ჩანართი. იქ ნაჩვენებია ინფორმაცია ჩვენი სისტემის, ვიდეოდაფის, ხმის და ქსელის მდგომარეობის შესახებ.
თუ კიდევ უფრო ამომწურავი ინფორმაცია გვჭირდება ჩვენი კომპიუტერის შესახებ.. თუნდაც რამდენიანი ოპერატიულები გვიდგას, რა ტიპის პროცესორი გვაქ, რა პარამეტრები გააჩნია ჩვენს მყარ დისკს და და ა.შ. ამაში უკვე ძია ვინდოუსი ვეღარ დაგვეხმარება და უკვე საჭირო ხდება სპეციალური პროგრამები რომლებიც ამოგვიყრიან დეტალურ ინფოს ჩვენი მანქანის შესახებ.
ასეთი პროგრანები ბლომადაა და გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
Everest Home
ინსტალაცია არ სჭირდება.. გაუშვებთ პირდაპირ Everest.exe-ს და გაიხსნება პროგრამა სადაც მოიპოვებთ დეტალურ ინფორმაციას თქვენი კომპიუტერის თითოეული აპარატურული ნაწილის შესახებ. საკმაოდ სწრაფი, ძლიერი და ზუსტი პროგრამაა.. მარტივია გაოსაყენებლადაც.
PC Wizard 2008
მსგავსი იარაღია, უბრალოდ დაინსტალირებაა საჭირო და ინტერფეისისც ცოტა განსხვავებულია.
ამ პროგრმაის პლიუსი ისაა რომ შეგიძლიათ სხვა კომპიუტერის მონაცემებსაც შეადაროთ თქვენი კომპის მონაცემები. ასევე ეს პროგრამა გაძლევთ საშუალებას შეაფასოთ თქვენი კომპიუტერის კონფიგურაცია სპეციალურად გამოთვლილი ქულით. ასევე ამ გზით შეგიძლიათ შეადაროთ თქვენი კონფიგურაცია სხვებისას.