უკვე არაერთი კითხვა შემოვიდა იმის შესახებ თუ როგორ გავხსნათ Skype-ს რამდენიმე სესია ერთდროულად. ამ პოსტით მინდა სამუდამოდ გადავჭრა თქვენი პრობლემა და ვისაც კიდევ ეს კითხვა გაუჩნდება უბრალოდ ურჩიეთ ეს პოსტი..

ერთდროულად Skype-ის რამდენიმე სესიის გასახსნელად არსებობს სამი გზა. თქვენთვის რომელიც უფრო მოსახერხებელი იქნება ის გამოიყენეთ.

პირველი გზა

ალბათ ყველასათვის ცნობილია რომ არსებობს სპეციალური პროგრამა Skype Launcher-ი რომელიც ერთი დაწკაპუნებით გეხმარება გახსნა კიდევ ერთი Skype-ს ფანჯარა. მაგრამ ამ პროგრამას ერთი პრობლემა აქვს, სამწუხაროდ კორექტულად ვეღარ მუშაობს Skype-ის ახალ ვერსიებთან და პროგრამის შემდგომი ვერსიაც მოუხერხებელი გახდა…

მეორე გზა

არსებობს კიდევ ერთი ცოტათი “საჩალიჩო” ხერხიც.. იმისათვის რომ მეორე Skype გავხსნათ (და არა უამრავი) საჭიროა:

  1. შევქმნათ ახალი User Account-ი ჩვენს Windows-ში..
  2. მარჯვენა კლიკით სკაიპის ღილაკზე ავირჩიოთ [Run as…]
  3. ახალ ფანჯარაში “The following user:”-ში ვირჩევთ მეორე User Account-ს რომელიც აუცილებლად ჩართულ მდგომარეობაში უნდა იყოს (ანუ log off-ი არ უნდა ჰქონდეს გაკეთებული მეორე იუსერს)
  4. შედეგად გაიხსნება ახალი სკაიპი რომელშიც შეგიძლიათ სხვა Username-ით შეხვიდეთ.

მესამე გზა

მესამე და გაცილებით მარტივი ხერხი დაეხმარება Skype-ს ახალი 4.0 ვერსიის მომხმარებლებს.

  1. მარჯვენა კლიკით Desktop-ზე ვქმნით ახალ Shortcut-ს
  2. მისამართად ვუთითებთ სკაიპის გამშვები ფაილის მისამართს. (რომელიც იმ შემთხვევაში თუ ჩვეულებრივად დააყენეთ მოთავსებული იქნება მისამართზე C:/Program Files/Skype/Phone/Skype.exe, თუ სხვა დირექტორიაში გაუკეთეთ ინსტალაცია მაშინ იმ დირექტორიის მისამართი მიუთითეთ )
  3. ხოლო Target ველში კი ჩაწერეთ  შემდეგი “C:/Program Files/Skype/Phone/Skype.exe” /secondary  (ანუ [Skype-ს გამშვები ფაილის მისამართი] + [/ Secondary]
  1. OK

ამის შემდეგ Shortcut-ის ყოველი გახსნისას Skype-ის ახალი ფანჯარა გაიხსნება..

იმედია ეს გზები გამოგადგებათ. წარმატებულ ჩატს გისურვებთ!